სამარხვო ბლოგი

თქვენ, ქრისტიანებო და არამარტო…

20 Comments

ამ რამდენიმე დღის წინ ლეონსიოს მოწყობილ მორიგ ექსკურსიაზე ვიყავი, ჯავახეთში. წესით დილის 9 საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა დისლოკაციის ადგილას ყველაზე გვიან მე მივედი და საკმაოდ გვიან გავედით. ყველაზე მძაფრი შეგრძნება მთელი დღის მანძილზე, ალბათ მაინც წივის სუნი იყო. მოგეხსენებათ, ჯავახეთის სოფლებში ხე-ტყის სიმწირის გამო საწვავ მასალას ნაკელისაგან ამზადებენ. წივა ფაქტობრივად დაპრესილი ნაკელია, რომელიც ამ სოფლებში გამოყენება როგორც გასათბობად, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც. მაგრამ ისეთი სუნი აქვს 3-4 კილომეტრის რადიუსშიც კი იგრძნობ. მგონი, დანარჩენის მოყოლა აღარ არის საჭირო.

ჯავახეთიდან საკმაოდ გვიან დავბრუნდით. მიკროავტუბისის მძღოლი თავიდან ვაზისუბანში აპირებდა წასვლას, მაგრამ მერე გადაიფიქრა და პეკინი-პავლოვისა და ვაკე-საბურთალოზე არსებული ყველა ქუჩის მოვლის შემდეგ მე და ირაკლი რატომღაც მაინცდამაინც ვაჟას ბოლოში ჩამოგვსვა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ბოლო 149 ნომერი ყვითელი სამარშრუტო ტაქსიც გამოჩნდა და წამოვედით. ამ სანაქებო ახალ მიკროავტუბესბში საკმაოდ ცხელა და მუნიციპალიტეტის დაპირების მიუხედავად თავზე მაინც გვედგა ერთი-ორი ათეული ადამიანი.

მოკლედ, ბოლო-ბოლო მაინც მოვაღწიეთ ვარკეთილის მეტრომდე. დავგეგმეთ მე და ირაკლიმ ლუდის ყიდვა და ჩემთან ასვლა. მერე ირაკლი სწრაფი ნაბიჯით წავიდა და ეტლში მჯდომ მოხუცთან მივიდა. მე ნელა მივდიოდი, ამიტომ რაზე ელაპარაკებოდა იმ კაცს არ გამიგია. ირაკლი ირგვლივ მიმოფენილი ტაქსებისკენ წავიდა. როცა მივედი ერთ-ერთს სთხოვდა ის ეტლიანი კაცი სახლში წაეყვანა. ფულსაც გადაგიხდით, იმ კაცსაც ჩვენ ჩავსვამთ და მერე გადმოვსვამთ მანქანიდანო, მაგრამ მძღოლმა მაინც უარი სტკიცა. მოკლედ გავარკვიე რაც ხდებოდა. ის ეტლიანი მოხუცი არ ვიცი საიდან და როგორ მაგრამ იმ გზაჯვარედინზე აღმოჩენილა, თან ვერც ხელებს ამოძრავებდა, ამიტომ ეტლის გადაადგილებაც არ შეეძლო დამოუკიდებლად. ვისაც ვარკეთილის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგივლიათ ყველა შეამჩნევდით ტაქსების სიუხვეს. მე და ირაკლიმ უკლბელივ ყველა ტაქსი მოვიარეთ და ასევე უკლებლივ ყველამ უარი გვითხრა. ძირითადი არგუმენტი იყო, რომ ვითომდა ეტლი არ ჩაეტეოდა საბარგულში. თუმცა ეს ეტლი იკეცებოდა და საბარგულში კი არა, წინა სავარძელზეც კი დაეტეოდა.

