სამარხვო ბლოგი

ო იღბლიანო – ლინდსეი ანდერსონის შედევრი

10 Comments

O, lucky man არის ლინდსეი ანდერსონის 1973 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც რეალურად წარმოადგენს პასუხს სტენლი კუბრიკის 1971 წლის ფილმზე – “მექანიკური ფორთოხალი”. მთავარ გმირსაც ორივე ფილმში ერთი და იგივე მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი ასრულებს.

არ მიყვარს კონფორმისტები, არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს და ამ ფილმსაც -“ ო, იღბლიანოს”, ალბათ სწორედ იმიტომ ვეტრფი, რომ ეს მათ შესახებაა. რა თქმა უნდა ამ ფილმში კონფორმიზმის აღწერის გარდა კიდევ სხვა უამრავი ღირსებაა, მაგრამ არის ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც ცუდ დღეში ძალიან ბევრჯერ ჩავუგდივარ სკოლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, ეს კითხვაა – რატომ?

რატომ? ერთი ჩვეულებრივი უწყინარი სიტყვაა, რომელმაც, წესით, არც არავის უნდა მოუტანოს ვნება, მაგრამ უფროს ძმას არ უყვარს როდესაც მას ამ კითხვას უსვამენ, არც ერთ უფროს ძმას! ეს აღიზიანებდათ ჩემ მასწავლებლებს სკოლაში, როდესაც ვერ ვხვდებოდი ფიზ.კულტურის გაკვეთილზე რიგზე გათვალს რა სარგებელი უნდა მოეტანა ჩემთვის და სწორედ ეს იყო ჩვენი ფიზკულურის გაკვეთილი – რიგზე გათვლა – ამით იწყებოდა გაკვეთილი, ამით გრძელდებოდა და მთავრდებოდა, მეტი არც არაფერი გვისწავლია. დღემდე ვერ გამიგია  რატომ არ შეიძლებოდა მათემატიკის უჯრიან რვეულში ხატვა, თუ ის არაფერს არ უშლიდა ხელს ან და რატომ დააშორა ჩემმა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მერხებს თავისი მაგიდა. ამაზეც ვიკითხე რატომ-მეთქი. თურმე, იმიტომ რომ მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის დისტანცა სივრცულადაც უნდა ყოფილიყო გამოხატული. გაჩნდა კიდევ ერთი “რატომ”. რატომების სერია გაგრძელდა უნივერსიტეტშიც, სადაც გვქონდა ერთი ასეთი დისციპლინა,- ” ჟურნალისტიკის ტექნიკური საშუალებები” და აქ ვსწალობდით როგორ ისხმებოდა მეოცე საკუნის შუა ხანებში მატრიცები, როგორ ეზიდებოდნენ თვითმფრინავებით ამ მატრიცებს მოსკოვიდან თბილისში, რათა “კომუნისტი” დაბეჭდილიყო და სხვა მრავალი, სამაგიეროდ არ მისწავლია უამრავი ფუნდამენტური რამ, ისეთი რაღაცები, რისი ცოდნაც მოგვიანებით მართლა დამჭირდა ჟურნალისტურ პრაქტიკაში, მაგრამ ის ჩემთვის არავის უსწავლებია.  ყოველ წამს მიჩნდება კითხვა “რატომ” და ამის პასუხებს ვერსად ვპოულობ.

ჩემი ღრმა რწმენით, “რატომ” არის მთავარი იარაღი ყოველგვარი უსარგებლო კონსერვატიზმის წინააღმდეგ, კონსერვატიულ ტიპებს არ უყვართ “რატომ”. ისინი ვერ იტანენ ეჭვის შეტანას იმაში, რაც აქამდე  უკვე იყო და ეს არის განვითარების უმთავრესი შემაფერხებელი მუხრუჭი, რომელიც არ გაძლევს შეცვლის, წინ წასვლის საშუალებას. “რატომ” არის ის, რაც ძირს უთხრის ყველაფერ საფუძველ გამოცლილს.  “რატომ” ქმნის მომავალს.

კონფორმისტებს, რომლებსაც ეს კითხვა არ უჩნდებათ, არ შეუძლიათ ქმნადობა, ისინი მორჩილებენ. მორჩილებენ სისტემას რითიც უნდა იყოს ეს გამოხატული,  კანონებით, საზოგადოებრივი მორალით, ვინმე ავტორიტეტულის მიერ დადგენილი წესით, წარმართული ტრადიციით, რელიგიის კარნახით თუ სხვა.

“მეამბოხე სული” ეს სიტყვათშეთანხმება ბევრჯერ მსმენია, ამის (მეამბოხე სულის) ქონა საამაყოა, ამ წოდებას მიანიჭებენ ხოლმე იმგვარ ადამიანებს, ვინც რაიმე საგმიროს ჩაიდენს, არ დაემორჩილება, არ გაჩუმდება, არ დადგება იქ, სადაც არ უნდა იდგეს. მაგრამ, არსებობენ ისეთებიც ვისაც ეტყვიან გაიღიმეო, მას არ გაუჩდება ეჭვი, ან ამ ეჭვს თავის თავშივე ჩაკლავს და გულშიც კი არ გაივლებს,-“კი მაგრამ, რატომ?”

გახსოვთ ალბათ, თბილისის ქუჩებში  და მიწისქვეშა გადასასვლელებში რამდენიმე წლის წინ რომ გამოჩნდა წარწერები “რატომ?”  წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყვნენ ისინი, ვინც ამას წერდა, რამდენად ჯანსაღი მიზნები ამოძრავებდათ ამ ადამაინებს, ან რა უნდოდათ საერთოდ, მგონი რაღაც ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა იყო, მაგრამ როცა ამ წარწერას ვხედავდი კედელზე, სულ მიჩნდებოდა შეგრძნება რომ თბილისში ლინდსეი ანდერსონი დადის ღამღამობით მიწისქვეშა გადასასვლელებში და აკეთებს წარწერებს –  “რატომ”?

Advertisements

10 thoughts on “ო იღბლიანო – ლინდსეი ანდერსონის შედევრი

  1. რატომ? :დ :დ

    რატომ არის კითხვა, რომელიც მოითხოვს პასუხს, და რადგან ღიზიანდებობდნენ, სავარაუდებელია რომ პასუხი არ ჰქონდათ. პასუხს ვერ გასცემ, ესე იგი სუსტი ხარ 🙂
    იმჰო…

    შენც არ გაწყენდა ერთი კარგი “რატომ” :დ :დ შენი რეაქცია მაინტერესებს :დ

  2. ფილმი-უმაგრესი, კითხვა რატომ-კრიტერიუმი პიროვნულობის შესაფასებლად.კარგი პოსტია, დამოკიდებულება-კიდევ უკეთესი 🙂

  3. რატომ არის ეს პოსტი ასეთი კარგი?

  4. რატომ გეპარება ეჭვი?

  5. უნდა იყო ❤

  6. ჰო უნდა იყო დარწმუნებული, მართლა კარგი პოსტია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s