სამარხვო ბლოგი

ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან

3 Comments

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბლოგერები მიგვიწვია ბორჯომის ვიზიტრთა ცენტრში. სამწუხაროდ, აქამდე ამ შეხვედრის შესახებ დაწერა ვერ მოვახერხე (ჩემი კომპიუტერი მწყობრიდან იყო გამოსული, ბლოგერებსაც გვემართება ხოლმე ასე). თუმცა, იმ ბლოგერებმა, ვინც ამ შეხვედრას არ დასწრებია, ამის გამო შეშფოთებაც მოასწრეს. ერთნი ფიქრობენ, რომ დამოუკიდებელი ბლოგერები მინისტრებთან შეხვედრებზე არ უნდა დადიოდნენ, მაგრამ რატომ არ უნდა დადიოდნენ, ამას აღარ გვიმხელენ, მეორენი კი ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა ერთის მხრივ გოგა ხაჩიძის პიარს ემსახურებოდა, მეორე მხრივ კი ამ რამდენიმე ბლოგერის დაპურებას. იქიდან გამომდინარე, რომ პოზიტიურზე მეტი, ნეგატიური პოსტი დაიწერა, მგონი, პიართან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, დაპურებას რაც შეეხება, ვიტყვი რომ მთლად ასეც არ გვშია.

ჩემი აზრით, ასეთი ტიპის შეხვედრები ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი მოვლენაა, როდესაც მთავრობის რომლიმე წევრს სოციალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი უჩნდება და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს. დამეთანხმებით, ამისი ფუფუნება ხშირად არ გვაქვს და მეც ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ ასეთ შანსზე მეთქვა უარი.

შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, უკლებლივ ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი, რომლებიც ძირითადად რეკრეაციულ ზონებს, თბილისში გამწვანების პრობლემას და სხვა მსგავს საკითხებს ეხებოდა. ვერავინ იტყვის იმას, რომ საქართველოში გარემოს დაცვითი კუთხით საამაყო ვითარება გვაქვს და ვერც ვერავის ექნება იმისი ილუზია, რომ ეს პრობლემები რამდენიმე დღეში გადაიჭრება, თუმცა მთავარ პრობლემად სწორედ, ინფორმაციულ ვაკუუმს მივიჩნევ. ტრადიციული მედია ჯეროვნად ვერ/არ აშუქებს გარემოს დაცვით საკითხებს, ამისი მიზეზი, ალბათ, საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს, კომერციული არხები მაყურებელს/მკითხელს აწვდიან იმ სახის ინფორმაციას, რაც აინტერესებთ.

ყველამ კარდაგ ვიცით, რომ გარემოს დაცვითი საკითხები ჩვენ ქვეყანაში არც ნომერ პირველი პრიორიტეტია, არც მეორე, არც მესამე და საერთოდ ყველა ერთობ ინდიფერენტულია გარემოს მიმართ. საზოგადოებას “პიდარასტები”, “იაღოველები”, სომხები და სხვა მარგიმალიზირებული საზოგადოებრივი ჯგუფები უფრო აშფოთებს, ვიდრე დაცული ტერიტორიები და ეს ფაქტია. რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, როდესაც ბათუმში მითიური გეი აღლუმი უნდა ჩატარებულიყო? რამდენი ადამიანი გამოვიდა “სარწმუნოების დასაცავად”, როდესაც საქართველოს პარლამენტმა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციაში გატარებასთან დაკავშირებით კანონი მიიღო? რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, როდესაც თბილისის საკრებულომ დიღმის ტყე-პარკს რეკრეაციული ზონის სტატუსი მოუხსნა? დიახ, ნული, საზოაგადოებას საერთოდ არ აინტერესებს გარემოს დაცვითი საკითხები და ისევ “პიდარასტები” და “იაღოველები” უფრო აშფოთებს, ამიტომაც, სანამ ასე იქნება თბილისის საკრებული გააგრძელებს რეკრეაციული ზონების ნულამდე დაყვანას და ნურც ნურავის გაგიკვირდებათ.

ახლა უშუალოდ ამ კონკრეტულ სამინისტროს რაც შეეხება. ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ თურმე მინისტრიც აცნობიერებს, რომ დაცული ტერიტორიები უნდა იქმნებოდეს არა ტურუზმისთვის, არამედ  კონსერვაციისთვის, მისი მთავარი ფუნქცია ბიო მრავალფეროვნების შენარჩუნება, ცხოველთა და მცენარეთა ენდემური სახეობების გადარჩენაა. ასევე საუბარი შეეხო ბრაკონიერების პრობლემას. მივიღეთ პასუხი მტკვისთვის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებით, თურქულ მხარესთან წარმოებს მოლაპარაკებები და მტკვის კალაპოტის მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება, ის ცვლილება კი რაც დაგეგმილია, მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს მტკვარს.

თუმცა, ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა საზოგადოების ჩართულობაა და თუ გარემოს დაცვითი საკითხებისადმი მოქალაქეების ინტერესი გაიზრდება, ყველა პრობლემა უფრო მალე მოგვარდება. გარემოს დაცვის სამინისტრომ შექმნა ახალი გვერდი სოციალურ ქსელ facebook-ზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დასვას კითხვები, სამინისტრო კი გვპირდება, რომ უპასუხოდ არც ერთი კითხვა არ დარჩება და მივიღებთ კომპეტენტურ პასუხებს, მათ შორის პირადად მინისტრისგანაც.

Advertisements

3 thoughts on “ბლოგერების შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან

  1. მეც ვერ მოვახერხე აქამდე.
    ვიდეოებს ატვირთავ იუთუბზე და მალე დავაფაბლიშებ:)

  2. გამოხმაურება: შესყიდული ბლოგერები « მანქიერი ბლოგი

  3. გამოხმაურება: ბლოგერები – კონა 10 კაპიკად

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s