სამარხვო ბლოგი

ვინ არის კაშპიროვსკი

8 Comments

ანატოლი კაშპიროვსკი 1939 წლის 11 აგვისტოს დაიბადა პროსკუროვში (უკრაინა). იგი ცნობილია როგორც ფსოქოთერაპევტი და საერთოდაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ეს ტერმინი, სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ დამკვიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქმის აღარსად ჩანს, მაინც არ წყდება დავა იმის შესახებ ვინ არის კაშპიროვსკი, -მაგი, КГБ-ს მიერ შექმნილი კაცი, რომელსაც თავისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად იყენებდა, გენიალური ადამიანი რომელსაც შეუძლია ტელეეკრანიდან განკურნოს სნეულები, თუ თაღლითი.

1988 წლის 31 მარტს მთელი საბჭოთა მოსახლეობა გაფაციცებით უყრებდა გადაცემას  «Взгляд», სადაც შუქდებოდა ტელეხიდი მოსკოვი-კიევი. პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ მკერდის სიმსივნის ოპერაციას. ამ ყველაფერში საოცარი კი ის იყო, რომ ოპერაცია მიმდინარეობდა ანესთეზიისა და საერთოდ ყოველგვარი ტკივილგამაყუჩებლის გარეშე. კაშპიროვსკიმ პაციენტს “უბრძანა” არ ეგრძნო ტკივილი და მართლაც ეს ასე მოხდა. ამანასთანავე,  კაშპიროვსკი იმყოფებიოდა მოსკოვის სტუდიაში, პაციენტი კი კიევში. მეორე დღეს მოხდა სამი მოვლენა, პაცინტმა ლუბოვ გრაბოსკაიამ გაიღვიიძა სრულებით ჯანმრთელმა, საბჭოთა კავშირში გაჩნდა ახალი ტერმინი – ფსიქოთერაპევტი და მესამე, ანატოლი კაშპიროვსკიმ საქვეყნოდ გაითქვა სახელი.

მის მასობრივ სეანსებს 89 წელს ას მილიონზე დიდი აუდიტორია ჰყავდა  (!) ამ სეანსებზე რა ხდებოდა, ხალხს რა რეაქცია ჰქონდა – ამის აღწერა ძალიან ძნელია.  მისი გადაცემები საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის ეთერით გადიოდა . გადაცემების რაოდებოდა სულ ექვსია, თუმცა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ალბათ ასეთი რეკორდის მოხსნა შეუძლებელია.

იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ფსიქოთერაპევტი ტელევიზიაში სამი ძირითადი აზრი არსებობს.  პირველი მათგანი, ბუნებრივია სუკს (КГБ) უკავშირდება.  მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო. იდგა დიდი კრიზისის დრო. კაშპიროვსკის დამამშვიდებელ სეანსენს კი დადებითი ზეგავლენა უნდა მოეხდინა საბჭოთა ხალხის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მეორე ვერსიის თანახმად, კაშპიროვსკი წმინდა წყლის კომეციული პროექტი იყო. ე.წ. “ცეხავიკების” მეირ შექმნილი, რომელთაც ფინანსური ინტერესები ჰქონდათ ამ საქმეში. მესამე ვერსიის თანახმად კი ის სრულებით შემთხვევით მოხვდა ტელევიზიაში. თუ გავიხსენებთ იმ ბუბერაზ გაუგებრობას, ქაოსს რაც მაშინ სუფევდა, ეს ვერსიაც იმსახურებს არსებობის უფლებას.

