სამარხვო ბლოგი

სად წავიდნენ ჰიპები

დატოვე კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ 60-იანები უკვე შორს არის, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს უძველეს ქუჩებში ჯერ კიდევ ტრიალებს ჰიპების სული. 60-იანები იყო დიდი გადატრიალების ხანა, ახალი მუსიკალური მიმდინარეობები, ფასეულობათა ცვლა, განსხვავებული პოლიტიკუტური ხედვა. მოკლედ, 60-იანებში დაიწყო ყველაფერი ის, რითიც დღევანდელი ცივილიზებული სამყარო ამაყობს და ამ ცვლილებათა დიდი ნაწილი, სწორედ იმ კულტურის დამსახურებაა, რაც ჰიპებმა შექმნეს.

ამ დროს ასევე შემცირდა მანძილი დედამიწის სხვადასხვა წერტილებს შორის, რაც უდავოდ საერთაშორისო ავაიახაზებს განვითარების დამსახურება იყო. მილიონობით ახალგაზრდამ მოუშვა გრძელი თმა და წვერი, გოგონებმა უარი თქვეს რეპრესიულ ლიფებზე, მოდაში შემოვიდა რუკზაკები და მოგზაურობა. ახალგაზრდების დიდი ნაკადი დაიძრა უძველეს აღმოსავლეთში მარადიული ნეტარების საძებნელად. ამ ადამიანებმა უარყვეს ბურჟუაზიული საზოგადოების მომხმარებლური ფასეულობები და გაეშურნენ აღმოსავლეთისაკენ.

ისინი მიდიოდნენ ავტოსტოპით პარიზი-კატმანდუს გზაზე. მარშრუტი გადიოდა თურქეთზე, შემდეგ შაჰის ირანს გადაკვეთდნენ, ამის შემდეგ კი კერ კიდევ არამეომარი პაკისტანი და ავღანეთი. ინდოეთი-ნეპალის გზაზე ხშირად ვირებით მოგზაურობდნენ. აღმოსავლეთში ისინი პოულობდნენ ყველაფერს, რასაც ეძებდნენ, აქ იყო მიწა და მასზე მოსახლე ხალხი, ვისაც არ ჰქონდა მიღებული მექანიკური, ცივი, უსულო ცივილიზაცია. ჰიპებისთვის ნეპალში იყო მიზმიდველი აღმოსავლური მისტიციზმი, უცხო კულტურა და რელიგია, თბილი ხალხი, იაფი ნარკოტიკები, წარმოუდგენელი სილამაზის ბუდისტური და ინდუისტური ტაძრები, ქვისა თუ ბრინჯაოს ქანდაკებები.

ჰიპებმა თავიანთ დედაქალაქად კატმანდუ აღიარეს. მათ ეძინათ ქუჩებში, დახეტიალობდნენ მონასტრებში, ურთიერთობდნენ და უყვარდათ. მათ იპოვეს ადგილი! 66 წელს ჰიპების კომუნებმა მთელს მსოფლიოში გაავრცელეს ლოზუნგი, “ვაშა, ყველანი კატმანდუში შობას”! პირველად 200 ჰიპისაგან შემდგარი საახალწლო დესანტი ჩავიდა ნეპალში. ჰიპები ხარბად ეწაფებოდნენ ადგილობრივ ჰაშიშს, ბრინჯსა და ხილს. ნეპალალებიც აღფრთოვანებით ეგებებოდნენ მათ. ტუსრისტები ქირაობდნენ ველოსიპედებს სამოგზაუროდ, იაფ ბინებს. ხმები იაფი ჰიმალაური სამოთხის შესახებ სწრაფად გარცელდა და ათასობით ჰიპი დაიძრა მანამდე მძინარე მთიანი სამეფოსკენ. ასე იქნა აღმოჩენილი ნეპალი მეორედ.

წლები გავიდა, ჰიპების დიდი ნაწილი დაბრუნდა დიდ ქალაქებში, თუმცა მათი გარკვეული ნაწილი დარჩა ნეპალში საცხოვრებლად. კატმანდუს იაფ ბარებში დღემდე შეიძლება კეთილი, გულთბილი, ძველი Doors”-ის, “Jefferson Airplane”-ის და ინდური რეგის მოსმენა. 

ხნიერი ჰიპი ნეპალში

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s