სამარხვო ბლოგი

Why not Russian

16 Comments

ალბათ, უკვე იცით რომ ტელევიზორს მაინცდამაინც არ ვწყალობ, მაგრამ გუშინ მაინც მომიწია რამდენიმე წუთით ამ ყუთის წინ მოხვედრა და ქართული ტელეეთერისთვის თვალის შევლება. 10-15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მომესმინა ისეთი ფრაზები/აზრები, რომლებსაც ბუნებრივად ვერაფრით მივიღებ და ჩემ პროტესტს ამ მოწყობილობისა და მასში მოქცეული ტიპების მიმართ უფრო გააძლიერებს.

აი, ერთ-ერთ მათგანი,- “ის რუსული ენის მასწავლებელია! დიახ, მე ხაზგასმით ვამბობ ამას და ის ჩვენთან არის, რადგან ქართველი ერი ტოლერანტულია ყველა ენის მიმართ”. ეს “ენის მიმართ ტოლერანტობა”, რომ ცოტა ბუნდოვანი ცნებაა და ვერაფრით გავიგებ როგორ უნდა იყო ამა თუ იმ ენის მიმართ ტოლერანტული ან პირიქით, მაგრა დროებით დავეხსნათ ამას. მაინც რას ნიშნავს, როცა ამას ვინმე “ხაზგასმით აცხადებს”? რატომ სჭირდება ამას გაოცება და ხაზგასმა? ამასთანავე, თურმე ტოლერანტულებიც ყოფილან, თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და ასე რომ არ ყოფილიყო, რუსულის ყველა მასწავლებელს, ალბათ, იმათაც, ვინც საშუალო დონეზე მაინც ფლობს ამ ენას ან უყვარს მაინც ერთად შეკრიბავდნენ და სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლებდნენ. ეს ბოლო, რა თქმა უნდა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, თორემ, ამ ტოლერანტ ერს ეგ როგორ მოუვა :>

საყოველთაო რუსოფობია რომ არის გამეფებული ჩვენს ტოლერანტ ერში, ამას დიდი მტკიცება აღარ სჭირდება, მაგრამ ამ ერიდან, ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ იმ საშინელი საბჭოთა კავშირის დროს, თანაც მეორე მსოფლიო ომის დროს, რადიოთი ბახი, ბეთჰოვენი, შუბერტი და მოცარტი ჟღერდა, ითარგმნებოდა გოეთე და შილერი და ბევრი მითხველიც ჰყავდა, იმის პარალელურად, რომ გოეთეს და შილერის სამშობლოს ებრძოდა მათი სახელმწიფო.

აი, მე მაგალითად, ამ “საძაგელმა კოლაბორაციონისტმა” ძალიანაც კარგად ვიცი რუსული ენა, რუსული მხატვრული ლიტერატურაც მიყვარს და ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ ეს ცუდი, მტრის ენაა. ეგ კი არა და, ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ (მშობლიურის გარდა) რატომ უნდა მიყვარდეს ამ ენაზე მეტად რომელიმე სხვა, თუნდაც ეს ენა დღესდღეობით ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო ენა იყოს, and so what? ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ რომელიმე სხვა ენა (მათ შორის იმ სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო ენაც) უფრო ლამაზია ჟღერადობით, უფრო განვითარებულია, უფრო მდიდარი ლექსიკა აქვს, ან  მხატვრული ლიტერატურის უფრო ღირებული ნიმუშებია შექმნილი.

Advertisements

16 thoughts on “Why not Russian

  1. respect !!! გეთანხმები ყველაფერში, დედაჩემია რუსულის მასწავლებელი და მაგისგან ვიცი რაც ვიცი და არ მესმის რატომ უნდა მძულდეს ეს ენა და ერი 🙂

  2. მე არ მიყვარს რუსული ენა, მაგრამ ქართველები რუსებზე რომ ირეოდნენ (და პირიქით) მაშინაც არ მიყვარდა 😀

  3. როგორ არა რუსის ნაშობა ხო ევასებოდათ ^ ^

  4. ვინ თქვა ეს ფრაზა? :))))

    ენის სიძულვილი ვიღაცის გატარებულ პოლიტიკასთან რა შუაშია გამაგებინა ერთი და მერე მომკლა :დდ

    • ჰეჰ, შენ შეურიგდი ჩემ ბლოგს? :დ ნინა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ თქვა, ერთი რომელიმე კონკრტული მაგალითი მაინც არ ცვლის ზოგად სახეს, თანაც მაინც არ ყოფილა ჩემი მიზანი რომელიმე ტელეწამყვანის დისკრედიტაცია. მე იმ ზოგად ფონზე ვწერ, რაც არის, ისე კი, “ეტალონის” წამყვანმა თქვა.

