სამარხვო ბლოგი

ეშმაკის საზღაური

%(count)s კომენტარი

ის დგას მედიდურად, დაკვირვებული მზერა აქვს, ცდილობს არაფერი არ გამორჩეს, მკაცრი წარბები არ ირხევა. ალესილი შავი ფერის პრიალა რქები აქვს და ტუჩთან პატარა შავივე ხალი. ბაფომეტს არ ჰგავს, პირიქით, სადო-მაზო სექსის მოყვარულებს ძალიანაც გაუხარდებოდათ მისი ხილვა. თუმცა, არა ზოოფილებს, მათთვის უფრო თხისთავიანი და ჩლიქებიანი პერსონაჟია განკუთვნილი.

როცა ჩვენ ძაღლების პოზაში ვჟიმაობთ, მე მას ყოველთვის ვამჩნევ ჩემ საწერ მაგიდაზე შემოსკუპებულს. ამ დროს გზნებით კივის იან გილანი და ლაპლაპარქებიანიც რიტმულად აქანავებს ფეხებს, რომლებიც საწერი მაგიდიდან ჩამოუშვია. თომ იორკის ხმაზე კი ყოველთვის სახემოღუშული ზის და თითქოს ერთი სული აქვს როდის გავათავებთ და როდის დაიძვრენს თავს ამ სამსახურიდან… ძნელი უნდა იყოს ეშმაკად მუშაობა.

ის იწერს ყველაფერს, აღწერს ჩვენ თითოეულ უბრალო მოძრაობას, სპულპულოზურად ინიშნავს ყოველ დეტალს და ამ კომპრომატებით სავსე უბის წიგნაკს საგულდაგულოდ ინახავს. ამის მერე ყავას სამისთვის გავაკეთებ, მასაც ხომ უნდა.

ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ის აქ არის, მანაც იცის, რომ ჩვენ ეს ვიცით. ის ყურს უგდებს ჩვენს თითოეულ სატელოფონო საუბარს, კითხულობს sms-ებს და facebook-ის pm-ებს. ჩემგან განსხვავებით არც translate.google.com-ის გამოყენება სჭირდება, როცა ინგლისურად მწერ ინტიმურ წერილებს. თუმცა, ვერასდროს ვხვდებოდი ამ ენას რატომ იყენებდი ასეთ დროს.  მე რუსული უფრო მეთბილება, მესექსუალურება, მესიყვარულება და მეგლამულურება.

Big brother  is watching you! მაგრამ, ყოველთვის მხოლოდ ყურებით არ შემოიფარგლება. ცელქია და თავს ვერ იკავებს, გვანიშნებს, – აქ ვარ, მეც ვარსებობ, ჰეი, მომაქციეთ ყურადღებაო! მაგრამ, ჩვენ მაინც არ ვიმჩნევთ. არ გახსოვს გუშინ შარვალზე ლუდი რომ გადაგასხა? როცა კისერში გკოცნი, მასაც ყოველთვის ებერება კერტები, მაგრამ ახსოვს რომ სამსახურშია და თავისსავე ადგილზე რჩება. ისე, ცუდი არ იქნებოდა ერთხელ threesome შეგვეთავაზებინა მისთვის, იქნებ ამის შემდეგ  უფრო ნაკლები სიბეჯითით შეადგინოს ანგარიში.

მე მიყვარს შენი კანის სუნი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შავ კაშნესთან ერთად დამიტოვე. ეხლა ჩემ თეთრეულს ისევ შენი სურნელი ასდის. გაყინულ ტერფებს საბნის ქვეშ ვმალავ და ვიცი რომ ახლა შენც ჩემზე ფიქრობ.ვოლანდი კი ისევ აგრძელებს ამ აკრძალული relationship-ის მფარველობას. მარცხნივ შენ წვები.

Advertisements

One thought on “ეშმაკის საზღაური

  1. მე რუსული უფრო მეთბილება, მესექსუალურება, მესიყვარულება და მეგლამულურება.

    რუსული ბევრად ლამაზი ენაა და ბევრად მდიდარიც

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s