სამარხვო ბლოგი

№2 პოსტი სათაურით,- “შენ”

3 Comments

შენ ა-ო გქვია და ერთმანეთი ნეტში გავიცანით. შენ 20 წლის ხარ, მე შენზე ერთი წლით დიდი. იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს. ყოველ ღამე ნეტში გელოდები. აი, ღამის პირველი საათია და შენც გაონლაინდი. სკაიპში მირეკავ და დილამდე ათას სისულელეზე ვლაპარაკობთ. მერე შენ ჩაგეძინა, ვიდეოთვალი ისევ ჩართულია, მე შენს ცისფერ ლიფს ვხედავ, რომელიც საოცრად აღმაგზნებს. მეორე დღესაც იგივე მეორდე, მესამე დღესაც…

ჩვენ გვაქვს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კინოგემოვნება. კითხვა საერთოდაც არ გიყვარს. მგონი, ჩემი სისულეების გარდა მეტი არც არაფერი გაქვს წაკითხული. გვაქვს ერთობ განსხვავებული სოც-პოლიტ შეხედულებები. მე ლიბერალურ ფასეულობებზე ლაპარაკით გიჭედავ ყურებს. შენ თითქმის არაფერში მეთანხმები. ერთადერთი ქალიშვილობის ინსტიტუტი არ მოგწონს, ისიც იმიტომ რომ ასე გაწყობს. :დ ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ, ბევრს ვიცინით, დილით ორივე ვიძინებთ…

დღეს შენ უნდა გნახო, თან ჩემი მეგობრის – კნუტის გაცნობა გინდა. გეპეისთან რომელიღაც ბარში ვსხდებით. სამივე ყავას ვსვამთ. ცოტას ვლაპარაკობთ. მერე მე შენ გაცილებ სამსახურში. ორი დღის შემდეგ ჩემთან გამოდიხარ. უკვე დიდი ხანია ერთად ვართ, მაგრამ დღეს პირველად გკოცნი. მერე შენ სამსახურში მიდიხარ.

ახლა ღამის სამი საათია, შენ რადიოწამყვანი ხარ და ტრადიციულად რამდენჯერმე გაუშვი ეთერში ბრეგოვიჩი ჩემს გასახარებლად. მერე ერთ-ერთი ქართული ჯგუფის სიმღერას მიძღვნი. არც ეს ჯგუფი და არც ეს სიმღერა საშინლად არ მიყვარს, მაგრამ სიმღერის სახელწოდება გარკვეული მესიჯია, რომ “აღარ გიყვარვარ, არა და გიყვარვარ”.

ჩვენ განუსაზღვრელი მიზეზების გამო ხშირად ვშორდებით. ხუთიდან ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ყოველთვის ჩნდები ჩემს ცხოვრებაში ხელახლა. ასე ღამის ოთხ საათზე გაგახსენდები და მომწერ. მე უკვე რამდენიმე თვეა შენზე არაფერი ვიცი, თუმცა ის დანამდვილებით ვიცი, რომ შენ ყოველთვის ჩემი პირველი სიყვარული იქნები.

Advertisements

3 thoughts on “№2 პოსტი სათაურით,- “შენ”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s