სამარხვო ბლოგი

ვის დავუდგათ ძეგლი და ვის მივუჩინოთ სამუდამო სამყოფელი პანთეონში

6 Comments

საინფორმაციო საშუალებით – droni.ge დაახლოვებით ერთი თვის წინ გავრცელდა იმფორმაცია,  რომ ჯაბა იოსელიანის საფლავის გათხრა სცადეს. ამავე droni.ge-ს მიერ მოგვიანებით გავრცელებული ვიდეორგოლის მიხედვით ამ აქციის ორგანიზატორი ბერლინში მცხოვრები ვინმე მიხეილ
ჯაფარიძეა.  როგორც, თავად მიხეილ ჯაფარიძე ვიდეორგოლში განმარტავს, მისი მიზანი არ ყოფილა ჯაბა იოსელიანის საფლავის გათხრა, არამედ ის ამ ქმედებით ცდილობდა საზოგადოების ყურადღება გაეხმავლონებინა იმაზე, რომ ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონში არ უნდა განისვენებდეს.

უნდა იყოს თუ არა დაკრძალული ჯაბა იოსელიანი დიდუბის ან სხვა რომელიმე პანთეონში? ამ კითხვას, რა თქმა უნდა მე ვერ გავცემ პასუხს. ეს ბლოგპოსტი არ ემსახურება ჯაბა იოსელიანის პოლიტიკური ცხოვრების ანალიზს, მიუხედავად იმისა რომ არც ჯაბა იოსელიანის ქომაგი ვარ და არც პირიქით პრეზიდენტ გამსახურდიას პოლიტიკურ კურსს ვწყალობ. ჩემთვის ორივე, თითქმის, თანაბრად მიუღებელია. მაგრამ, საქმე სულ სხვა რამ არის, ვინ გადაწყვიტა ჯაბა იოსელიანის პანთეონში დაკრძალვა. ალბათ, ამაზე თბილისის მუნიციპალიტეტის რომელი ბიურო ან კომიტეტი ზრუნავს, ფაქტია, რომ ისინი ძალიან ჩქარობენ და ადამიანებს გარდაცვალების მეორე დღესვე გადაანაწილებენ ხოლმე პანთეონებში. იქნებ აჯობებდეს, რომ გარკვეული დრო, თუნდაც ხუთი ან ათი წელი გავიდეს ხოლმე, გავაანალიზოთ მათი მოღვაწეობა, დავფიქრდეთ და ისე დავკრძალოთ ესა თუ ის ფიგურა პანთეონში.

სხვათაშორის, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღემდე განისვენებს მამულის სათაყვანებელი შვილის, იოსებ ჯუღაშვილის დედა, გულწრფელი რომ ვიყო, გეტყვით – არც ამ მამულის სათაყვანებელი შვილის პოლიტიკურ კურსი მხიბლავს, მაგრამ ხიბლავდათ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე ეკატარენე ჯუღაშვილის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა. გაივლის კიდევ სამოცი ან და სამოცდაათი წელი, შეიცვლება პოლიტიკური პარტიები და ხედვები და ვინ იცის სამოცი ან სამოცდაათი წლის მერე იქნებ ჩვენ მიერ პანთეონებში დაკრძალული მოღვაწეების ნახევარზე მეტი აღარ მოსწონდეთ მომავალ თაობებს. საფლავის ამოთხრა და ნეშტების ამოყრა კი ერთობ სულმდაბალ საქციელად მიმაჩნია და ვინმემ სტალინის დედის პანთეონიდან გაძევებაც რომ მოინდომოს, ამასაც უგუნურ ნაბიჯად მივიჩნევ. დიახ, ნამდვილად არ ვარ მომხრე, რომ ადამიანები საფლავებიდან ამოვყაროთ, ძეგლები დავლეწოთ. ხელოვნების ნიმუშებიდან სხვადასხვა სომბოლოები ამოვჩხაპნოთ ან გადავღებოთ და ა შ.  მაგრამ, სანამ ძეგლებს დავდგამთ, სანამ ცხედრებს სადმე დავასვენებთ, სანამ რამეს განვადიდებთ კარგად უნდა დავფიქრდეთ რომ მერე ნგრევა არ მოგვიხდეს.

