სამარხვო ბლოგი

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარადოქსი საქართველოში

11 Comments

მე ნათია ვარ, ეს ჩემი პირველი გესტ-პოსტია და გადავწყვიტე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამეწერა.

ზოგი ფლობს, ზოგი კი არა გარკვეულ ინფორმაციას მსოფლიოს განვითარებულ, განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მაგრამ, ვფიქრობ რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მთავარია, რა ხდება აქ.

არ აქვს მნიშვნელობა რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც ცუდია, ცუდია და მორჩა და შესადარებლად არ უნდა მოგვყავდეს სხვა ქვეყნების მაგალითი. ასეთი ქმედებით ისეთი შთაბეჭდილება მექმნება ხოლმე, თითქოს თუ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მარაზმი გახდა ნორმა, ჩვენთანაც ასე უნდა იყოს.  არც ასეთ ფრაზებს გამოვიყენებ: ეს მხოლოდ საქართველოში თუ მოხდება, ან:  ეს ხომ საქართველოა? მსგავსი ფრაზები ნიჰილიზმს შეიცავს, რაც მარაზმის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილს კლავს.

ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს ვატარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აქ, ძირითადად, ყურადღება მინდა გავამახვილო სტუდენტებზე, განსაკუთრებით მათზე, რომლებიც თბილისის ცენტრალური უბნებიდან შორს ვცხოვრობთ და ხანდახან რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გვიწევს, უნივერსიტეტამდე რომ მოვაღწიოთ. ძალიან კარგია შეღავათიანი ტარიფით, 20 თეთრით, სარგებლობა, მაგრამ ერთი სტუდენტი მაინც მაჩვენეთ, რომელიც დღეში მხოლოდ 40 თეთრს ხარჯავს? პირადად მე, მინიმუმ 80 თეთრი მჭირდება, რომ სახლიდან წავიდე უნივერსიტეტში და შემდეგ უკან დავბრუნდე. გაცილებით მეტი ეხარჯებათ იმათ, რომლებიც ე.წ. მარშუტკებით მოძრაობენ, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ამ ტრანსპორტით მგზავრობის ფასი  40-დან 80 თეთრამდეა და გარეუბნებიდან ვაკისკენ მომავალი ყველა მარშუტკის ფასი 80 თეთრია. დავიანგარიშოთ: თუ ვმგზავრობთ ავტობუსით, ვიხდით 80 თეთრს, თუ მარშუტკით – 1 ლარსა და 40 თეთრს და ეს მხოლოდ მინიმუმია. თუ ამდენ ფულს ვიხდით, პირობები მაინც ხომ უნდა იყოს თანხის შესაბამისი?

მაგრამ:

საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეუძლებელია ფეხზე იდგე ადამიანურად, რადგან იქ, შენ გარდა, ადამიანურად დგომის სურვილით შეპყრობილი კიდევ უამრავი ადამიანია, ამდენი ადამიანური სურვილები, სამწუხაროდ ერთ ავტობუსსა თუ მარშუტკაში ვერ ეტევა და ერთმანეთში ირევა, ფეხზე დადგმული ფეხისა, ცხვირთან მიტანილი იღლიისა და უხერხულ ადგილებში უხერხული ხახუნის სახით 🙂 აბა, ვინ არ მდგარხართ ავტობუსში ცალ ფეხზე? ან ვინ არ გასცდენიხართ გაჩერებას იმის გამო, რომ წინ მდგომ ხალხში გასვლა ვერ შეძელით, ან ვის არ გაგჭირვებიათ სუნთქვა იმიტომ, რომ ათობით ადამიანი თქვენს გაჭყლეტვას ცდილობდა? თუ ვინმე ხართ ასეთი, მაშინ გილოცავთ! 🙂

კიდევ ერთი პრობლემა სუნია, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ოფლმდინარი და დაუბანელი საზოგადოება, რომელიც ვერ ხვდება, რომ ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელი, ამოდის ტრანსპორტში და ესოდენ სასიამოვნო სურნელს აფრქვევს. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთ დროს, შეუძლებელია ფანჯრის გაღება, რადგან მათი საკეტები მომტვრეული, ხოლო შუშაში დარჩენილი ხვრელით, შეუძლებელია მისი გაღება. მარშუტკაში კი ზამთარში, ან უბრალოდ ცივ ამინდში, უჰაერობაა, ასეთ დროს იქ ფანჯარას ოდნავაც კი ვერ გააღებ, რადგან აუცილებლად გამოჩნდება ერთი-ორი სწერვა, რომელიც კატეგორიულად მოგთხოვს ფანჯრის დახურვას.

