სამარხვო ბლოგი

შენ მოკვდები!

7 Comments

გამარჯობა, მე შენი სიკვდილი ვარ. შენს ორგანიზმში 5 წლის წინ შემოვაღწიე, თუმცა შენ ჯერ ამის შესახებ არაფერი იცი. მყუდროდ იყავი მოკალათებული სტომატოლოგის სავარძელში, მე კი არასტერილური სტომატოლოგიური იარაღიდან ვისკუპე შენს პირისღრუში, ამის შემდეგ კი გზა ღვიძლისკენ გავიკვლიე. შენ მალე მოკვდები, თუმცა, სანამ მოკკვდები დაუცველი სექსუალური კონტაქტით მოახერხებ ჩემი და-ძმები გადაისროლო სხვა ადამაინების ორგანიზმში და ისინიც დააავადო, შემდეგ ჩემი და-ძმები დაიბუდებენ მათ ორგანიზმში და ასე ჯაჭვურად გაგრძელდება უსასრულოდ, ჩვენ გავმრავლდებით როგორც ცაზე ცარსკვლავები და ზღვაში ქვიშა. მე ცე ჰეპატისიტის ვირუსი მქვია და მე შენ მოგკლავ!

თბილისში ჩატარებული კვლევევბის თანახმად ცე ჰეპატიტის გავრცელების დონე 6.7 პროცენტია, თუმცა ეს არის მხოლოდ ოფიციალური მონაცემები, თანაც ძველი. შეიძლება ვარაუდი, რომ დღეისათვის მოსახლეობის 10 % იყოს ინფიცირებული, ყოველი ათი ადამიანიდან – 1. ინფიცირებული ადამიანების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არაფერი იცის, ეს კი უფრო აძლიერებს რისკს, რომ სხვა ადამიანებც დაასნებოვნოს.

ამ ვირუსისგან დაუცველი, ფაქტობრივად არავინ არის. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს ყველგან:

  • სტომატოლოგიურ კლინიკაში, არასტერილური ან საკმარისზე ნაკლებ ტემპერატურაზე გასტერილებული სამედიცინო იარაღებიდიდან, ამიტომ დარწმუნდით რომ პროცედურა სტერილიზაციის ნორმების სრული დაცვით მოხდა.
  • ტატუირებისა და პირსინგის სალონებში, ტატუს გაკეთებამდე დარწმუნდით, რომ ნემსიც და მელანიც ახალია. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს არა მარტო, ნემსით, არამედ მელნიდანაც!
  • კბილის ჯაგრისიდან და სამართებლიდან, როდესაც კბილის ჯაგრისი ვახსენე, ალბათ, გაგეღიმათ და თქვით რომ რატომ უნდა გამოვიყენო სხვისი კბილის ჯაგრისიო, მაგრამ ბავშვებს ხშირად უჩნდებათ სურვილი გამოიყენონ მშობლების კბილის ჯაგრისი. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ამ ფაქტს, თუ თქვენ ინფიცირებული აღმოჩნდით, შეიძლება ოჯახის სხვა წევრებიც დაასნებოვნოთ. ასევე, სიფრთხილით მოეკიდეთ სხვის სამართებელს.
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, ცე ჰეპატიტის ვირუსი ბუდობს არა მარტო სისხლში, არამედ ყველა სითხეში, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი შეიცავს, მათ შორის სპერმაშიც და საშოდან გამონადენშიც.
  • სილამაზის სალონებში, სადაც იკეთებთ მანიკურს ან პედიკურს. ისევე როგორც სტომატოლოგიურ კლინიკაში, აქაც დიდია ინფიცირების საფრთხე! დარწმუნდით, რომ სტერილური ინსტრუმენტებით გიტარდებათ პროცედურა, უმჯობესია თუ თქვენივე ინსტრუმენტებს შეიძენთ, სტომატოლოგიურ იარაღებთან შედარებით, ის ბევრად იაფი ღირს.
  • ძუძუთი კვების დროს, ასეთ სემთხვევაში დიდი შანსია რომ ბავშვის ორგანიზმში შეაღწიოს ვირუსმა.

და ბოლოს, ინექციური გზით, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მომხმარებლებში უფრო დიდია ასეთი გზით ვირუსის გადაცემის საფრთხე , თუმცა საფრთხე მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებლებს არ ემუქრებათ. სისხლის გადასხმის, ან ორგანოს ტრანსპანტაციის დროსაც შეიძლება მოხდეს დაინფიცირება და საერთოდ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს.

ცე ჰეპატიტის ვირუსი ძალზედ მდგრადია და ადვილად განიცდის ცვლილებებს, შემგუებელია ყველა გარემოში. ცე ჰეპატიტის ვირუსს 4°C ტემეპრატურაზე ორგანიზმის გარეთ შეუძლია იცოცხლოს 6 კვირა (!), 25 °C  კი 16 დღე. ცე ჰეპატიტის ვირუსი ათჯერ მეტად გადამდებია, ვიდრე აივ-იფექცია (შიდსის გამომწვევი ვირუსი).

