სამარხვო ბლოგი

ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური პროგრამა

11 Comments

ინტერნეტში ბოდიალისას ერთ ძალიან საინტერესო საიტს წავაწყდი, ეს არის ონლაინ პროგრამა ინგლისური ენის შესასწავლად. ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია, ეს ენა ვერც შევიყვარე და შესაბამისად ვერც შევისწავლე. როგორც კი სწავლას ვიწყებ ხოლმე, მაშინვე სულ ნაირ-ნაირი პრობლემები ჩნდება, ჩემი ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელი სიტყვების წარმოთქმის დროს  იმდენად სასაცილოდ ამოძრავებდა ტუჩებს, რომ სიცილს ვერ ვიკავებდი და ვხვდებოდი, რომ ამას ინგლისურთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. ხოლო, რაც სასაცილოა, ის სარგებელს ვერ მოგიტანს, ვეღარასდროს მოეკიდები სერიოზულად.

ახალი ენის შესწავლასთან დაკავირებით, ყოველთვის არის ერთი მთავარი პრობლემა, ძალიან მოსაწყენი და შრომატევადია, შედეგი კი ძალიან გვიან მოდის, უფრო სწორად გვიან ვამჩნევთ, მანამდე კი სანამ შევამჩნევთ, რომ თურმე რაღაც გვისწავლია გვბეზრდება და თავს ვანებებთ. მასწავლებლები უამრავი სრულებით უსარგებლო რამის სწავლას გვავალებენ და ჩვენც იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხვდებით ეს რაში შეიძლება გამოგვადგეს, უარს ვამბობთ ენის შესწავლაზე. ასე მაგალითად, დაახლოებით 3 თვის წინ ვცადე გერმენული ენის შესწავლა, რამდენიმე გაკვეთილზე მივედი, მასწავლებელი ძალიან ავტორიტეტული იყო და რეკომენდაციაც ისეთმა ადამიანმა გაუწია, ვისაც ვენდობოდი. მეორე თუ მესამე გაკვეთილზე მეუბნება დას თელეგრაფერ (მგონი, ასე იყო), ეს სიტყვა ტელეგრაფისტს ნიშნავსო. -ჰა? რა ტელეგრაფისტი?! რაღადროს ტელეგრაფისტია, ქართულადაც არ გამომიყენებია ეს სიტყვა არასდროს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიტყვის გერმანულ ენაზე ცოდნა გამომადგეს ოდესმე. მოკლედ, ეს ყველაფერი იმით დასრულდა რომ მეცადინეობას შევეშვი.

ეხლა ვაპირებ ისევ ინგლისურს მოვკიდო ხელი, ამჯერად teach.ge-ს პროგრამით. რით არის ეს პროგრამა სხვებზე უკეთესი:

1.      გაგიტაცათ;
2.      ჩაგითრიათ;
3.      გაგიჩინათ აზარტი;
4.      გაგიჩინათ რწმენა, რომ თქვენ შეძლებთ ინგლისურის შესწავლას;
5.      მოგგვარათ კმაყოფილების გრძნობა, რომ დღეს იცით  იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე იცოდით გუშინ.
გარდა ამისა, თქვენ არ გეძლევათ საშინაო დავალება, სწავლობთ მაშინ, როდესაც ამის სურვილი გაქვთ და რა თქმა უნდა, როდესაც გაქვთ ხელმისაწვდომლობა ინტერნეტზე.

ეს კი ლინკი ამ პროგრამის ფბ გვერდზე.

Advertisements

11 thoughts on “ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური პროგრამა

  1. მე ინგლისურად ვკითხულობ, ვცდილობ, ფილმები ვნახო..

    ერთი წელია უკვე ვეჯაჯგურები და თავისუფლად ვიგებ წაკითხულს, ფილმებიც მესმის, მაგრამ ლაპარაკის კომპლექსი მაქვს.

  2. რაღაც საინტერესო ჩანს ! 🙂

  3. და ასეთი საიტი, ოღონდ ფრანგული ენის შესასწავლად, არ არსებობს? :>

  4. ინგლისური უადვილესი ენაა:)
    მაშინ გერმანულის გრამატიკაზე რაღა უნდა ითქვას..
    აი მე რუსულთან მაქვს სერიოზული პრობლემა:(

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s