სამარხვო ბლოგი

ის რაც ბავშვობას გვახსენებს

10 Comments

ჩემმა ბავშვობამ, ისევე როგორც ჩემი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობისა, ამ ტელეჟურნალთან ერთად გავიდა. ეს ტელეჟურნალი, რა თქმა უნდა, ამერიკულ Tom & Jerry-სთან ერთად აყალიბებდა ჩვენს იუმორის გრძნობას. მაშ ასე, თქვენ წინაშეა მისი უდიდებულესობა –  Ералаш! თქვენი არ ვიცი და აი ჩემთვის კი ტელეარხ ОРТ-ს გათიშვა ნამდვილი ტრაგედია იყო, აბა სად მქონდა მაშინ youtube, რომ დავმჯდარიყავი და მიყოლებით მენახა სხვადსხვა სერიები.

ერალაში დღემდე ჩემი მთავარი სატელევიზიო სისუსტეა, რომელმაც ნეტშიც მომაგნო და ღამ-ღამობით შემიტყუებს ხოლმე ბავშვური სილაღით აღსავსე სამყაროში.  სხვათაშორის, ამ ტელეჟურნალში მონაწილეობის მიღება ჩემი მთავარი ბავშვობის ოცნებაც იყო. ამ ჟინს ნაწილობრიც მიკლავდა მეზობლების გარაჟების უკან მოწყობილ სპექტაკლებში მონაწილეობა, თუმცა ეს იმ ფერად სამყაროს რომელიც ჩემი შავ-თეთრი ტელევიზორიდანაც კარგად ჩანდა, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება.

ერალაში ნამდვილი ოაზისი იყო იმ ყველაფრის ფონზე, რასაც იმ დროს ცისფერ თუ ნაცრისფერ ეკრანებზე უჩვენებდნენ. ვისაც არ გახსოვთ რას უჩვენებდნენ არ შეგახსენებთ, ხოლო ვისაც უბრალოდ არ გინახავთ ჯობია არც იცოდეთ. სხვათაშორის, მოგვიანებით ამ ტელეჟურნალის ქართული ანალოგიც შექმნეს, მაგრამ იმდენად უნიჭო პლაგიატი იყო, რომ ნამდვილად არ ღირდა ნახვად.

თამამად ვიტყვი და სულაც არ შემრცხვება, რომ ერალაში მართლა კლასიკაა. იუმორიც ხომ დროს ემორჩილება, ძალიან ძნელია მიაღწიო იმას, რომ 40 წლის შემდეგ, უკვე სრულებით განმსხვავებული გემოვნების მქონე მაყურებელი გააცინო. 70-იანების ბოლოს გადაღებული სერიებიც კი არ დაბერდა და ზუსტად იმ ემოციებს აღძრავს, რასაც, ალბათ, იმ დროის ბავშვებს ან მოზრდილებს აღუძრავდა ხოლმე.

საბავშვო ტელეჟურნალის შექმნის იდეით, რომელსაც «Фитилёк» უნდა რქმეოდა, პირველად ალა სურიკოვა გამოვიდა, რომელმაც წერილი მიწერა ცეკას. კინოჟურნალი შექმნეს დრამატურგებმა ალექსანდრე ხმელიკმა და ბორის გრაჩევსკიმ, გრაჩევსკი 1974 წლიდან 2002 წლამდე იყო ამ ტელეჟურნალის დიირექტორი, 2002 წლიდან დღემდე კი სამხატვრო ხელმძვანელად რჩება.

დამუშავების პროცესში სახელწდება «Фитилёк» უარყოფილ იქნა და მაყურებელთა შორის გამოაცხადეს კონკურსი. კინოსტუდიაში უამრავი წერილი მოდიოდა, საელწოდება «Ералаш» კი მოსკოველი ერთ-ერთი მოსწავლის წერილში იყო, რომელიც სამწუხაროდ არ შემონახულა.

თავიდან ერალაშს კინოთეატებში სეანსის წინ უშვებდნე ხოლმე, პერესტროკის დროს კი თანდათანობით ტელევიზიაში გადაინაცვლა. 2011 წლის აგვისტოში კაზანში დაიწყო ერალაშის  თათრული ვერსიის გადაღება.

აქ გთავაზობთ ჩემ საყვარელ რამდენიმე სერიას. იმედია, ისიმოვნებთ ❤

Advertisements

10 thoughts on “ის რაც ბავშვობას გვახსენებს

  1. ძალიან მაგარი იყო, იუმორი, გემოვნება, იდეა, ყველაფერი იყო აქ და ზოგჯერ საბჭოური სკოლის კრიტიკაც 🙂

    • ჰო, თან საკმაოდ დიდი დოზით იყო ეს უკანასკნელი. ბევრი ისეთიც არის, რომ ძალიან გამკვირვებია ცენზურას როგორ გაეპარა-მეთქი

  2. მაგრად მიყვარდა. მახსოვს როგორ მწყდებოდა გული, რომ მთავრდებოდა და მეორე დღეს გამწარებული ველოდებოდი :დ

  3. აი მართლა ძალიან მომეწონააა !! 😀 იმდენი ვიცინე რო რავიცი…

  4. uhum ^^ kargi ram gagaxsenda, exla pechkini da prostokvashinac gaixsene ra :d :*

  5. რა კარგი რაღაცეები გამახსენდა ❤ მეც სიამოვნებით ვუყურებ ახლაც ერალაშს და დარწმუნებული ვარ ასაკში შესვლის მერეც არ მომბეზრდება, საოცრად ლაღია ❤

    • ჰო, თან ძალიან დახვეწილია. არც ერთი ზედმეტი სიტყვა თუ მოძრაობა. არ გაქვს იმ ბალაგანურ იუმორს რაც ქართულ ეთერში გადის დღემდე.

  6. აუ რამდენი ხანია არსად არ შემხვედრია და არც გამხსენებია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s