სამარხვო ბლოგი

ძირს მღვდელი

დატოვე კომენტარი

მეოცე საუკუნის დასაწყისი საქართველოს ისტორიაში კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილისა და გონიერი, ინტელექტუალური ადამიანების ლიკვიდაციით აღინიშნა. არასდროს ვყოფილვარ არც თავგამოდებული სოვეტოფობი და მითუმეტეს არც განსაკუთრებული სიყვარულით გამოვირჩევი რელიგიური მსახურების მიმართ, თუმცა, ის რაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში და მომდევნო პერიოდში ხდებოდა ჩემი ინდიფერენტული დამოკიდებულების საზღვრებს ცდება.

რამდენიმე დღის წინ ბეთანიაში ერთი ძალზედ საინტერესო დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა. რამდენიმე ბლოგერი გასაშუქებლად მიგვიწვიეს, თუმცა შემოთავაზების შემდეგ მე და გოჩა გაბოძემ უღმერთო ჩეკისტების, დათო შუბლაძემ კი წამებული მღვდლის ფორმაც მოვირგეთ.

ფილმი უფრო კონკრეტულად ეხება ბოლშევიკების მიერ ქრისტიანი სასულიერო პირების რეპრესიებს. იმ პერიოდში საქართველოს სსრ-ს ფარგლებში მოქმედებდა სპეციალური ჯგუფი “მებრძოლ უღმერთოთა კავშირი”, რომელიც პასუხისმგებელი იყო კონტრეროვულუციის მომზადებაში მხილებული სასულიერო პირების აღმოჩენასა და ლიკვიდაციაზე. ეს, ალბათ, ის ადამაინები იყვნენ, რომელიბიც საბჭოთა ათეისტურ ქვეყანაში თეისტებს დევნიდნენ, თეოკრატიულ სახელმწიფოში კი ათეისტებსაც ასეთივე შემართებით დაუწყებდბენ დევნას. მათ აქვთ ლეგალური ძალადობის უფლება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელ რეჟიმს ემსახურებიან. მთავარია, საზოგადოება არ დუმდეს, პოსტს კი დავასრულებ გერმანელი ლუთერანი პასტორის მარტინ ნიმიოლერის ცნობილი ლექსით:

„როცა ნაცისტები კომუნისტებს
მიადგნენ,
ხმა არ ამომიღია, რადგან
კომუნისტი არ ვყოფილვარ.
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ
ამომიღია,
რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ.
პროფკავშირებს მიადგნენ და
ხმა არ ამომიღია,
რადგან პროფკავშირის წევრი
არ ვყოფილვარ.
კათოლიკებზე გადავიდნენ და
ხმა არ ამომიღია,
რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ.
შემდეგ მე მომადგნენ…
და აღარავინ იყო დარჩენილი,
რომ ხმა ამოეღო…“

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s