სამარხვო ბლოგი

ბანაკი კიბერ-აქტივისტებისათვის

3 Comments

დაახლოვებით ერთი კვირის წინ გავგზავნე შევსებული სააპლიკაციო ფორმა ამ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მაცნობეს, რომ შერჩევა წარმატებით გავიარე და სხვა 9 ბლოგერთან და 20 კიდევ სხვა ამ თემასთან დაკავშიერებულ ტიპთან ერთად მივიღებდი მონაწილეობას და კიდევ უფრო გავნათლდებოდი. ჰო, თემა მდგომარეობდა შემდეგში “hate speech”-თან (hate speech- სიძულვილის ენა) ბრძოლა ინტერნეტ სივრცეში.

ბანაკი სულ სამ დღეს მიმდინარეობდა. გახსნის დღეს სიტყვით გამოვიდა ყველა ტრენერი, დონორი და ა შ, მერე დაახასიათეს ერთმანეთი, უპს… აქ უნდა შევჩერდე, მოკლედ, დონორი მაინც დონორია, ის ყველაზე კეთილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე გულისხმიერი, ყველაზე სათნო და ა შ და ა შ ადამიანია სამყაროში, თუნდაც იმიტომ რომ დონორია. ეს ყველაფერი უნდა აღნიშნო რაც შეიძლება დამაჯერებელი ტონით, თვალებში უყურო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელს და ღიმილი არ დაიშურო. მერე გამოჩნდება სოც. მედიის ტრენერი (აბა სხვა ვინ იქნება ეს მზაკვარი) და მთელ ამ ჯაფას წყალში ჩაგიყრის. მიმართავს ამ შენს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ყველაზე ჭკვიან და ყველა ყველაზე დადებითი თვისებით შემკულ დონორს და კითხავს,- თქვენ დონორი ხართ? ააჰ, მაშინ გასაგებია :დ  თუმცა, ამის გარდა კიდევ უხვად იყო ხუმრობები, მართალია მაგალითად, “ქალიშვილობის ინსტიტუტთან” დაკავშირებულ ხუმრობაზე და სხვა მსგავსებზე მარტო ბლოგერებს გვეცინებოდა, მაგრამ ბევრი ახალი ძალიან საყვარელი ტიპიც იყო.

სიმართლე რომ ვთქვა, ეს ტრენინგი ყველაზე საინტერესო სწორედ იმით იყო, რომ მონაწილეობას იღებდნენ სულ-სულ ნაირფერი შეხედულებების მქონე ტიპები, რომლებზეც თავიდან ვფიქრიბდი, რომ ამ სესიებთან სრულებით ნე პრიჩომ იყვნენ, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მათი შეხედულებების კონტრასტულობა იყო მთავარი, ის რაც ამ ბანაკს აზრს შესძენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიკრიბებიდნენ ერთნაირი შეხედულებების პეროები, ივიშვიშებდნენ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ქსენოფობიისა და სხვა მსგავსი რამეების შესახებ და დაიშლებოდნენ ისე, რომ არანაირი შედეგი არ ექნებოდა დისკუსიას. საერთოდაც, სწორედ ამისი მოლოდინი მქონდა, მაგრამ კარგია რომ გადავრჩით.

საბოლოო ჯამში სესიები საკმაოდ ინფორმაციული გამოვიდა, თან მე ძალიან მიყვარს სახალისო როლური თამაშები, აქ კი ეს ნამდვილად არ გვაკლდა, რისთვისაც მადლობა დიკოს ♥  თუ ოდესმე კიდევ მოცემა საშუალება მის რაიმე ტრენინგს დავესწრო, არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ ამ  შესაძლებლობას ხელიდან. ვაბშეტა, დოდის ტრენინგიც საინტერესო გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი ეხლა მე აქ სოც.მედიაზე ახალი რა უნდა გავიგო-მეთქი.

ამ ბანაკის ერთადერთი და უმთავრესი ნაკლი, ალბათ, ბრეიქი იყო, სადაც პაშტეტიან პურს გვაჭმევდნენ ;-(, ნუუ, ალტერნატივა კი იყო მაიონეზიანი (თუ არაჟნიანი) პურის სახით, მაგრამ მაგაზე ბავშვობიდან ცუდად ვხდები, ასე რომ ისევ პაშტეტი ჯობდა. აი, ყავას ნამდვილად არ იშურებდნენ, ჰო და მეც ვიჭყიპებოდი ამ შავი ქაფქაფა სითხით, რომლის გაგრილებასაც რომ დავლოდებოდი სიგარეტის მოწევას ვეღარ მოვასწრებდი, ამიტომ ჩემი სიგარეტიანად და ყავიანად გავრბოდი ოფისის გარეთ ( შიგნით მოწევა სასტიკად აკრძალულია), არ ვერიდებოდი არც თოვლს და არც ყინვას და ვცდილობდი მომესწრო შემდეგი სესიის დაწყებამდე. ჰო და სწორედ ამიტომაც, შეფასებაში ყველა გრაფაში ხუთიანები ჩავუწერე ყველაფერს, ტექნიკურ საკითხებს კი ოთხიანი, მაგრამ ეხლა ის ოთხიც მენანება და სიამოვნებით გადავასწორებდი, მაგრამ ტრენინგის მერე იმდენად კარგ განწყობაზე ვიყავი, რომ უფრო დაბალი შეფასების დაწერაზე ხელი არ მომიბრუნდებოდა :დ

პ.ს. ამ ტრენინგებს ჰქონდათ კიდევ ერთი უდიიიიდეეესიიი პლიუსი, ადრე გაღვიძება მიწევდა და როგორც იქნა მივეჩვიე დილით ადრე ადგომას, მაგრამ ეს გუშინწინ დამთავრდა, ახლა ისევ ღამის საათია და მე ჯერ კიდევ არ მძინავს.

Advertisements

3 thoughts on “ბანაკი კიბერ-აქტივისტებისათვის

  1. ყოჩაღ, ადრე ადგომა გისწავლია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s