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა იმ საფრთხეს, რასაც ცე ჰეპატიტი ატარებს. ადამიანთა დიდიმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, არის თუ არა ვირუსის მატარებელი. არა და, მაგალითად ფონდი “თანადგომა” მსურველებს სრულებით უფასოდ სთავაზობს ანალიზებნის გაკეთებას.  იცოდე ხარ თუ არა ვირუსის მატარებელი, რათა დროულად იმკურნალო, შეინარჩუნო შენი სოცოცხლე და სხვა ადამაინებიც არ დააავადო!

იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას მცირე ინფორმაცია აქვს ამ ვირუსის შესახებ, ხოლო დიდ ნაწილს კი მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელთა დაავადება ჰგონია, ყურადღებას არ აქცევენ. ცე ჰეპატიტის ვირუსის მატარებლები კი შეიძლება აღმოჩნდნენ დისკრიმინაიის მსხვერპლნი. არანაირ საფრეს არ შეიცავს ამ ვირუსის მატარებელი ადამიანის ტანსაცმელი, საფრთხეს არ შეიცავს კოცნა, ვირუსი თქვენ ორგანიზმში ვერ შემოაღწევს თუ ინფიცირებული ადამიანის ბოთლიდან დალევთ წყალს ან ლუდს, არ გადადის ვირუსი ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. ნუ შეგეშინდებათ ინფიცირებულ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტის.

საქართველოში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ცე ჰეპატიტის მკურნალობა, აქამდე არსებობს მხოლოდ ორი წამალი მის დასამარცხებლად, რისი ღირებულაბც საერთო ჯამში 21 000 ლარს აღწევს. ამასთანავე, ეს განკურნების გარანტიას არ იძლევა. ცე ჰეპატიტის 6 გენოტიპი არსებობს, განკურნების შანსი 2 და 3 გენოტიპის შემთხვევაში 80 პროცენტია, ხოლო 1,4 და 5 გენოტიპის შემვევაში კი ალბათობა მხოლოდ 50%. სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ ცე ჰეპატიტის დაზღვევაზე, ასევე სახელმწიფოც უარს ამბობს დახმარება აღმოუჩინოს დაავადებულ ადამიანებს, საკმარისი სახსრები კი მკურნალობისთვის ადამიანების უდიდეს ნაწილს არ აქვს.

Advertisements

7 thoughts on “შენ მოკვდები!

  1. მამაჩემს აქვს..დედამ გამაფრთხილა სასტიკად,არ გაეკარო მის სამართებელსო,მაგრამ ერთხელაც ამომივარდა თავიდან და/..:( ე.ი. ვსიო?:/ დედა ამბობდა,6 თვის მერე გამოჩნდება ანალიზებშიო,თუ რაღაც..ჰოდა ველოდები 6 თვეს:(

    • ვსიო, არა, სამართებელზე შეიძლება ცოცხლობდეს ვირუსი 4 დღის განმავლობაში. მაგრამ, დიადნოსტიკაზე, რამდენადაც ვიცი ექვს თვეს არ უნდა ელოდებოდე, არ ვარ სპეციალისტი და ზუსტ პასუხს სამწუხაროდ ვერ გაგცემ. მაგრამ, რატომ არ მიმართე სპეციალისტს აქამდე? თანაც, ანალიზის გაკეთება ცე ჰეპატიტზე უფასოა. იმედი მაქვს არ იქნები ინფიცირებული, ჯანრთელობას გისურვებ!

      • ლილე, აღარაა საჭირო 6 თვე ცდა, ზუსტად ვიცი. იმ სამართებლის გამოყენების დროს რამე გაიჭერი?
        რამდენიმე კვირაც საკმარისია რომ გამოჩნდეს. თვე თუ არის გასული უნდა მიხვიდე აუცილებლად.

      • 3 თვეს ეძახიან ფანჯრის პერიოდს. 3 თვეში ყველა ვარიანტში გამოჩნდება : )

        და ისე, რა გინდოდა მამას სამართებელთან ო.ო

  2. სიმპტომები? რა საშინელებაა ეს ჰეპატიტი 😦

    • დაწყებით ეტაპზე სიმპტომები არ აღინიშნება, ღვიძლის დაშლას იწვევს, ღვიძლს კი ტკივილის რეცეპტორები არ აქვს, ამიტომ ტკივილს იქამდე ვერ გრძნობს ავადმყოფი სანამ ღვიძლი არ გაიბერება და კაფსულას არ დააწვება რომელშიც ღვიზლი არის მოთავსებული. მაგრამ, ასევე შეიძლება გახდეს დიაბეტის გამომწვევი მიზეზიც, რაც აღსასრულს კიდევ უფრო დააჩქარებს. სიმპტომები როცა დაიწწყება, ისინი შეიძლება იყოს ასეთი, კანის სიყვითლე, ქაჩვითი ტკივილები ღვიძლის არეში, ადვილად დაღლადობა, მადის დაქვეითება, გულისრევა, მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი.მაგრამ ცე ჰეპატიტი ხშირად მიმდინარეობს ქრონიკულად და უსიმპტომოდ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s