სამარხვო ბლოგი

ქართველი არაბლოგერი VS ქართველი ბლოგერი

50 Comments

ამ პოსტიდან შეიტყობთ, როგორ იქცევიან სხვადასხვა სიტუაციაში ქართველი არაბლოგერები და ქართველი ბლოგერები. პოსტი ეფუძნება ჩემს პირად დაკვირვებას.

ქართველი არაბლოგერი იღვიძებს, ეწევა ერთ ღერ სიგარეტს, სვამს ყავას, შედის აბაზანაში, იცვამს ტანსაცმელს, ტელეფონზე ნახულობს გამოტოვებულ ზარებს, საუზმობს, მიდის სამსახურში.

ქართველო ბლოგერი, იღვიძებს, რთავს facebook-ს, ეწევა სიგარეტს, ნახულობს ინბოქსში წერილებს,ეწევა სიგარეტს, ნახულობს ნოტოფიკაციებს, ნერვები ეშლება closed friend-ების მომატებულ აქტიურობაზე, ეწევა სიგარეტს, ამომებს იმეილს, სვამს ყავას, შედის თავის ბლოგზე, ათვალიერებს ჰიტებს, ეწევა, ნახულობს სერჩ თემებს, ეცინება, შედის აბაზანაში, facebook-ზე წერს რომ შედის აბაზანაში,  facebook-ზე პასუხობს კომენტარებს, ჩატაობს ბლოგერებთან, იცვამს, ეწევა, საუზმობს facebook-იდან თვალის მოუწყვეტლად, იცვამს, პარალელურად აგრძელებს ჩატაობას, ათასი რამის დალაიქება-დაკომენტარების შემდეგ მიდის სამსახურში, გზაში მობილური ტელეფონიდან აგრძელებს facebook-ზე დაკომენტარება-დალაიქებისპროცესს და ახალი ნოტოფიკაციების ნახვას.

ქართველი არაბლოგერი დეპრესიაშია. გოგო: ჭამს უზომოდ ბევრს, დაქალოჩკებთან წუწუნებს წონის გამო,ახორციელებს ცვლილებებს, რაც გამოიხატბა უსარგებლო ნივთების გადაყრით. მიდის მაღაზიაში და სულერთია რას, მაგრამ რამეს ყიდულობს. იწყებს მოწევას, მიდის სილამაზის სალონში. ბრუნდება შინ, ბალიშზე დამხობილი ქვითინებს. ბიჭი: აცნობიერებს რა დეპრესიას, იწყებს დალევას, უზმო რაოდენობის ალკოჰოლის მიღებას, ახორციელებს ცვლილებებს, რაც გამოიხატება ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობის გაწყვეტით და ახალი მეგობრებიოს შეძენით. შემდეგ ისევ სვამ, ვინმეს უშლის ნერვებს და ასე აგრძელებს იქამდე სანამ დეპრესია არ ჩაივლის.

ქართველი ბლოგერი: სვამს ანტიდეპრესანტებს, რომლებიც არ შველის. წერს facebook-ზე რამე ემო-სტატუსს. წერს პოსტს თავისი კიდევ ერთი დეპრესიის შესახებ, ახორციელებს ცვლილებებს ცხოვრებაში, ანუ ცვლის wordpress-ზე თემას, ნერვებისმომშლელ, friend-ებს აჰაიდებს და closed friend-ებად იმატებს ახალ კარგ ტიპებს.

ქართველმა არაბლოგერმა (ბიჭმა) გოგო გაიცნო და მოეწონა. ეკითხება მობილურის ნომერს, სთავაზობს გასეირნებას სადმე, ეპატიჟება სახინკლეში, ამარიაჟებს თავსი ოქროს საათს. მეგობრებს ესაუბრება მასზე.

ქართველმა ბლოგერმა  (ბიჭმა) ბლოგერი გოგო გაიცნო და მოეწონა, თავიდან ათვალიერებს მის ინფოს facebook-ზე, ათვალიერებს facebook-ზე ფოტოებს, wall-ზე ულაიქებს პოსტებს, facebook-ზე ალაიქებს მისი ბლოგის პეიჯს. შედის მის ბლოგზე და კითხულობს ჯერ about-ს, მერე პოსტებს, სვამს თავის ბლოგზე blogroll-ში (მეგობარ ბლოგებში) იმ გოგოს ბლოგის ლინკს და სთხოვს გესტ-პოსტი დაუწეროს.

