სამარხვო ბლოგი

რატომ გავხდი ბლოგერი

12 Comments

ნათიკომ წამოიწო ეს ტეგ-თამაში და დამთაგა. ჰო და მეც, იქიდან გამომდინარე, რომ თეგ თამაშები ისე მიყვარს როგორც პედოფილს ბავშვები, ვაგრძელებ წამოწყებულ საქმეს. ჰო, რატომ გავხდი ბლოგერი… როგორც არისტოტელე თავის ერთ-ერთ თხზულებაში ბრძანებს, ბლოგერები არ ხდებიან, ბლოგერებად იბადებიანო, მეც სწორედ ასე ბლოგერად დავიბადე.

ბავშვობიდან ვაკეთებდი რაღაც ჩანაწერებს, რომლებსაც ვერცერთ ჟანრს ვერ ვაკუთვნებდი. არც ესსე იყო, არც ნარკვევი, არც სტატია, არც ჩანახატი. ვერაფრით ვხვდებოდი რა სახელი შეიძლებოდა რქმეოდა ლიტერატურის თუ პუბლიცისტიკის იმ მიმდინარეოაბს, რომელსაც ჩემს დაგლეჯილ ბლოკნოტებში (უფრო პოეტურად რომ ვთქვათ, – უბის წიგნაკებში) ვქმნიდი. ჰო და ერთხელაც აღმობრწყინდა wordpress-ის მზე და მივხვდი რომ ის “ის” იყო და ის მიხვდა რომ მე “მე” ვიყავი. თუმცა ეს უკანასკნელი ოდნავ მოგვიანებით მოხდა. თავიდან, როგორც ქართველ ტრადიციულ ქალებს სჩვევიათ ხოლმე, კარგად მაწვალა სანამ თავისი გულის თუ ვიჯეტების კარს გამიღებდა.

ბლოგი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწვდინო ხმა. იპოვო თანამოაზრეები. მოისმინეო შეფასებები. წარმოიდგინეთ, ჩვენს დრომდე რამდენი უცნობ მწერალს ტანჯავდა ეჭვი კარგად წერდა თუ არა, მისი ასე თუ ის ტექსტი ვარგისი იყო თუ არა. რამდენს უოცნებია ისეთი ტრიბუნის არსებობაზე, სადაც ნამუშევრის პოპულარობა მხოლოდ მის ხარისხზეა დამოკიდებული. მოკლედ, ერთობ კმაყოფილი ვარ ბლოგინგის არსებობით, ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების გაცნობა მიხარია, ვინც ახლა ძალიან მიყვარს და ბლოგინგი რომ არა, ვერასდროს გავიცნობდი.

თამაშის გაგრძელებას კი ვთხოვ, დიას (თან გამაგისტრებასაც ვულოცავ <3), მეკოს, ქევანას, გრინმარის და ტრადიციულად ალუკარდს.

ეს კი თქვენ წელს ჩატარებული ერთ-ერთი ბლოგ-ივენთის ამსახველი ვიდეო, რომელსაც დღეს სულ შემთხვევით წავაწყდი და თვალებზე გულები დამეხატა კიდევ ერთხელ.

Advertisements

12 thoughts on “რატომ გავხდი ბლოგერი

  1. :)) madloba tagistvis :)) mwvane vashlo :**
    momewona posti da gansakutrebit es fraza “ბლოგერები არ ხდებიან, ბლოგერებად იბადებიანო, მეც სწორედ ასე ბლოგერად დავიბადე.”

  2. მომეწონა შენი პოსტი და მადლობ რომ დაწერე :* :* :*

  3. ისა ნიკ შენი ბავშვობის ჩანაწერებს ვნახავდი სიამოვნებით :დ ^^

  4. მადლობა დატაგვიზა 😀 ახლავე დავიწყებ წერას 🙂

  5. ვაშაა…. მობილურით ვნახე ეს თემა, მაგრამ მაშინ კომენტარი ვერ დავტოვე.. მოკლედ, უახლოეს დღეებში დავწერ ^^

    პ.ს. ეს ახალი ჰედერი უხდება შენს ბლოგს.. ამ ზღარბივით თვალები გაქვს, ლოოოლზ :დ

  6. გამოხმაურება: რატომ გავხდი ბლოგერი « Phantom

  7. გამოხმაურება: რატომ ჩავიდინე ბლოგი | სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s