КГБ – მაცივრები ცარიელია, ხალხი დამშეული. სახელმწიფო გიგანტური ორგანიზებული ქაოსითაა მოცული. 20:00 საათზე ფსიქოთერაპევტის დამამშვიდებელი სეანსები გადაიცემა, მისი დამთავრებისთანავე კი საინფორმაციო გამოშვება “время” იწყება. გასათვალისწინებელია ასევე, მაყურებელთა რაოდენობა. ეს არის გიგანტური სახელმწიფოს ცენტრალური არხი რომელსაც 250 მილიონი მაყურებელი ყავს. საინფორმაციო გამოშვება  ამ სეანსების ერთგვარი გაგრძელება იყო. თითქოს ერთი და იმავე ხელითვე დაწერილი. როდესაც ამაზე პოსტის დაწერა გადავწყვიტე, მე თვითონაც პირველივე ეს ვერსია მომივიდა თავში. მართლაც წარმოუდგენელია, რომ საბჭოთა კავშირში ცენტრალური ტელევიზიით პრაიმ ტაიმში (ყველაზე ყურებად დროს) ერთი საათი დაეთმოთ ვინმესთვის და ეს ვინმე პროპაგანდის სამსახურში არ ყოფილიყო.

“ცეხავიკები” – აქ ის ფაქტი უნდა გავიხსენოთ, რომ პირველად სწორედ კაშპიროვსკის გადაცემების დროს გავიდა სსსრ-ში სატელევიზიო რეკლამა. მისი სეანსები კი სხვადასხვა დარბაზებში სრული ანშლაგით მიმდინარეობდა, ეს რა თქმა უნდა, დიდი, ძალიან დიდი ფულია. მაშინდელი ახლადგამოჩეკილი ბიზნესმენები დიდ იმედებეს ამყარებდნენ ამაზე. მართლაც, სულ მალე კაშპიროვსკი წამოვდა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, სადაც მანამდე 30 წელი იმუშავა. ფსიქიატრს გატელევარსკვლავებამ დიდი ფული და საქვეყნო დიდება მოუტანა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისით სხვებმა არ იშოვეს ფულიო. მისი საქმიანობა ვაჭრობის საგანი გახდა ათასი ჯურის აფერისტისთვის. ფული იყო ყველაფერში, სეანსების პირატულ ჩანაწერებში, მის სეანსებზე დასასწრებ “უფასო” მოსაწვევებში და ა შ.

შემთხვევითობა – შესაძლოა პირველად კაშპიროვსკი, მართლაც შემთხვევით მოხვდა ეთერში. ასეთი განუკითხაობის და არასტაბიილურობის ფონზე ეს გასაკვირი სულაც არ არის. პირველი გამოჩენისთანავე მან წარმოუდგენლად დამაინტრიგებელი სანახაობა უჩვენა. ამის შემდეგ კი შესთავაზე პირდაპირ ეთერში გაეშვათ ოპერაცია “ნარკოზის გარეშე” რასაც ასევე დიდი აჟიოტაჟი და აღიარება მოჰყვა.

მისი მასობრივი სეანსების დროს ასობით ათასი ადამიანი ერთდროულად კარგავდა გონებას. ამის აღსანიშნავად მედიცინაში ახალი ტერმინიც კი გაჩნდა – “კაშპიროვსკის სინდრომი“. კაშპირვსკის შეეძლო არა თუ ხელის შეხებით, დედამიწის ერთი მხარიდან მეორე მხარეს ტელეეკრანიდან შეხედვით სურდოდან დაწყებული – სიმსივნით დამთავრებული განეკურნა მილიონობით ადამიანი. თავის თვალზე ხელის მოსმით შეუძლია უსინათლოებს მხედველობა დაუბრუნოს. მოკლედ, ამ კაცზე დღემდე უამრავი ლეგენდა დადის. ის მართლაც ზედმიწევნით გავლენიანი პიროვნება იყო ერთ დროს, თუმცა დღემდე ახსენებენ შოგადაშიგ. დღემდე არიან ის ადამიანები, ვინც ამტკიცებს რომ ფსიქოთერაპევტმა ტელეეკრანიდან განკურნა ისინი, მათ შორის თბილისშიც. სხვათაშორის მისი სეანსები გადაიცემოდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მოგვიანებით ვიეტნამშიც კი.

