სამარხვო ბლოგი

პირდაპირი ეთერი…

დატოვე კომენტარი

სათაურმა რომ არ მოგატყუოთ, პირდაპირ გეტყვით, თქვენ არც რადიოს უსმენთ, არც ტელევიზორს უყურებთ, მხოლოდ და მხოლოდ კითხულობთ ჩემს პოსტს.. streaming რეჟიმში.

მე სტუმარი ვარ მწვანე ვაშლის, რომელიც ვზივარ და ვფიქრობ თუ რაზე დავწერო ხსენებული პოსტი. წუხანდელის გამოუძინარმა სამსახურში ფიქრის მაგიერ ბეჭდვას დავუთმე დღის საათები. რაიმე კონკრეტულის მოფიქრება არ გამომივიდა. ამიტომ განგებას მივაწერ პოსტის შექმნას. მივაწერ რა, გადავაბარებ… აჰ, მოიცა, თქვენ ისე ჩაიცინეთ და იმგვარად მიყურებთ, აშკარად არ გჯერათ განგების, ხომ? მართალი ვარ? მერედა რატომ? იქნებ თქვენ გგონიათ განგებისადმი რწმენა შავი კატის გზაზე გადარბენისას შეშფოთებული სახის მიღებას და გვერდით გადაფურთხებას ჰგავს? ნწუ… მე მაგალითად არაერთხელ გადამხდენია საოცარი ამბები, რომელთა ახსნა მარტოოდენ პრაგმატული, გამომშრალი კანონებით ვერ ხერხდებოდა… ხოდა, რას ვამბობდი. სანამ ვწერდი, ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინეს, დღეს, დარწმუნებული ვარ, მარტო ჩემს ოჯახში არ გაიმართება პოლიტიკური საუბრები, ძირითადი თემით – ბიძინა ივანიშვილის ისტორიული პრესკონფერენცია. ისტორიულს ვუწოდებ, თუმცა რამდენადაც მომეხსენება ჩვენს ხალხს საკმაოდ მოკლე მეხსიერება აქვს (ამაში კი ნამდვილად ყველა ქართველი ერთმანეთს ვგავართ). პარადოქსების ქვეყანა ვართ. აქ ნამდვილად არ ვაპირებ და არც დავაპირებ ქართველების საჯარორენტგენოგრაფიას“. თქვენ ბევჯერ მოგხვედრიათ ჩემგან და კიდევ ბევჯერ მოგხვდებათ. არა უშავს, გული დაიმშვიდეთ იმით, რომ მეც მომხვდება ბევრი… რას ვიზამთ, ცხოვრება თავისი არსით ერთურთზე ზეწოლა, ტყეპვა, ცემა, გლეჯა, ტირილი, ვაი–ვიში, მოთქმა, სიცილ–ხარხარი და ა.შ. არის…

***

ხშირად მიფიქრია, რატომ არ ვცხოვრობთ კინოს სამყაროში.. არა, სერიალებში არ შეგეშალოთ, ეს სხვადასხვა რამეა. ვხვდები, რომ რამე დრამატული, მძაფრი, ადრენალინური გვაკლია რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ მივეჯაჭვეთ ამაღელვებელ ფილმებს, წიგნებს, გიჟურ ოცნებებს, ვირტუალურ სამყაროს, ჩვენ ხომ გვაკლია… გვაკლია და რადგან ყველაფერთან ერთად მშიშრები ვართ, ამიტომ ვწუწუნებთ უაზროდ, გვძინავს უაზროდ, დავდივართ უაზროდ, ვუყურებთ უაზროდ, ვიცინით უაზროთ, მეორე წუთში კი შეიძლება რაღაცამ გაგვკრას კლანჭი გულზე და შეგვახსენოს, რომ: ჰეი, მეგობარო, ეს ხომ უაზრობაა… შენი ცხოვრება უაზრო თამაშს ემსგავსება. დროა იმოქმედო…

ვისთვის როგორ, მეტყვით თქვენ. მე კი გიპასუხებთ, მართალი ხართ. ეს ყველაფერი ჩემი ნტიმური, შფოთვარე, ომოსაპიენსური ოოო… ზრია, რა…  თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ თეთრი, უწყინარი შურით მშურს მამაცი, ძლიერი ნებისყოფის, გონიერი ხალხის.. მსმენია ასეთებზე. ცოცხალ მოწმეთა გადმოცემით…

***

ეს დღეებია შევამჩნიე, რომ ფიქრებიც, ეს ცოცხალი მოფუთფუთე ჭიები ჩემს თავში, მაკლია…

დატკბით მუსიკით, რომელიც ზემოთ დავდევი…

როცა მას ვუსმენ, ვხვდები რომ ცოცხალი ვარ… მამყოფეთ ცოტა ხანი ცოცხლებში…

რადგან, ისევ სათავეს რომ მივუბრუნდეთ, მოდით დავასკვნათ, რომ სულთან პირდაპირი ეთერი არ გამოგადგებათ…

პ.ს. ეს ილუზია არ არის, რამეთუ მე ვაცნობიერებ, ესე იგი რეალში ვცხოვრობ :დ

Advertisements

ავტორი: kevana

Life should be like a library and people - like the books.. go and read them.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s