სამარხვო ბლოგი

გოგონა დრაკონის ტატუთი

დატოვე კომენტარი

ამ პოსტის დაწერა ძალიან დამაგვიანდა. იმდენი პოსტი დაიწერა, იმდენმა ადამიანმა გაუზიარა მკითხველს შთაბეჭდილება, რომ აღარც კი ვიცი, აქვს თუ არა რაიმეს დაწერას აზრი. ნაწარმოებს ორიგინალში “ქალთმოძულე კაცები” ჰქვია და მილენიუმის საგის პირველი წიგნია. ქართულად სხვა სახელი შეურჩიეს გამომცემლებმა – “გოგონა დრაკონის ტატუთი”. წიგნის ჩუქებისთვის მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას”.

ნაწარმოების დასაწყისშივე ვხვდებით შემდეგ სტატისტიკურ მონაცემს,-“შვედეთში ქალების 18%-ს ერთხელ მაინც დამუქრებია საფრთხე მამაკაცისგან”. შვედები, ალბათ, დიდად ვერ გააოცებენ ამ მხრივ ქართველებს, თუმცა ავტორს, ალბათ, არც ჰქონია მიზნად ქართველ მკითხველზე ამგვარად შთაბეჭდილების მოხდენა. წიგნს მართლაც აქვს ბევრი ღირსება. მოვლენები ძალიან დინამიურად ვითარდება, ავტორი თითქოს ერთგვარ მაგიურ სივრცეში კეტავს მკითხველს, საიდანაც ნაწარმოების ბოლო გვერდამდე გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

სტიგ ლარსონის სასახელოდ ისიც უნდა ავღნიშნო, რომ  ის ერთადერთი დეტექტივური ჟანრის მწერალია, რომელმაც მოახერხა თავისი შემოქმედება გაეცნო ჩემთვის. არასდროს  მყვარებია ამ ჟანრის ლიტერატურა. ბევრი ისეთი ნაწარმოებიც არ მაქვს წაკითხული, რომლისთვისაც ეს მხოლოდ ბრჭყვიალა შესაფუთია, მასში კი ღრმა, უდიდესი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებია მოთავსებული. აბზაციდან აბზაცამდე სულმოუთქმელად დავძვრებოდი დეტექტივის ურთულეს აბლაბუდაში და გონებაში ვხაზავდი მოვლენების განვითარების შესაძლო სქემებს.

გასაკვირი არ არის, რომ წიგნი მსოფლიო ბესტსელერად იქცა და მილიონობით მკითხველი სულგანაბული ელოდება საგის მომდევნო წიგნების გამოსვლას.  გული მწყდება მხოლოდ იმის გამო, რომ მწერალი ვერ მოესწრო მისი ნამუშევრის ასეთ დიდებას.  ნაწარმოებს რამდენიმე ცენტრალური პერსონაჟი ყავს.  თუმცა, ეს ამ ორგანიზებულ ქაოსში უდიდესი ქსელის მხოლოდ ერთი მცირე მნიშვნელობის ნაწილია.  პერსინაჟების სიჭრელე და სიტუაციური მრავალფეროვნება განათებული ატრაქციონივით გხვევს თავბრუს, თუმცა, თვალის მოწყვეტაც ძნელია ამ ბრწინვალე სანახაობისაგან.

ზოგ მონაკვეთში მკითხველს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ნაწარმოები გადატვირთულია შვედეთში მიმდინარე  ფინანსური მაქინაციების აღწერით. ამასთანავე, სხვადასხვა ბრენდის აღნიშვნაც შესაძლოა ოდნავ ზედმეტი იყოს. თუმცა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მსგავსი მონაკვეთები გათვლილია ძირითადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც google, apple და სხვა მსგავსი სახელები  ხალისს სძენს. ასეთები შეიძლბა იყვნენ შუა ხანს გადაცილებული, დეტექტივის მთავარი მოქმედი პირის – ბლიმკვისტის ასაკის ადამაინები, ვინც ციფრული ტექნოლოგიების სიკეთეს გვიან ეზიარა.  წიგნში გვხვდება ipod-ის შესაძლობელებისთვის ხოტბის შესხმა.  ის ფაქტი, რომ უმცირესი ზომის mp3 ფლეიერში მთელი მუსიკალური კოლექცია შეიძლება ჩაეტიოს 50-60 წლის მკიხველისთვის შესაძლოა უფრო შთამბეჭდავადაც კი ჟღერდეს, ვიდრე ეგვიპტური პირამიდების საიდუმლო, მაგრამ 16-17 წლის თანამედროვე ახალგაზრდას ვერაფრით აუჩქროლებს გულს.

ზოგიერთი აღწერა, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა უფრო ზუსტი ყოფილიყო. მაგალითად, თავად დრაკონის ტატუს მქონე გოგონას – ლიზბეთ სალანდერის აღწერა, რომელსაც ავტორი როკერად მოიხსენიებს, თუმცა მისივე აღწერით, ალბათ, უფრო კიბერ-გოთის შთაბეჭდილებას ქმნის, ვიდრე კლასიკური როკის მსმენელისას.  მაგრამ ეს რა თქმა უნდა უმნიშვნელო ხარვეზია. ნაწარმოები სრულად აქვს მოცული დახვეწილი ოსტატობით შესრულებულ ესთეტიკურ სცენებს, ეს ნამდვილად რემბრანდტის კლასია! ამ მხივ არცერთი ლაფსუსი არ გაპარვია შემოქმედს,  პოეზია იგრძნობა ყოველ, ერთი შეხედვით, ყოველდღიური უბრალოებით ფერდაკარგულ სცენაშიც სცენაშიც კი.

ქართული თარგმანი მართლაც იდეალურია, თუ ერთ-ორ უმნიშვნელო სტილისტურ შეცდომას არ მივაქცევთ ყურადღებას. მთარგმნელს უდიდის შრომა გაუწევია,  ასეთი მოცულობის წიგნი მკითხველსაც კი შეაშინებს, რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი ერთი ენიდან – მეორეზე ასე პედანტურად თარგმნის სირთულეზე.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s