სამარხვო ბლოგი

ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

9 Comments

ამ ორი წიგნის პრეზენტაციაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მიგვიწვია რამდენიმე ბლოგერი. როდესაც გავიგე, რომ ბერგმანის მემუარები ქართულ ენაზე გამოვიდა, გული სიხარულით ამევსო, ამიტომ დავუშვი გამონაკლისი და პრეზენტაციაზე არა თუ არ დამიგვიანია, თითქმის ერთი საათით ადრეც კი გავეშურე. დიდი ახსნა არ სჭირდება ვინ არის ინგმარ ბერგმანი, ამიტომ მასზე უსარგებლო ინფორმაციის მოწოდებისაგან თავს შევიკავებ, ისედაც ვიცი, რომ ეს წიგნი სულ მალე საქართველოში ბესტსელერად იქცევა და ალბათ, დამატებითაც მოუწევთ გამოცემა. უკვე რამდენიმე მეგობარმა შემიპირა კიდეც, რომ ვათხოვებდი ბერგმანს.

დიანა იანსეს რაც შეეხება, ის ამჟამად შვედეთის სამეფოს ელჩია ჩვენს ქვეყანაში, მანამდე კი ავღანეთში მუშაობდა შვედეთის სამეფოს წარმომადგენლად. ეს წიგნიც სწორედ ამ ქვეყანაში გატარებულ დროს მოიცავს. შვედი დიპლომატის მოგონებები, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნება, თუნდაც იმ მიზეზეის გამო რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიას უამრავი ჩვენი თანამემამულეც ახორციელებს.

“ეს ჩემი ისტორიის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია. ეს წიგნი ნაწილობრივ რეპორტაჟების კრებულია – დღიური. ჩემი ჩანაწერები ნამდვილია და ნამდვილი ადამიანების ისტორიებს გიამბობთ… ჩემი მიზანი იმის გადმოცემაა, რასაც თავად ვხედავდი, განციდიდი, მესმოდა, ვგრძობდი, ვფიქრობდი – მცირე ნაწილი იმისა, რასაც ავღანეთიდან წამოსვლიდან ორი წლის შემდეგაც გულით ვატარებ. ამ პერიოდმა ჩემი სამყარო უფრო დიდი და ღირებული გახადა და მოვლენების ჩემეული ხედვა, ჩემი სამუშაო, ჩემი მეგობრები და კავშირები რადიკალურად შეცვალა. და თუკი ამან რამდენადმე უფრო პრეტენზიული გამხადა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი მკითხველი ამასაც ისევე მაპატიებს, როგორც იმას თუკი ჩემი წიგნით ან მასში აღწერილი რომელიმე ეპიზოდით შეურაცყოფილად იგრძნობს თავს”. წერს დიანა იანსე წიგნის ანოტაციაში.

ორივე წიგნი ავტოგრაფით მივიღე, “ავღანური დღიურები” ავტორის, “Laterna magica” კი მთარგმნელის – ლიკა ჩაფიძის ავტოგრაფით. თავად ბერგმანი კი ერთობ საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა პრეზენტაციას, თორემ არც ის დამამადლიდა, ალბათ, ავტოგრაფს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერც ერთ წიგნზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ კითხვა არ დამიწყია. ახლა ჯერ ერთ ისეთ წიგნს ვკითხულიბ, რომელიც სასწრაფოდ მაქვს დასაბრუნებელი, თორემ ბერგმანს და იანსეს ნამდვილად არ ჩავაყენებდი რიგში. მაგრამ, პირობას ვდებ, რომ როგორც კი წავიკითხავ შთაბეჭდილებებს მაშინვე გაგიზიარებთ.

Advertisements

9 thoughts on “ინგმარ ბერგმანის Laterna Magica და დიანა იანსეს ავღანური დღიურები

  1. ხოდა მაშინ ნიკუშ, “Laterna magica”-ს შთაბეჭდილებებს ველოდები 😉
    პ.ს. ნიკოლოზობასაც მოგილოცავ აქვე

  2. ბესტსელერი ყოველთვის იქნება თვაილაითი :/
    დედა დედა რა ოპტიმისტი ხარ თუ გგონია რომ საქართველოში ბერგმანი უყვართ ან იციან

  3. ბერგმანის წიგნის თხოვებას მეც ბევრს დავპირდი უკვე. ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ და პოსტს დავწერ ❤

  4. გახდება ბესტსელერი 😉

    ნუ სნობური თვალსაზრისით მაინც ;დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s