სამარხვო ბლოგი

Just another facebook friend

17 Comments

მაგიდაზე დადგმულ ბოთლში დაახლოებით ორი ჭიქისთვის სამყოფი არაყია დარჩენილი. ამ დროს ზურა შემოვიდა. ჩამოვასხი ოროსთვის და გავუწოდე ჭიქა. იმათ გაუმარჯოს, ვისაც ვუყვარვართ და ჩვენ არ ვიცითო. გაკვირვებულამა შევხედე, – როგორ შეიძლება ვინმეს ვუყვარდე და არ ვიცოდე-მეთქი, – ეს გავიფიქრე და მეც გადავკარი არაყი.

თუ ვინმე მიყვარს, ყოველთვის მაშინვე ვეუბნები. თუ ვბრაზდები,  – აღარ მიყვარხარ-მეთქი, ამასაც მაშინვე მივახლი. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, ძირითადად მეგობრებზე ვრცელდება, მაგალითად კნუტი უკვე იმდენჯერ შევიყვარე და გადავიყვარე, რომ გინესის რეკორდების წიგნში შესვლაზეც  შემიძლია მქონდეს ამბიცია.

მაგრამ, ყოველთვის ასე ხომ არ არის. ამ დროისათვის facebook-ზე ზუსტად 785 მეგობარი მყავს. ჩემი და ჩემი მეგობრების უმრავლესობის შემთხვევაში facebook-ი არ არის ადგილი, სადაც დღეში ორი-სამი საათით შევიხედავ, ჩატით ვისარგებლებ, რამე ემო სტატუსს დავალაიქებ და გამოვალ. ეს ამ პოსტისთვის მკითხველთა სრული უმრავლესობისთისაც არის ადგილი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო ნამდვილი იყოს ვიდრე რომელიმე სხვა. ვაშეარებთ ყველაფერ იმას რაც გვინდა რომ ყველა დანარჩენს ან მათ ნაწილს ვუთხრათ. ვსაუბრობთ საჯაროდ თუ დახურულ ჯგუფებში საჯარო თუ საზოგადოების სხვა ნაწილებისთვის ტაბუირებულ თემებზე. ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენ მიერ ახალ აღმოჩენილ მუსიკალურ შედევრებს, ვიწონებთ სტატიებს და პოსტებს, გამოვთქვამთ გულისტკივილს ჯობსის, ჯექსონის, ჰიუსტონის და სხვათა გარდაცვალების გამო და სხვ. მოკლედ ეს არის უსაზღვრო სივრცე, სადაც ჩვენი ყველა ემოცია თუ რაციონალური განსჯის შედეგად მიღებული აზრი იყრის თავს. ამ სახელმწიფოში, რომელსაც ქართული facebook-ი ქვია (იმედია სეპარატიზმში არავინ დამდებს ბრალს), ვიბადებით და ვმოღვაწეობთ, ზოგჯერ თავსაც ვიკლავთ (დეაქტივაციას ვუკეთებთ ექაუნთს), ჩვენც,  facebook-ელ ქართველებსაც ღამღაბოთ გვითავდება სიგარეტი და ჩვენც ისევე ვწუხვართ ამის გამო, როგორც ნებისმიერი სხვა მწეველი, ჩვენც გვაბრაზებს ჩვენთვის მიუღებელი აზრები და ჩვენც გვიყვარდება.

როგორც ზევით ავღნიშნე, ახლა 785 ფბ მეგობარი მყავს, ჩემი მეგობრების 99%-საც რამდენიმე ასეული. ყოველდღიურად აქტიურად ვურთიერთობთ ერთმანეთთან სხადასხვა ფორმით. თუმცა, ეს არის უბრალოდ ურთიერთობა, არა ღრმა, არა მნიშვნელოვანი. ასეულობით ადამიანში კი შეიძლება იყოს ვიღაც ისეთი, ვინც ყოვედღიურად კითხულობს შენს ვოლ-პოსტებს, ისმენს youtube-დან დაშეარებულ სიმღერებს, შენს ყოველ აქტივობას ადევნებს თვალს და არც ერთი დეტალი არ რჩება. შესაძლოა, ყოველდღიურად შემოდიოდეს შენს პროპილში და გაფაციცებით აკვირდებოდეს შენს თითოეულ ნაბიჯს, შენ კი სრულებით, სრულებით არაფერი იცოდე ამის შესახებ. შენთვის ის მხოლოდ შვიდსარაღაციდან ერთ-ერთია რომლის პროფილ ფიქიც კი არ გახსოვს.

Advertisements

17 thoughts on “Just another facebook friend

  1. შვიდსარაღაციდან ერთ-ერთი ❤

  2. ეს კომენტარების მოდერაცია რა პონტია?

  3. ფბ–ს აღდგენამდე დამრჩა 2 დღე… 🙂

  4. სათაურმა მიმიზიდა ❤

  5. :/ მართლა ეგრეა 😐

  6. ბოლო აბზაცი ,,მეცნო ” 🙂

  7. მე თუ მკითხავ პირდაპირ უნდა ანიშნო ადამიანს …მაზოხიზმია სხვაგავარად 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s