სამარხვო ბლოგი

მოიპოვე ფული იმისათვის, რომ ისწავლო. ისწავლე, – რათა მოიპოვო ფული

27 Comments

რაც საქართველოს ბანკმა სტუდენტური კონკურსი დაიწყო, მას შემდეგ გაფაციცებით ვადევნებ თვალს საკონკურსო ვიდეოებს. ამ დროისათვის სულ 21 ვიდეოა ატვირთული istudy.ge-ზე. რატომ ვგულშემატკივრობ ამ კონკურსს,- იმიტომ, რომ ეს კონკურსი ტარდება ტიპებისთვის, ვინც თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ახლა იღებს. ნამდვილად არ მინდა, საქართველოს ბანკისგან ასეთი საჩუქარი მიიღოს ისეთმა, ვისაც დიპლომი დედამთილისთვის საჩვენებლად უნდა. არა, არა, არც შემედავოთ, ზუსტად ვიცი რომ ბევრი ქართველი სტუდენტი სწორედ ამის გამო “იღებს აკადემიურ განათლებას”. სწორედ ეს არგუმენტი ჰქონდა ჩემს ერთ-ერთ ჯგუფელს, როდესაც ჩემმა ლექტორმა ჰკითხა, რატომ დადიხარ უნივერსიტეტშიო. ნამდვილად არ მინდა, უფასო განათლება საჩუქრად მიიღოს, იმან, ვინც საკოკნურსო ვიდეოს რომელიმე ეკლესიის ან ისტორიული ძეგლის ფონზე იღებს და თავდაჯერებული ტონით მიმტკიცებს, რომ განათლება იმისთვის უნდა, რომ სამშობლოს გამოადგეს. არავის ვარიგებ ჭკუას, არ გეუბნებით რომ არ უნდა მოიტყუოთ, ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმეა, მაგრამ მეც მაქვს უფლება უფრო გულწრფელი და ნიჭიერი ტიპები მომწონდეს.

ძალიან არ მინდა, მორიგი გაბრაზებული პოსტი გამომივიდეს. მითუმეტეს, როცა საქმე ისეთ კოკნურსს ეხება, რომელიც  ბაკალავრიატის თუ მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს უფასოდ განათლების მიღების საშუალებას. ეხლა ერთ უცნაურობაზე მინდა გითხრათ. რა აქვთ ქართველებს,- დიახ მათ გარკვეულ ნაწილს აქვს განათლება. თუმცა, რაღაც მართლაც აკლია. რუსულ ენაში არის ორი ასეთი სიტყვა “просвещение” და “образование”. “просвещение”-ს ქართული შესატყვისი ნამდვილად “განათლებაა”, თუმცა რა ვუყოთ ამ უკანასკნელს, ანუ “образование”-ს, რომლის აღმნიშვნელი ტერმინი ენაშიც კი არ გვაქვს ქართველებს, არა თუ ის, რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს.

ადრე სადღაც წავიკითხე, რომ ევროპაში ერთ სულ მოსახელზე შომასვლის მიხედვით პირველ ადგილზე ნორვეგია ყოფილა. აბა, ბავშვებო ვინ იცის მთელს მსოფლიოში წელიწადში ყველაზე მეტ წიგნს ვინ კითხულობს? ნორვეგიელები? დიახთ! მათ აქვთ წეღან უკვე ნახსენები  “просвещение”-ც და “образование-ც”. და არა ის დიპლომები, რომლებიც მხოლოდ დედამთლის გულის გასახარებლად სჭირდებათ ქართველებს.

მგონი თემას ცოტა ავცდი, კონკურსს დავუბრუნდეთ. მინდა გითხრათ რომ ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი საკონკურსო ვიდეოს რეიტინგი. არ ვიცი რას დავაბრალო, იმას რომ ვიღაცები მაყურებლისთვის სენსიტიური თემებით “ვაჭრობენ” თუ უბრალოდ შემთხვევითობას. უკვე დიდი ხანია მივეჩვიე ტელეეკრანიდან ხან ვინ და ხან რომ მთხოვს ფულის გადარიცხვას სხვადასხვა საქმისთვის. ტელევიზორი ფაქტობრივად უზარმაზარ შემწეობის ყუთად გადაიქცა და იქ გამომწყვდეული ხმები მიმტკიცებენ, რომ ფული სწორედ მათ უნდა მივცე. წინსაარჩევნო პერიოდში ხმების მთხოვნელნი ჭარბობენ ხოლმე. თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ხმა= ფულს. ამ კონკურსშიც გამარჯვებული ხმების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება. მე კი მაინც გულწრფელად მჯერა, რომ ამ კონკურსს ღირსეული მოიგებს. “ღირსეულობა” კი შესაძლოა ჩემთვის და თქვენთვის სხვადასხვა კრიტერიუმებით იზომებოდეს. თუმცა, რადგან ჯერ მაინც კარგისა და ცუდის რაიმე უტყუარი საზომი არ გამოუგონებიათ ჭკვიან მეცნიერებს, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. კონკურსის დასრულებამდე კიდევ საკმაო დრო დარჩა, კონკურსის პირობები კი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში. წარმატებები!

