სამარხვო ბლოგი

რატომ თეატრი

7 Comments

თეატრი საოცარი ადგილია. ყოველ დარბაზს თავისი, უნიკალური აურა  აქვს. ყველა დარბაზში სხვადასხვა რამეს ვგრძობ, ის სპექტაკლის ნაწილია. აი, მაგალითად, რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი. აქ ნამდვილი ბურჟუა ვხდები, ვუყურებ დარბაზის კედლებზე შესრულებულ დახვეწილ ორნამეტებს, იწყება სპექტაკლი და მაგიურ სივრცეში ეხვევა მთელი დარბაზი, საიდანაც გამოსვლა ძნელია. ვეხვევი ამ საბურველში და ჩემში რაღაც იცვლება.

თეატრს აქვს რაღაც განსაკუთრებულად ინტიმური, გლამურული. იწყება სპექტაკლი, ზიხარ ვინმესთან ერთად და ერთდროულად განიცდით რაც თქვენ წინ ხდება. უყურებთ არა მანამდე გადაღებულსა და დამონტაჟებულს, არა! აი, იმ წამს მიმდინარე ცოცხალ პროცესს.  თქვენ ორნი, გვერდიგვერდ სხედხართ, გრძნობ მის ხელებს. სცენიდან მომდინარე ემოციების დუღილი პიკს აღწევს, თქვენ სხედხართ გვერდიგვერდ, ერთად გრძნობთ, ერთად განიცდით, ორივე ამ წამს, ერთსა და იმავე სივრცეში  ერთსა და იმავეს გრძნობთ მთელი გულით და გრძნობ მის კანს შენს ხელზე.

არ აქვს მნიშვნელობა სცენაზე გლოვობენ თუ ზეიმობენ, ტრიუმფია თუ მარცხი, სცენიდან პარტერში მოედინება ენერგიის ნაკადი რომელიც არ ჩერდება და შენს ემოციურ სისტემაში აგრძელებს დინებას სპექტაკლის დამთავრებიდან კიდევ დიდი ხნის მანძილზე.

ერთხელ მწერალმა ხატია შიუაშვილმა მისი სექსისადმი დამოკიდებულების შესახებ მითხრა,- სექსი მაშინ იწყება, როცა ვინმეს ეპრანჭები, ვინმესთვის იცვამო. დიახ, მეც ვეთანხმები მას, მაგრამ ეს ვრცელდება არამარტო სექსზე, არამედ სპექტაკლზეც. სპექტაკლი არ იწყება მაშინ, როდესც მსახიობები გამოჩნდებიან სცენაზე, სპექტაკლი იწყება მაშინ, როდესაც ვემზადები თეატრში წასასვლელად, ვიცვამ მისთვის, საგანგებდ ვივარცხნი თმას, ვეპრანჭები იმ კოსმიურ ენერგიას, რომელიც სპექტაკლის დაწყებისთანავე შემიპყრობს.

Advertisements

7 thoughts on “რატომ თეატრი

  1. მეც მასე ვარ, საოცარი გრძნობაა, რომ შედიხარ, ჯდები შენს სკამზე და იტრუნები მოლოდინში და როცა ფარდა იხსნება რეალობა სადღაც შორს რჩება… ასეთი შეგრძნება მხოლოდ თეატრმა იცის. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ რატომღაც ჩვენმა თეატრებმა დაკარგეს ეს სასაწაულმოქმედი ძალა…ძალიან ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ მგონი ქართული თეატრი სასიკვდილო სარეცელზეა, როგოც ქართული კინო…

    • თეატრის ხარისხი მაყურებლის მოთხოვნა-გემოვნების პირდაპირპროპორციულია. თეატრი იქნება იქამდე სანამ ქვეყანაში იარსებებს თუნდაც ორი თავზეხელაღებული ადამიანი ( ერთი რომელიც ყინვაში, მტვერში, უშუქობაში, მშიერი გამოვა სცენაზე და მეორე რომელიც იგივე პირობებში დაჯდება პარტერში და უყურებს) ასე რომ ნუ იტყვით თითქოს თეატრი კვდება, უმჯობესია ხალხის გემოვნება გავაკრიტიკოთ…

  2. Pingback: რატომ თეატრი | Teatri.Ge

  3. Pingback: დაბოლილი მთვარე | Teatri.Ge

  4. ეგ ყველაფერი მაშინ სპექტაკლი თუ ვარგა, მასეთი ბევრია არაა, ისე ყველაზე მეტად ემოციურად დატვირთული ყოველთვის პანტომიმიდან გმოვდივარ, წმინდა გიორგი და კიდევ რამდენიმე, ზე ჰქონდათ:)

  5. Pingback: რატომ თეატრი | ვარკეთილი

  6. აჰამ, ადრე იყო სპეციალურად ემზადებოდნენ თეატრისთვის
    მართალი ხარ, მართალი, ბოლო სიტყვები ოქრო სიტყვებია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s