საერთოდ არ მესმის მარშუტკაში ფეხზე დაყენება 10-15 ადამიანისა. რა თქმა უნდა, მოგება მეტია, როდესაც ტრანსპორტში ბევრი ხალხია, მაგრამ, თუ არ ვცდები, ეს კანონით ისჯება და მძღოლი, რომლის მგზავრებიც დგანან ფეხზე, ჯარიმდება. ყოველ შემთხვევაში, მახსოვს პერიოდი, როდესაც მძღოლი ფეხზე არავის აყენებდა ჯარიმის შიშით, სამწუხაროდ, ეს პერიოდი საკმაოდ ცოტა ხანს გაგრძელდა.

კიდევ ერთი პრობლემა ეს არის მუსიკა, რომელსაც ვისმენთ მარშუტკაში,  ე.წ. ქალაქურები და სუფრულები. რა თქმა უნდა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას უსმენს, თუ ვინმეს მოსწონს მსგავსი ჟანრის მუსიკა, უსმინოს, მაგრამ სხვებს ნუ მოახვევს თავზე. სამწუხარო ის არის, რომ მარშუტკაში ამოსულთა უმრავლესობა კმაყოფილია მსგავსი მუსიკით, მძღოლი კი უმცირესობათა მოსაზრებებს არ ითვალისწინებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დგას სისუფთავის პრობლემაც. არ ვიცი, ალბათ, ვიღაცები ალაგებენ და წმენდენ ავტობუსს, თუმცა, ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ცოცხის 2-ჯერ გამოსმით შემოიფარგლებიან, რადგან ავტობუსის მინები, ძირითადად, ჭუჭყიანია.

საშინელებაა გაფუჭებული სკამები და გაურკვევეი სახის წარწერები საზურგეებზე, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა, რომელმაც ვერაფრით შეიგნო, რომ რაც მისი არ არის, ის არ უნდა გააფუჭოს და წარწერების გაკეთება კი, თავის დამკვიდრების ფუჭი მცდელობაა მხოლოდ.

ავტობუსში არის ძრავის პრობლემაც, თუ არ ვიცი, კონკრეტულად რა ნაწილი გამოსცემს საშინელ ხმას ყოველი გაჩერებისას და რაც დრო გადის, მით უფრო ბევრი ავტობუსი ბღდღვინავს და ჭრაჭუნობს.

მგონია, რომ ავტობუსში ადგილების პრობლემა მოგვარდება თუ არსებულ რაოდენობას კიდევ დაემატება სხვა ავტობუსებიც. მგონი აბსურდია, რომ ცხოვრობდე გარეუბანში და ცენტრისკენ მხოლოდ ერთი ავტობუსი მიდიოდეს, ისიც 20 წუთში ერთხელ.

ვინმემ რომ არ თქვას თუ რატომ ვწერ მხოლოდ უარყოფითზე, ვეცდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის დადებით მხარეებზეც გავამახვილო ყურადღება 🙂

ავტობუსით, მეტროთი, თუ მარშუტკით მგზავრობა ძალიან კარგი საშუალებაა დააკვირდე საზოგადოებას, მათ ქცევებს, მანერებს, გაარკვიო მათი დამოკიდებულებები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ხომ იცით, საუბრები პოლიტიკასა და რელიგიაზე არსადაა ისე ცხარე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში 🙂

ავტობუსით და მარშუტკით მგზავრობისას, საშუალება გაქვს დატკბე ქალაქის ხედებით, ეს განსაკუთრებით მაშინ არის სასარგებლო, თუ პროვინციიდან ახალი ჩამოსული ხარ და თბილისს არ იცნობ 🙂

