სამარხვო ბლოგი

მოდი დავატოლოთ კვერცხები

6 Comments

სრულიად ქართული საზოგადოება პანიკამ მოიცვა, – ეს რა გვიქნეს, კვერცხების ძეგლი დაგვიდგეს ბათუმშიო. აი, მე თუ მკითხავ, კვერცხები ნამდვილად მირჩევნია თბილისის ყველა ქუჩის ყველა კუთხეში ცხენზე ამხედრებულ ხმალმომარჯვებულ კაცებს, რომლებიც სრულებით არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ბავშვობიდან რომ არ ეთქვათ ეს ამის ძეგლია და ის იმისიო, ალბათ ვერც კი გავარჩევდი. გუშინ ველოსიპედიც დაუდგამთ “ივერიის” წინ, ჰო “რედისონ-ივერიის”, აი, ამაში კი ცოტა კონსერვატიული ვარ. რა ვქნა ვერ გავიჩემე ეს ახალი სახელი, ისევე როგორც ვერც “ვარანცოვი” გავისაარბრუკენე. მაგრამ, მაინც ვერ გავიგე რას ერჩით ამ ველოსიპედს (ნუუ, ვინც ერჩით), დიახ, ველოსიპედის სკულპტურც მინდა და საველოსიპედო ბილიკებიც.

არა, იმათიც მესმის, ვინც ახალი ქანდაკებების სტილს ეურჩება. ჩვენში, ხომ დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა ურბანული მოწყობის აღქმა და ტრადიციულად სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა თბილისში თუ პროვინციულ ქალაქებში დადგმულ მონუმენტებს. სხვათაშორის სობჭოთა კავშირამდელ პერიოდში ძალიან ბევრი უფრო დახვეწილი ესთეტიკის ძეგლიც იყო თბილისში, ვიდრე მი შემდეგ. ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული პოსტამენტებით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტფილისის ძველ ფოტოებზე შემორჩა.

რამდენიმე წლის წინ თბილისის ქუჩებში პატარ-პატარა სკულპტურები გამოჩნდა. პირვანდელი სახით თითქმის აღარცერთი მათგანი აღარ შემორჩა რუსთაველის გამზირს. თბილისელებმა ზოგს ქოლგა გამოგლიჯეს ხელიდან, ზოგს ქუდი გამოტაცეს, ზოგსაც საქსაფონი. მაგრამ ეს პაწაწინა კაცუნები მაინც ალამაზებენ ჩვენს ქალაქს, მათ შემხედვარეს დევიდ ლინჩის “ადამიანი სპილოში” რომ სახიჩრების ცირკია ის მახსენდება, მაგრამ ეს ხომ მაინც თბილისია და ოდესმე, ალბათ, ეს ველოსიპედიც ისეთივე თბილისური და კოლორიტული გახდება, როგორც ბარათაშვილის ქუჩიდან შესახვევში მეეზოვის ქანდაკება, ან და შარდენის ბოლოში სანაპიროს მხრიდან ფრთაგაშლილი ფარაჯანოვი.

არა, ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, “ძეგლების მოურავს” ბევრ რამეს ვუწუნებ, მაგალითად შადრევნებს, რომლებიც კომპიუტერული ტექნოლოგიების ენაზე რომ ვთქვა “copy – paste”-ს პრინციპით არის გადამრავლებული და პუშკინის სკვერში კაი ხნის წინ დადგმული შადრევნის აბსოლუტური ასლია. ნაკლებზე საუბარი მეტად შორს წაგვიყვანს, ალბათ, მათი სიმრავლის გამო, მაგრამ რაც კარგია, რაც ახალ ფერებს შესძენს ქალქს,- თბილისი იქნება ეს თუ ბათუმი, რაც გაგვიხალისებს განწყობას, იმას მაინც დავეხსნათ და ვუთხრათ მოურავსაც,- აი, თუ მოინდომებ, ხომ შეგძლებია!

Advertisements

6 thoughts on “მოდი დავატოლოთ კვერცხები

  1. ჰო აი იმ პატარა კაცუნებს რას ერჩოდნენ რა 😦
    ველოსიპედი მეც მომწონს ❤ ბილიკებიც მინდა ❤ აი იმ კვერცხების დანიშნულებას კი ვერ მივხვდი o_O

    • მეც ვერ გავიგე მაგ კვეცხების მნიშვნელობა, მაგრამ მთლად ცუდიც არ არის და მოდი ნუ დავაჭერთ კვერცხებზე წიხლს. იყოს, ფერადი მაინც არის.

  2. ცხოვრებაში ისე იარე თითქოს კვერცხებზე დადიხარ (ოფიციალური ახსნა) ოღონდ კვერცხებს ვინ კითხვა დაესმის, თუ რა, ეგ არ დაუკონკრეტებიათ 🙂

  3. ნიკ, ძალიან მიყვარხარ
    და აღქმადობის ვარიანტში დაგეთანხმებდი , რომ ყველაფერი უჩვეულო ცუდი არ არის. უბრალოდ იცი თბილისსში იქამდე სანამ ველოსიპედის ძელგს დადგავენ ჯერ ბილიკები უნდა გაეკეთებინათ, იცი კარგად რომ ველოსიპეტით უსაფრთხოთ ვერ ივლი ქალაქში.

    მეორე მხარეა ესთეთიკა, სულაც არ მეესთეთიკურება არც ”კვერცხები” და არც ველოსიპედი.
    მიყვარს პატარა კაცუნების ქანდაკებები, მაგრამ ეს ??
    : )

    იცი , მე და შენ რომ დაგვედგა და ჩვენგან ყოფილიყო ამოძახილი ეს არტი იქნებოდა, მაგრამ კომერციული დაკვეთა სახელმწიფოს მხირდან თანამედროვე არტის ეს უკვე ვულგარული და გულისამრევია.

    • ჰო, ნუ, ვერ ვიტყვი რომ ან ჩემ ესთეტიკურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს-მეთქი, მაგრამ ცხენებიან კაცებს რომ დახსნენ უკვე პროგრესია. ნელ-ნელა ისწავლიან და უკეთ გამოუვათ.

  4. აი ეს კვერცხებიანი მარაზმი თილისში, სადღაც მიკარგულში რომ დაედგათ კიდევ ჰოო, მაგრამ ბათუმისნაირ პატარა ქალაქში ასეთ გამოსაჩენ ადგილას ძალიან გულდასაწყვეტია… სკულპტურა პირველქმნილი სახით რო დამდგარიყო (კედები კვერცხებზე) კიდევ შეიძლებოდა რაღაცაზე საუბარი, მაგრამ ლ ა ს ტ ე ბ ი საქართველოს დროშის გამოსახულებით? WTF?! o_O
    გიგანტური კაკაშკა უფრო ლოგიკური იქნებოდა იმ ტიალ მინდორზე :(((
    http://www.elisafantozzi.com/baskets_en.html – მგონი არის რაღაც სხვაობა :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s