 

Advertisements

50 thoughts on “ქართველი არაბლოგერი VS ქართველი ბლოგერი

  1. სექტა ხართ რა ბლოგერები :დ

    • გინდა თუ არ გინდა, შენც ბლოგერი ხარ და თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად ხშირად გხედავ ონლაინ და რა რაოდენობის პოსტებს აშეარებ, შენზეც ისევე ვრცელდება ეს ყველაფერი, როგორც ბლოგერების დიდ ნაწილზე.

  2. კა კარგი ყოფილა ბლოგერობა… ისე, არაბლოგერები არ იყენებენ ფეისბუქს თუ რა?

    • ისეთი ინტენსივობით, როგიორც ბლოგერები… მგონი, არა. ფბ-ს ქართველი მომხმარებლების უდიდესმა ნაწილმა mantion-ის გაკეთებაც კი არ იცის

  3. თავი ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის ვიგრძენი :))))) რა ვარ ეხლა მე, ბლოგერი თუ არაბლოგერი, that is the question! :))

  4. თუ არაბლოგერ ბიჭს მოსწონს, ბლოგერი გოგო, ან პირიქით მერე რა ხდება?

    • ეგ არაპროგნოზირებადი შემთხვევაა. ისე, ეხლა გავაცნობიერე, რომ ძალიან მიყვარს ბლოგერები, საინტერესო ტიპები არიან ნებისმიერი თვალსაზრისით.

  5. მომეწონა მაგრამ თავი იცი როგორ ვიგრძენი? chelentano-ს გმირს (კინო არ მახსოვს) რომელიც ჯუნგლებში დაიბადა, მეცნიერები დაიჭერენ და წვრთნიან, მერე მისცემენ სურათებს და უნდა დაალაგოს ადამიანების ცალკე და ცხოველების ცალკე, ყველას დაალაგებს და თავის სურათს ბოლოს შუაში დადებს 🙂 🙂 მეც მასე ვარ

  6. ანუ ვინმესთან გესტ პოსტის დაწრა უდრის სექსს :დ

  7. ამ ყველაფრისთვის სულაც არ არის საჭირო რომ ბლოგერი იყო, მე ვიცნობ ფეიბუქის აქტიურ მომხმარებლებს, რომლებიც აზრზე არ არიან რა არის ბლოგი, მაგრამ იმავეს აკეთებენ ფეისბუქზე, მართალია, თუ აბაზანაში შედიან არ წერენ სტატუსად, რომ აბაზანაში შედიან, მაგრამ 🙂

  8. ქართველი ბლოგერი ხომ იყო ოდესღაც არაბლოგერი?
    და ქართველი არაბლოგერიც ხომ გახდება ოდესმე ბლოგერი?
    ჰოდა, არც არაფერი.

  9. დილის გარდა ყველაფერი ბლოგერის ჯობია

  10. “ქართველი ბლოგერი: სვამს ანტიდეპრესანტებს, რომლებიც არ შველის. წერს facebook-ზე რამე ემო-სტატუსს. წერს პოსტს თავისი კიდევ ერთი დეპრესიის შესახებ, ახორციელებს ცვლილებებს ცხოვრებაში, ანუ ცვლის wordpress-ზე თემას, ნერვებისმომშლელ, friend-ებს აჰაიდებს და closed friend-ებად იმატებს ახალ კარგ ტიპებს.”

    ზუსდატ ასეა, უბრალოდ ფრენდებს დაჰაიდების ნაცვლად ვშლი 😀

  11. თქვენადა ლაივი როგორი აქვთ ქართველ ბლოგერებს? გამოირჩევიან რამით არაბლოგერებისგან ? დდდდდდდდ

    • ლაივი აქვთ ასეთი,- სხედან ბლოგერებთან ერთად (ძირითადად), ალაგ-ალაგ ამობობენ რაღაცებს, პარალელურად შესულები არიან ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან facebook-ზე და წერენ იმ ადამიანებს facebook (სტატუსზე კომენტარების სახით მაგალითად) სიევ იმ ადამიანებს ვის გვერდითაც იმ წუთას რეალურად სხედან. არაერთხელ მინახავს ეს სიტუაცია :დ