დადებითია ისიც, რომ შესაძლებელია ბარგის გადატან შორ მამნძილზე 60-80 თეთრად, ნაცვლად ტაქსისთვის მისაცემი 10 ლარისა. ეს დადებითი მხოლოდ იმისთვის არის, ვისაც გადააქვს ეს ბარგი და არა სხვა მგზავრებისთვის, მაგრამ, ვინ იცის, ვის როდის მოგვიწევს მძიმე ჩანთებით სიარული, როდესაც ფული არ გვექნება? 🙂

სამწუხაროდ, დადებითი აღარფერი მახსენდება,  თუ რა თქმა უნდა, ესენიც შეიძლება ჩავთვალოთ დადებითად 🙂

კარგად თუ ჩავეძიებით, კიდევ წავაწყდებით სხვა პრობლემებსაც, მაგრამ ვეცადე, რაც ძირითადი იყო, მისთვის გამესვა ხაზი.

მე ვარ სტუდენტი, რომელიც დღეში რამდენიმე ტრანსპორტს იცვლის, რომ მოაღწიოს უნივერსიტეტამდე. გზაში უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს ცალ ფეხზე დგომისა, უჰაერობის ატანისა და გაჭყლეტვის მცდელობისა და ყოველთვის ბედნიერია, როდესაც ავტობუსიდან ჩამოდის და ჰაერს ადამიანურად ისუნთქავს! 🙂 

Advertisements

11 thoughts on “საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარადოქსი საქართველოში

  1. აუ მეც ასე ვარ და ამიტომ ვმგზავრობ მეტროთი და მიწევს ტრანსპორტის ხშირი ცვლა და ახლა მომეშალა ნერვები ეს რომ წავიკითხე და გამახსენდა რა ბრძოლის გადატანა მიწევს ყოველ დღე :/

  2. მე ის არ მომწონს, ავტობუსში ბილეთის აღებას რომ არ კადრულობს ზოგიერთი და ბილეთიან მგზავრს “პატიოსან ყეყეჩად” მოიხსენიებს.

    • ეგ მეც ძალიან მაღიზიანებს, მოლი. ამ პოსტში, ძირითადად, ტექნიკურ მხარეებზე ვწერ და იმაზე, რაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლებელია, რომ გაკეთდეს, რათა არ იყოს ასეთი კატასტროფული მდგომარეობა მომავალშიც. საზოგადოება კიდევ სხვა პრობლემაა, ამაზე, ერთხელ ცალკე პოსტს დავწერ.

  3. ამიტომ მივეძალოთ ველოებს … ეჰ, როდის მექნება

  4. გამოხმაურება: თბილისური La Strada « ბიოს პერსონალური ბლოგი

  5. marto erti ragac mainteresebs, paradoqsi ra shuashia ? tviton mag sityvis ganmarteba tu ici ? ar aris eg paradoqsi. am yvelafers qvia problema, problema romelic sazogadoebriv transportshi aris 😉

  6. skamebs mgzavrebi apucheben tviton. sisuptaves rac sheexeba nanaxi maqvs is adgili sadac recxaven avtobusebs da erti shexedvit mshvenivrad artmeven movaleobas tavs kerxeri qapi da a.sh. mgzavrebis raodenobas rac sheexeba jarimebi manamde iyo sanam meria ar chaertveboda am “busines”shi exla sakutar tavs xom ar daajarimebs metia mgzavri da shesabamisad “biujetshi”c meti puli shedis.. gacherebisas wripini egred wodebuli “kalodkebi”s bralia es aris samuxruche xundebi romelic cvetadia da regularul shecvlas sachiroebs mitumetes amxela datvirtvfisas rodesac gatvaliswinebul wonaze bevrad mets itvirtavs manqana .. samarshuto taxebi axlebi kargia momwons magram mdzgolebi am dzvel manqanebze shechveulebi da gadmosuli axalze tavs ver ikaveben da sakmaod saxipatod “gonkaoben” xolme magramkomforti metia mgzavrobisas

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s