ბოლოს მივედით იმ კაცთან და ვუთხარი ეტლით მიგაგორებთ სახლამდე-მეთქი. ჩემს სახლამდე სულ მცირე 45 წუთის გზა მაინც იქნება ფეხითო, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც შევუდექი საქმეს. აღმართზე ცოტა ძნელი იყო, თან ირაკლიც სადღაც გაქრა. მერე ასევე უცებ საიდანღაც ირაკლიც და მერსედესის ტაქსიც გაჩნდნენ. ეს კაცი ჩავსვით, ჩვენც უკან ჩავსხედით და წავედით. მშვოდობით შევიყვანეთ სახლში. ტაქსის მძროლმა ვალერიმ არც იმ კაცს და მერე უკვე აღარც ჩვენ მგზავრობის საფასური არ გადაგვახდევინა და დაგვაბრუნა ისევ ვარკეთილში.

თუ ვარკეთილის მეტროსთან ტაქსების სიუხვე შეამჩნიეთ, იმასაც შეამჩნევდით, რომ ეს ადგილი ფეხით მოსიარულეთა მხრივაც არ უჩივის სიხალვათეს. ის მოხუცი თავისი ეტლით ვარკეთილი-ვაზისუბნის გზაჯვარედინზე სამი საათი მაინც იდგა. ამ დროს. ალბათ, გაიარა რამდენიმე ათასეულმა თუ არა, ასეულმა ადამიანმა მაინც, ვინც დილის ლოცვები სულ რაკრაკ-რაკრაკით ჩაიკითხა, მთელი დღე იმარხულა. ვიღაცებს, ალბათ, შეგონებებიც მისცა ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესახებ, მერე შინ წავიდა, გაიარა ვარკეთილი-ვაზისუბნის გზაჯვარედინი, თვალი აარიდა მოხუცს და თავისი სადარაბაზოს კიბეებზე ასვლისას თვალებმინაბულმა პიჯვარიც გადაისახა. ამ გზაზე, ალბათ, გაივლიდნენ ის ადამიანებიც, ვინც ჯერ თავისი ენჯეოს თათბირს დაესწრო, მერე რომელიმე ფონდის მიერ მოწყობილ დისკუსიაზე გამოვიდა ვრცელი სიტყვით ტოლერანტობის, სოლიდარობისა და სხვა მსგავსი რამეების შესახებ. შესაძლოა უნარშეზღუდული ადამიანებიც ახსენა. ბოლოს ისიც სახლისკენ წამოვიდა. ასე მოდის, ვარკეთილი-ვაზისუბნის გზაჯვარედინი გადაკვეთა, სამომავლო პროექტებზე ფიქრობს, ადამინთა უფლებები უნდა დაიცვას. თან 11 სექტემბერია, სახლში ავა და ავატარზე თუ აქამდე არ დაუყენებია, ეხლა მაინც დააყენებს ამერიკის დროშიან სურათს. ძალიან სწუხს 11 სექტემბრის ტერაქტის მსხერპლთა გამო. მოკლედ, ამანაც აარიდა თვალი მოხუცს და სახლში წავიდა. ეს მოხუცი დაინახა ათეულობით ტაქსის მძღოლმა, რომელიც დიდი სიამოვნებით წამიკითხავდა, ალბათ, ლექციას ქართველობისა და კაცობის შესახებ, მაგრამ მათმა სრულმა უმრავლესობამ უარი გვითხრა მე და ირაკლის იმ კაცის წაყვანაზე. ჰო და მიმიფურთხებია თქვენთვისაც და თქვენი ყბადაღებული ლოზუნგებისთვისაც  ^ ^ Liberte , Égalité , Solidarité. ciao!

Advertisements

20 thoughts on “თქვენ, ქრისტიანებო და არამარტო…

  1. “ტაქსის მძროლმა ვალერიმ არც იმ კაცს და მერე უკვე აღარც ჩვენ მგზავრობის საფასური არ გადაგვახდევინა და დაგვაბრუნა ისევ ვარკეთილში.”
    ძალიან მომეწონა თქვენი ჩანახატი,ამ სიტყვებმა ხომ,საერთოდ დამურძგლა…ამ დღეებში ხშირად დამჭირდა ტაქსი და უნდა გითხრათ,რომ ჯერ კიდევ ბევრი კარგი ტაქსისტი არსებობს,გაუმარჯოს ადამიანს,ვინც მართლაც “ადამიანია”!-შენ კი კარგი ახალგაზრდა ხარ! ირაკლი კი მართლა” კაცი” ყოფილა!