      • რა მძიმედ დამიხატე დდდ ლაივში არცერთი მინდახავს და ბევრის გაცნობა მინდა, რომ ჩამოვალ. დავიჯერო ჩემს გვერდით იქნებიან და ისევ ნეტში მომწერენ? დდდდდდდდდდდდდდ

      • მე და ანას სიტუაცია : და ფბ-ზე ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს როცა ელვისში გვერდი-გვერდ ვსხედვართ :დ

      • ჰო, ვიცი, სწორედ თქვენ გეხებოდათ ეგ :>

  12. ქართველი ბლოგერი სტუმრადაა – ეგრევე კედლებზე იწყებს რაღაცეების ჯღაბნას.

  13. ქართველ ბლოგერებს ლაივი არ აქვთ მგონი (?) :დ მშვენიერი პოსტია, დარწმუნებული ვარ 90%-ით მაინც გამართლებული :დ კიდევ კარგი ბლოგერი არ ვარ :დ
    P.S. სააბაზანოში შევდივარ :დ

  14. რა და რაღაც საშუალო არაბლოგერსა და ჩინურ ბლოგერს შორის :დ პატენტი ვარ მე ჯერ :დ ფეისბუქი ბლოგერების რესტორანი, “ბაითი”, კაფე, საძინებელი, კინოთეატრის უკანა რიგები და ჩაის/ყავის ჭიქაა მოკლედ რა

  15. მაგარია. რაღაცები არ დაემთხვა, მაგრამ საერთო ნამდვილად დავინახე 🙂

  16. რაღაც სხვანაირი ბლოგერი და ფეისბუქის მომხმარებელი ვარ,როგორც ჩანს 🙂
    რავა ყველა ერთ დიდ ქვაბში მოგვხარშე? 🙂

    • ძიროთად ნაწილზე ვთქვი, თორემ, რა თქმა უნდა, ქართული ბლოგოსფეროც, ისევე როგორც ნებისმიერი სოციუმი არაერთგავროავანია.

  17. რა სასტავი ხართ თქვენ ვაფშე ;დ

    • ისა და… ლაივი აქვთ ასეთი,- სხედან ბლოგერებთან ერთად (ძირითადად), ალაგ-ალაგ ამობობენ რაღაცებს, პარალელურად შესულები არიან ტელეფონიდან ან ლეპტოპიდან facebook-ზე და წერენ იმ ადამიანებს facebook (სტატუსზე კომენტარების სახით მაგალითად) სიევ იმ ადამიანებს ვის გვერდითაც იმ წუთას რეალურად სხედან. – ეს ვინმეს ხომ არ გაგონებს შენ :დ

  18. ეე საიდან იცი რომ ანტიდეპრესანტებს ვსვამ? :\ ბლოგერობამ იცის? :დ

  19. ეე მშველის მართლა..აი ორი დღეა ვცდილობ დავამტკიცო რომ არ ვზივარ მაგათზე და არ ვსვამ და ისევ დამეწყო შუბლზე ცოცვები..:დ

  20. ანტიდეპრესანტები? :O:o

  21. ამ შემთხვევაში “ბლოგერები” შეიძლება ჩვეულებრივ “ფეისბუქის აქტიურ მომხმარებლად” ჩაითვალონ, ამას მარტო ბლოგერები არ აკეთებენ :დ

    • ჰო, მაგრამ ფბ-ს ყველაზე აქტიურო მომხმარებლები, როგორც წესი, მაინც ბლოგერები არიან ხოლმე. ნუუ, ყოველშემთხვავაში საქართველოში

      • არაფერიც :)) მე სანამ ბლოგს გავაკეთებდი 24დან 25 საათი ფბზე ვიყავი და რაც ბლოგი გავაკეთე 24დან 6-7 საათიღა შემორჩა… არა მგონია ბლოგერობა და ფბს მომხმარებლობა ძალიან იყოს კავშირში

  22. საინტერესო იყო, განსაკუთრებით ბოლო 🙂

  23. მე არც ერთ აღწერილობას ვერ მოვერგე
    მართლაც სამუზეუმე ექსპონანტი ვარ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s