თუმცა რა თქმა უნდა, ყოველგვარ დიდებას მაინც აქვს დასასრული. მოგვიანებით კაშპიროვსკიმ პოლიტიკური კარიერის გაკეთბა სცადა. გაწევრიანდა კიდეც ლიბერალ-დემოკრატებში, კენჭიც იყარა ერთ-ერთ ოლქში და არჩევნებშიც გაიმარჯვა, თუმცა, ალბათ მალევე მიხვდა რომ პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდა. პარტიის ლიდერი – ჟირინოვსკი ნაციზმში დაადანაშაულა და პარტიიდან წავიდა. ალბათ, ამ ონფორმაციამ ბვრი ქართველი გაახარა, თუმცა კაშპიროვსკიზე შეყვარებულ ადამიანებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რა გამოლევს, ჯერ-ჯერობით მაინც. თუმცა, ეს კაცი ჩემთვის მაინც სავსებით ამოუხსნელ ფენომენად რჩება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვჩხრიკე, ვის აღარ ველაპარაკე და რომელ რესურსზე აღარ ვიქექე გადაჭრით მაინც არაფრის თქმა არ შემიზლია ამ ადამიანზე.

Advertisements

8 thoughts on “ვინ არის კაშპიროვსკი

  1. რეავიცი, რეავიცი… ადამიანის ფსიქიკა იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ მეთოდი ინდივიდუალური უნდა იყოს, რამდენადაც ყველა ადამიანი ინდივიდუალურია… ასე რომ ტელეეთერით განკურნებისა არ მჯერა ^^

  2. ტიპი თითქმის არ ახამხამებს თვალებს, მაგარი მზერა აქვს 😀

  3. იფიქრეთ რასაც ფიქრობთ, იგრძენით რასაც გრძნობთ, იყავით თავისუფლები, ეს მაგარი განცხადებაა იმ დროს, ვრემიამდე, პრაიმ ტაიმში 😀 😀 😀

    • ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობს, – არ გაგიგკვიდეთ თუ გრძნობთ, რომ არაფერს არ გრძნობთო. ამაზე გადავბჟირდი :დ

      • ხო, იტყვის თუნდაც სისულელეს, ძალიან სერიოზული სახით, მჭევრმეტყველებს უწყვეტად, სიტყვის სასესხებლად მეზობელთან წასვლა არ სჭირდება 😀 ეს ყველაზე მაგარი თვისებებია, მითმეტეს ამ პროფესიის ადამიანისთვის, key factor არის 😀

  4. განწყობის ფსიქოლოგია და ჰიპნოზის საფუძვლები. ნე ტაკ უჟ სლოჟნა.

    მე მახსოვს- ბებო წყლით სავსე ქილებს დგამდა ტელევიზორთან და უყურებდა ხოლმე. და ყველაზე სასაცილო ის ფაქტია, რომ ზუსტად გადაცემების და არხების მცირე რაოდენობამ გახადა პოპულარული. ჩრდილოეთ კორეაზე ვუყურე კიდე წუხელ ერთ დოკუმენტურს და იქაც დავასკვენი- დიქტატორულ რეჟიმში მედია (ტელევიზორი, ბეჭდური მედია) არასოდეს არის ინფორმაციის მიღების წყარო, ეგ არი ბრეინვოშინგის მეთოდი და ამ რეჟიმის ძალიან ძლიერი ფუნდამენტი.
    = )) ძაან მეცინება ისე, რა სახე აქვს.

    • მე მგონია რომ ეპოქის ბრალია ხოლმე მსგავსი ტიპების გამოჩენა, დიდი გარდატეხების დროს. ერთგვარი ბულგაკოვის ვოლანდი იყო ეს კაშპიროვსკიც. როცა საზოგადოებას ძალიან უჭირს რაციონალურად ახსნას რაიმე და მომავლის იმედი ჰქონდეს, ასეთ ზეციურ მხსნელებს,- კაშპიროვსკებს, ვოლანდებს და სხვებს მიმართავს ხოლმე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s