სამარხვო ბლოგი

შენ

12 Comments

შენ ძალიან ადრე გაგიცანი, იქამდე სანამ რომელიმე ბლოგერს გავიცნობდით მე და შენ, იქამდე სანამ ჩვენ გავბლოგერდებოდით. ჩვენ ფაქტობროვად არაფერი გვქონდა საერთო, იმის გარდა რომ ორივეს გვიყვარდა ნაყინი და ჯონ ლენონი. ნაყინზე დაგპატიჟე, ჯონ ლენონზე ვილაპარაკეთ, ასევე შენ შენი გაბღენძილი შეყვარებულის შესახებაც მიყვებოდი. მე არ მახსოვს მაშინ ვისზე ვიყავი შეყვარებული, მგონი ა-ოზე, ან შეიძლება არც მაგას არ ვიცნობდი მაშინ. მე მაშინ თეთრი პერანგი მეცვა, ყვითელ-ყავისფერი “ბეზრუკავკით” და ფეხზე კლასიკური შავი ფეხსაცმელი მეცვა. შენ თეთრი ბალეტკები, სწავლობდი ჩემი სახლიდან არც ისე შორს, ამიტომ ხშირად ამომივლიდი ხოლმე.

მე ვბრაზდებოდი შენს ყოფილ შეყვარებულზე, მერე ყოველ შემდეგ ყოფილზე. ჩვენ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით, შენ ისიც იცი, რომ რამდენიმე ხნის წინ ჩემი ჯერ კიდევ არ დაბადებული შვილი სასიკვდილოდ გავწირე. ისიც იცი, რომ ვერ ვიტან როცა, ვინმე მორიგი იდიოტი გაბამს.

არასდროს გგონებია, რომ ყველაზე ჭკვიანი ვარ, ყოველთვის იცოდი, რომ მოწოდებით ლუზერი ვიყავი. ნერვები გეშლება როცა მორიგ სისულელეს ჩავდივარ. შენ ისიც იცი, რომ იდიოტად გახდომა არაფერში მჭირდება.

ყოველთვის ეჭვიანობ, როცა ვინმე ახალი მეგობარი მყავს, განსაკუთრებით თუ ეს ახალი მეგობარი მდედრობითი სქესისაა. თუმცა, ეჭვიანობას ყოველთვის ოსტატურად ნიღბავ, ერთს “დაპრუწკული” ტუჩები აქვს და მაგიტომ არ მოგწონს, მეორე – “სლეა”, მესამე თვალთმაქცია, მეოთხე უბრალოდ მე არ შემეფერება, თუმცა შენ არც ჩემზე გქონია როდესმე გადაჭარბებული წარმოდგენა. მეხუთეც არ მოგწონს, თუმცა იმიზეზებ, რომ საქმე მასში კი არ არის, იმაზე ბრაზდები რომ როცა გჭირდებოდ ძიძობა არ გაგიწიე. :დ

დადგება ის დრო, როცა შენი მშობლები დარწმუნდებიან, რომ ერთმანეთი არ მოგვწონს. ის დროც, როცა ჩემს შვილს აღარ მოვკლავ. ჩემთან დარჩენის შემთხვევაში, დეიდაჩემი აღარ გამოგიტანს იმ ცისფერ პენუარს, რომელსაც სარძლოსთვის ინახავდა :დ. მე ალბათ, მაგ დროისთვის უკვე მოკლე თმა მექნება და მანდარინის გამყიდველი აღარ მომმართავს,- “გოგონის” დაძახებით. შენ კი გეყოლება ქმარი, რომელიც, კაკ მინიმუმ, საწყის ეტაპზე მაინც არ დამევასება. თუმცა, შენ ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები და მე შენ ძალიან მიყვარხარ.

Advertisements

12 thoughts on “შენ

  1. სევდიანი და გულშიჩამწვდომიაა…ყველას არ შეუძლია იყოს ნამდვილი მეგობარი.

  2. ნოსტალგიური, სევდიანი, შემოდგომას რომ გავს ისეთი პოსტია

  3. პოსტი, რომელიც ზუსტად დღეს და ზუსტად ამ ამინდში უნდა წამეკითხა…

  4. მანდარინის გამყიდველი აღარ მომმართავს,- “გოგონის” დაძახებით.

    გული დამეწვა :დ :დ

  5. როცა ქუჩაში დიდთოვლობისას,
    აღარ გესვრიან ბიჭები გუნდას,
    შენ დრო და ჟამი ყვავილობისა,
    უკვე წარსულად ჩათვალო უნდა.

    მერცხლის მოფრენის დრო და საათი,
    როცა სულ ერთი გახდება შენთვის,
    თუ თვალხმიერად არავის ეტრფი,
    გაგხუნებია სიზმრები თეთრი…

    ხიდან ჩამოშლას ჩიტის ბუდისას,
    ვეღარ მიიტან როდესაც გულთან,
    შენ სიმღერები სიჭაბუკისა,
    უკვე წარსულად ჩათვალო უნდა!…

  6. vnaxe madlobt. . . . . . . . sxvanairad velodi , shecvlilxar. ganangrdze kide wina da shemdegi periodebic. me yoveltvis shevamowmebs da davelodebi.mainteresebs, ra gaxsovs, ra gakvs exla. rodog miiwev win.

    ))

  7. მშურს)
    მეც მინდა ასეთი მეგობარი ^ ^

  8. მე რატომ არ მიწერენ მსგავს პოსტებს?
    მეც მინდა :Ss
    შევშურიანდი

  9. სამივე “შენ” ძალიან საყვარლობა პოსტი იყო ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s