  2. საკმაოდ სერიოზულ თემაზე ნაწერი პოსტია.
    კი, გეთანხმები, დღევანდელ დღეს ფარისევლები მრავლად არიან და ეს ძალიან ცუდია. მაგრამ მაინტერესებს, ვინ დატოვა ინვალიდი შუა ქუჩაში, რა უფლებით…

    ამ თემამ მეორე მტკინვეული საკითხი გამახსენა, უკვე საკუთრივ ჩემ თავთან დაკავშირებით: რა ვქნა, როგორ დავეხმარო მათხოვარს, როცა ხურდები არ მაქვს? ან მაქვს, მაგრამ მჭირდება სამგზავრო საფასურისთვის? : (
    იცი რამდენი მათხოვარია ცენტრალურ ქუჩებში? თავჩაღუნული ჩავუვული ხოლმე, არ ვარ მილიონერი ეს ოხერი და არც ქვის გული არ მიდევს.. ხოდა რა ვქნა?

    • ყველა მათხოვარს ვერ დაეხმარები. რა ვიცი, მე მგონია, რომ სიკეთე უნდა გააკეთო, მაშინ როცა შეგიძლია. იმ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო იმ კაცის მიყვანა, თუნდაც სავარძლის მიგორებდით სახლამდე სულ რომ არ გამოჩენილიყო ტაქსი.

  3. “მოჩვენებითი სოლიდარობა” – აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ავატარზე ამერიკის დროშის დაყენება ადვილია, მოხუცის სახლში მიყვანას კი ერთი ადგილის განძრევა ჭირდება.
    საერთოდაც ყველას ყველა ჰკიდია.
    იშვიათად იქცევიან ადამიანები ისე, როგორც თქვენ (შენ და შენი მეგობრები) მოიქეცით.
    ჰოდა გაფასებთ<3

  4. ანვალიდი არ შემხვედრია, მაგრამ ყოფილა შემთხევა, როდესაც არ მივხმარებივარ მოხუცს, რომელსაც მეტროში კიბეებზე ჩაჰქონდა რამე ბარგი, განგებ ამირიდებია თავი, უბრალოდ, ძალიან მეჩქარებოდა და საკუთარი საქმე ვარჩიე სხვის დახმარებას. მაგრამ მე არ ვფარისევლობ და რაც ვარ ეს ვარ. არ ვდებ თავს კაცთმოყვარეობაზე, პირიქით, მიზანთროპი ვარ. არც მორწმუნე ვარ და არც პირჯვარს ვიწერ ყოველ წამს ეკლესიის დანახვისას. აი, ასეთი ხალხი რომ არსებობს – ვითომ სიკეთის მკეთებელი და გაჭირვებაში გვერდში დამდგომი – იმიტომ ვერ ვიტან ხალხს.

  5. ეს ჩვენი დროის სამწუხარო რეალობაა და მართლაც ძალიან მტკივნეულია…. ქრისტიანობა საქმის გარეშე მკვდარია… გაზეპირებული ლოცვებით და ფეისბუქის სტატუსებით არ მტკიცდება სარწმუნოება..;( ყველაფერს რომ თავი დაანებო, ეს უბრალოდ ადამიანობაა… თანაგრძნობა , სხვისი ტკივილის გაზიარება… რაც ვფიქრობ ურწმუნოსაც კი უნდა ესმოდეს…. ;(

  6. ზეეეე-პოსტია ^^

  7. გამოხმაურება: ჯავახეთის ქართული პრობლემა | ნიკა უხურგუნაშვილის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s