სამარხვო ბლოგი

№3 და ბოლო პოსტი სათაურით – “შენ”

21 Comments

ვისაც წინა 2 პოსტი არ წაგიკითცავთ, გამცნობთ, რომ პოსტები ეძვნება 3 გოგოს, რომელბმაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ჩემს ცხორებაში.

შენ პირველივე დანახვისთანავე მომეწონე. თურმე, შენც. ჩვენ ქალაქგარეთ ვართ ოცამდე ადამიანთან ერთად. აქ კნუტის გარდა არავის ვიცნობ, შესაბამისად მთელს დღეს მის გვერდით ვატარებ, თუმცა შენ თვალს არ გაცილებ. შენ ის ხარ ვინც სულ მალე ჩემს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს, მაგრამ ეს ჯერ მე არ ვიცი. დაღამდა და შინ ვბრუნდებით, მე მეცნიერების მომავალზე ვკამათობ. შენ მიღიმი. შენზე ჭკვიანი ტიპის შთაბეჭდილებას ვახდენ და ამ იმიჯს ვინარჩუნებ დიდი ხნის მანძილზე.

ერთი-ორი დღის შემდეგ რაღაც ბლოგერულ ტეგ-თამაშში მთაგავ. თან აღნიშნავ, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. ეს ძალიან მთრგუნავს. მე ხომ ყველაზე კარგად ვიცი ჩემი გონებრივი შესაძლებლობების ამბავი და მეშინია იმედები არ გაგიცრუვო. მე ხომ შენ უკვე მიყვარხარ.

მე შენს გამო ვიწყებ ყოველი დღის შენს მეგობრებთან ერთად გატარებას. ათამდე ადამიანი ერთად ვსვამთ ლუდს, ვთამაშობთ, ვიცინით… მერე ვიშლებით, მე შენ ყოველდღე გაცილებ სახლამდე. როცა მარტონი ვრჩებით ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. დებილი ბავშვით ვარ შეყვარებული. არა, ეს უფრო ფანატიზმია. მე შენს მიმართ უფრო დიდ მოკრძალებას ვგრძნობ, ვიდრე რომის პაპი ქრისტეს მიმართ. ასე გრძელდება რამდენიმე თვის მანძილზე.

ჩვენ გვაქვს ერთნაირი ლიტერატურული, მუსიკალური და კინოგემოვნება, თითქმის ერთნაირი შეხედულებები ყველაფერზე. მე და შენ ერთ ჩვენს მეგობართან ერთად ვსვამთ ლუდს, იმ გოგოს მოვწონვარსავით, მეც არ ვარ წინააღმდეგი. მერე ვიწყებთ უკვე ათასჯერ გადაღეჭილ თამაშს, რომელსაც ” მე არასდროს ქვია”. ამ გზით ვიგებ რომ შენც მოგწონვარ. მე შოკში ვარ. დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. უკვე ღამის პირველი საათია, ვსეირნობთ ღამის თბილისში. აგვისტოა, თბილა. შემდეგ, ტრადციულად სახლში გაცილებ და ფრთაშესხმული ფეხით მივდივარ სახლში- ვაზისუბანში. თუმცა საერთოდ არ ვიღლები.

სულ მალე ეს ყველაფერი მთავრდება. მე შენს გამო რამდენიმეთვიანი დეპრესია დამეწყება. ჩავიციკლები შენზე და რამდენჯერაც შენს სახელს გავიგონებ სიმძიმეს ვიგრძნობ გულზე. მერე წარსულში დაგტოვებ და მეყოლება ერთი წლის განმავლობაში ერთი-ორი ათეული გოგო, რომელბსაც შენი სახელი ერქმევათ, ამის გარდა მათაც შეყვარებულებს დავარქმევ. შენ ღმერთობიდან გადაგაყენებ და ჩემს მეხსიერებას ყოფილი ღმერთის სტატუსით შემორჩები.

Advertisements

21 thoughts on “№3 და ბოლო პოსტი სათაურით – “შენ”

  1. შენ ღმერთობიდან გადაგაყენებ და ჩემს მეხსიერებას ყოფილი ღმერთის სტატუსით შემორჩები……………………………………………
    ვააახ… 😦

  2. Deicide
    ახლა წავიკითხე სამივე პოსტი და მომეწონა 🙂

  3. ეს ბოლო სიტყვები რაღაც ძაან დამრჩა… ეტყობა, ნაცნობი სიტუაციაა 🙂 P.S. არ იყო მთლიანობაში ცუდი, რამდენიმე სტილისტურ ხარვეზს თუ არ ჩავთვლით 🙂

  4. „შენ ღმერთობიდან გადაგაყენებ და ჩემს მეხსიერებას ყოფილი ღმერთის სტატუსით შემორჩები“ – ასეთი ყოფილი ღმერთები მგონი ყველას ყავს და ყოფილი ღმერთები საზოგადოება ხომ არ ჩამოგვეყალიბებინა?
    და კიდევ ერთი სამიდან ორ პოსტში ნახსენები კნუტი ვინ არის? 🙂 უბრალოდ დამაინტერესა 🙂

  5. samive posti wavikitxe da samive dzalian momewona ❤ knutii dzalian sayvareliaaa ❤
    bolo posti ki dzalian ragacnairi iyo, dzalian dzalian da dzalian momewona ❤

  6. ისე, კარგი იდეაა ამდაგვარი პოსტების დაწერა. 3-მდე რომ ავალ, დავწერ ;დდდ

  7. სამივე გოგოზე წავიკითხე. არც ერთი, არც მეორე, არც მესამე… არამედ სამივე! ალბათ სამივე რომ არა, შენ არ იქნებოდი შენ!

  8. ვერაფრით მჯერა რომ მსგავსად კიდევ აღიქვამენ ..

  9. წინა 2 პოსტი სად ვნახო ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s