1992 წელს გაზეთ “ქართულ კულტურაში” ჟურნალისტი თეიმურაზ მეტრეველი მომხდარის გამო წერდა: “მტვერს ლამის მთელი რუსთაველის პროსპექტი მიჰქონდა. სპობდნენ და ანადგურებდნენ… ქართული ხელოვნების ნიმუშებს, თვით ჩვენი უკვდავი იაკობ ნიკოლაძის ნახელავს. ნგრევის მოტივი ერთობ სადა და ნათელი იყო, რომ არ ვთქვათ –პრიმიტიული: ეს ნაწარმოებები ძველ კერპებს განადიდებდნენ”. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ედმონდ კალანდაძემ მტვერი ჩამოიბერტყა იმელის შენობიდან ჩამოფხეკილი ჰორელიფების გამო.

მოკლედ, მგონი შევთანხმდით, რომ პოლიტიკური მდგომარეობა ცვალებადია, პანთეონები კი სამარადისოდ არსებობემ ხოლმე, არც ნეშტები გარბიან სადმე და ყოველთვის მოვასწრებთ მათ დასვენებას პანთეონში. იქნებ მერიის ის იდუმალებით მოცული ჯგუფიც მეტი პასუხისმგებლობით  მოეკიდოს ამ საქმეს. ისიც გაგვაგებინონ რა პრინციპით გადაარქმევენ ხოლმე ქუჩებს სახელს, მე პირადად ძალიან მაინტერესებს კრილოვის ქუჩას რატომ გადაარქვეს სახელი, რატომ დგამენ ან იღებენ ხოლმე ძეგლებს,რა დამსახურების გამო  მიანიჭებენ ხოლმე ჩემი ქალაქის სახელით საპატიო თბილისელის წოდებას და სხვა მრავალი. არა, მედლებს და წოდებებს კი არ ვამადლი ვინმეს, ღმერთმა შეარგოთ, მაგრამ მაინც მაინტერესებდა.

Advertisements

6 thoughts on “ვის დავუდგათ ძეგლი და ვის მივუჩინოთ სამუდამო სამყოფელი პანთეონში

  1. შეფასების და დამსახურების კრიტერიუმებზე დავედით მე მგონი.

    სიმართლე გითხრა, მე მგონი, გარდაცვლილის განვლილი ცხოვრების ანალიზით ნაკლებად მოიკლავს ვინმე თავს. ამიტომ გვაქვს ის რეალობა რაც გვაქვს.

    ისე ვერაფერს იტყვი: აკაკი ბაქრაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ელენე ახვლედიანი, დავით კაკაბაძე და ჯაბა იოსელიანი

  2. სწორია: დაახლოებით, შეცდომაა: დაახლოვებით

    დანარჩენში გეთანხმები : )

  3. გამოსავალი მგონი ერთია: ძეგლები- ბორბლებზე, ქუჩებს- კედლის კალენდრის მსგავსი აბრა, მიცვალებულები-განჯინებში 🙂 საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერაფერს იტყვი

  4. რა სისულელეა, რა დროც არ უნდა გავიდეს, ილია ჭავჭვავაძე, აკაკი წერეთელი და ა.შ ყოველთვის იქნება ღვაწლმოსილი სამშობლოს წინაშე – შესაბამის დროსა და სივრცეში! რა დროც არ უნდა გავიდეს სტალინი ჩვენი მტერია! უბრალოდ მტერი და მორჩა! – არც მისი დედის და არც ჯაბა იოსელიანის (ასევე საქართველოს მტერი) ადგილი პანთეონში არ არის! ამ ლოგიკით ჩამოვასვენოთ შაჰ აბასები და თემურ ლენგები და დავიმარხოთ თავზე. ეგ იგივეა პუტინს მიაკვდეს ძაღლი სულში და ეეგც ჩვენს პანთეონში ჩავმარხოთ – ისე ახლო მომავალში თუ ჩაძაღლდება, პირიქით კარგი იდეაა – რამდენი გადაფურთხება მოგვინდება იმდენი შევურბენთ ხოლმე და ვცემთ პატივს. ანუ ქართველებმა საკითხის არსში ჩაწვდომა უნდა ვისწავლოთ რა! გაიგეთ ხალხნო – პანთეონი არის ადგილი სადაც უნდა იყოს დაკრძალული ის პირები, ვინც თავის დროში, არსებულ რეჟიმში მოღვაწეობდა !საქართველოს! საკეთილდღეოდ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s