  5. მე კიდე მგონია რომ საქართველოში არცერთი ნორმალური ადამიანი არ არის წინააღმდეგი არც რუსული ენის და არც რუსული ლიტერატურის. უბრალოდ მთავრობამ და ტელევიზიამ საკუთარი რესურსებით ძალიან ადვილად მოახერხა ხალხისთვის იმის დაჯერება, რომ ქართველები რუსებს ვერ იტანენ და პირიქით.ამის გამო ჩემს მეგობარს ველაპარაკე, რომელიც ქართველია, მაგრამ დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს, ხოდა პირდაპირ ის მითხრა რა სისულელეა, გადასარევი ურთიერთობა მაქვს ყველასთანო..:) მოკლედ ბინძური პალიტიკის ამბავია :დ

  6. პირველ ნაწილში გეთანხმებით, მაგრამ ბოლო აბზაცში რადიკალურად არა! არსებობს ერთი მიზეზი, რატომ უნდა იდგეს რუსული სხვა ენაზე წინ? (ქართულის მერე რა თქმა უნდა). ან რატომ არის რუსული ლიტერატურა სხვაზე ამდენით მეტი. რატომ არის რუსული ენა ყველაზე ლამაზი? თან ამ დასკვნების დროსაც ობიექტურები ვერ ვიქნებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსული ჩვენდა უნებურად ვიცით, აი სხვა ენები კი არა! ისევ ლიტერატურას დავუბრუნდები: რატომ არის თუნდაც მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობა რუსულ კლასიკაზე ნაკლები? მნიშვნელობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება, და არც კონკრეტული სახელებით. ფიცჯერალდით დაწყებული კენ კიზით დამთავრებული. ცუდი ის არის, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი მხარე ვიცით, და მაგიტომ გვგონია ის საუკეთესო. კონკრეტულად თქვენ არ გგულისხმობთ, ზოგადად ვგულისხმობ ქართულ სტერეოტიპს რუსული კულტურის შესახებ. : ) ჩეხოვი თუ ჩეხოვია, ედგარ ალან პოც ედგარ ალან პოა.

    • არა, გიორგი, არ ვამბობ რომ ყველა ადამიანისთვის ასე უნდა იყოს. მე ამას ირაციონალურ დონეზე ვამბობ. მე გავიზარდე ამ კულტურულ გარემოში, ამ ენობრივ სივრცეში და ეს ენა შემიყვარდა და ეს კულტურა. ეს ძალიან სენსიტიურია. ვერც ერთი შემდგომში გაცნობილი კულტურა ვერ მეყვარება ისე, როგორც რაც ბავშვობიდან მაქვს შესისხლორცებული. მე არ ვამტკიცებ, რომ რუსებს უკეთესი ლიტერატურა აქვთ, ვიდრე ვთქვთ, ფრანგებს, მაგრამ, როცა მინდა ვუთხრა ვინმეს,- солнышка, ვერ ვეტყვი,- honey-ის, იმიტომ რომ როცა ამ უკანასკნელს ვამბობ სრულებით ვერაფერს ვერ ვგრძნობ.

      • რომ არ დაგიმალოთ, ეგ ალბათ მაინც უფრო სამწუხაროა ვიდრე სასიამოვნო. მეც მასეთ გარემოში გავიზარდე, ჩემი მშობლების და მათი მშობლების გამოისობით რუსულ ენასთან ხშირი ურთიერთობა მქონდა. კითხვაც პუშკინით დავიწყე, მაგრამ დღეს იგივეს აღარ ვგრძნობ რასაც თქვენ : )

        პ.ს. არც солнышкo და არც honey. რამე ქართულიც გვექნება შესაფერისი. :))

  7. რუსული ენა სხვათაშორის ლამაზი ენაა… მე გერმანულიც მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მომენტებში საშინლად მჭრის ყურს… ინგლისური ხომ საერთოდ… შენ შექსპირის ინგლისური უნდა წაიკითხო, რა მჟღერია.,. ან ინგლისელი რომანტიკოსების ლექსები…. ^^

    მტრის ენა იქით იყოს და … მთავარია ზომიერება.. ყველა ენა შეიძლება მოგეჩვენოს ლამაზად, მაგრამ ქართული ქართველისთვის უპირველესი უნდა იყოს.. აბა რა ჯანდაბის ქართველი ხარ. მარტო ცარიელი სახელი “ქართველი” ხომ არ ერქმევა კაცს? თუ არც ენა უყვარს თავისი, არც ხალხი, არც კულტურა და არც ისტორია… ნუ ეს ისე ვთქვი, კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, მსჯელობას მოჰყვა

  8. გეთანხმები! ძალიან რეალური და კარგი შეფასებაა… მართლაც ზომიერება არის დაკარგული ამ საკითხზე!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s