Advertisements

27 thoughts on “მოიპოვე ფული იმისათვის, რომ ისწავლო. ისწავლე, – რათა მოიპოვო ფული

  1. მდედრობითი სქესის წარმომადგენლების დისკრიმინაციას ნუ ახორციელებ. :დ

    • მამრობითებს ალბათ სიდედრისთვის უნდათ, რა ვიცი. ნუუ, მე ყოველშემთხევაში ნამდვილად გოგოსგან მოვისმინე მაშინ ეგ და რა ვქნა :დ

  2. sisuleleaaa! es yvelaferi tvalebshi nacris sheyra

  3. ისე образование– სიტყვა სიტყვით არის განათლება 🙂

    ხოლო “просвещение” კონტექსტიდან გამომდინარე იხმარება განმანათლებლობის შესაბამისად 🙂

    • ვითომ? მე პირიქით მეგონა. ნუუ, თან აკადემიური განათლების შემთხვევაში მგონია, რომ მაინც ის მეორე სიტყვა უნდა იხმარებოდეს. რუსულად მაგ: высшее образование და არა высшее просвещение. რა ვიცი, ეს ჩემი მოკრძალებული ლინგვისტური აზრია :პ

      • მე არ ვარ ლინგვისტი, ეკონომისტი და პოლიტოლოგი ვარ, მაგრამ ძნ ბევრი რამის თარგმნა მიწევს და ბუნებრივია კითხვა რუსულად და აქედან გამოვდივარ…

        “просвещение” –იხმარება როგორც წესი განმანათლებლობის კონტექსტით, მაგალითად ფრანგული განმანათლებლობის და დაახლოებით კონტექსტში..

        ხოლო образование – განათლების შესაბამისად 🙂

        პ.ს ბუნებრივია არ გამოვრიცხავ რომ ვცდებოდე

    • არ ცდები, ვადასტურებ 🙂

      პ.ს. ამ თემასთან დაკავშირებით რაც წავიკითხე, საუკეთესო პოსტია 😉

  4. მე საერთოდ კონკურსი არ მომწონს 😦

    • ვახთ, რას ერჩით ამ კონკურსს, მართლა ვერ ვხვდები და რა ვქნა :/

      • არ აძლევს ადამიანს თვის გამოვლენის საშუალებას.. ძველი კონკურესები უფრო რაღც კრეატიული იყო.აქ კიდე უნად სტანდარტულად თქვა და რას იტყვი ახალს და საინტერესოს ან 1 წუთში რა უნად ჩატიო მასეთი,

  5. ai mee kii imis sashualebac ar maqvs video gadavigo.. :((((

    • უიჰთ, ვიდეოთვალი არ გაქვს? ან ვინმეს რომ სთხოვო, ჰა? :/

      • მობილითაც შეიძლება, ან ფოტოაპარატის ვიდეოს რეჟიმით, ან ვებ კამერით. ინტერნეტკაფეში ჩაწერ ბოლო ბოლო 1 წუთიან ვიდეოს 5 წუთში 🙂 კამერები აქვთ თითქმის ყველგან 🙂

      • kargii raaa.. magis shashvaleba bevrs ar aqvs… an internetkafeshi siaruliss.. an mobiluriss.. tan kameriaaniss:))) visaac propesionali aqvss kii vnaxee magarii vedeoebi aqvt gadagebulii.. uxx uxxx. aradaa ra kaii iqnebodaa chemi swavla upasoo iyooss:((( :((((((((

  6. საინტერესო კონკურსია, მაგრამ მაინც არასოდეს ვიღებ მსგავს “შეჯიბრებებში” მონაწილეობას.

  7. ჰაი ჰაი, რომ ადამიანი შეიძლება წიგნს კითხულობდეს, მაგრამ განათლებული არ იყოს, ასე რომ მაგ ნორვეგიელებმა შეიტენონ ეგ წიგნი სადაც უნდათ :/ მე მაპატიე, მაგრამ მიჩვეული იქნები ასეთ უზრდელურ სიტყვებს :დ :*

    ხო და ისა, მე არ მომწონს ეს კონკურსი მაინც :უსერ:
    ყველაფერი რაც ლაიქებზეა, ორგანულ ზიზღს იწვევს ჩემში.. გამახსენდა ბლოგერული კონკურსები და… სორი 😦

    • ჰო, ბლოგერული კონკურსები მეც არ მომწნს ხოლმე, ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ ტექსტის ხარისხის არასდროს არ უდრის ლაიქების რაოდენობას.

  8. მე ის გოგო მომწონს, ძაღლს რომ ლიმონათს ასმევს:)

  9. ძაღლიანი გოგოა ჩემი ფავორიტიც, ბუნებრივია და არგუმენტიც კონკრეტული აქვს 🙂

    რაც შეეხება გადაღების საშუალებას, მობილითაც კი შეგიძლიათ გადაიღოთ და ითხოვეთ, მეგობარს ჩააწერინეთ და ეგაა

  10. kritika dzalian kargiaa 🙂 yvelas azri simovnebut wavikitxe 🙂 bavshvebo yvelas tavis gza aqvs cxovrebashi dacinva dzalian cudi saqcielia 😦

  11. კარგი პოსტია. ცოტა არტისტული ელემენტები თუ არ გაურიეს, კრეაიულ რგოლს ვერ გადაიღებენ. ბევრი ნაგავი დაიდო, თუმცა მონდომება დასაფასებელია.,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s