სამარხვო ბლოგი

საოცნებო სამსუნგ გალაქსი ნოუთი

11 Comments

დგება დრო, როდესაც სრულებით უსარგებლო ხდება ისეთი ნივთები, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ორგანაიზერი, ფუნჯი, ფანქარი, კალამი, მარკერი, ფერადი საღებავები, ფურცლები, სახატავი  ტილოები, ქაღალდზე დაბეჭდილი ლიტერატურა, ბეჭდური პერიოდული გამოცემები, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა და უამრავი სხვა რამ. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაქვს სამსუნგ გალაქსი ნოუთი. ბრწყინვალე რამ, რაც შეგიცვლის აქამდე არსებულ ყველა ნივთს და მიხვდები რომ ამ ყველაფრის ცალკ-ცალკე შეძენა უბრალოდ ფულის ფლანგვაა.

ამ უნივერსალური მოწყობილობის შესახებ ჯერ სატელევეზიო რეკლამა ვნახე, შედეგ facebook-ზე წავაწყდი გვერდს, წავიკითხე ანინას პოსტი და ბოლოს პირადად გავიცანი ეს საოცარი რამ, როდესაც ჩემმა მეგობარმა შეიძინა.

ამრიგად, ჩემ wish list-ს კიდევ ერთი დაემატა და ამ სიახლემ სიის პირველი ადგილი დაიკავა. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მის აღმატებულება სამასუნგ გალაქსი ნოუთს! რა არის გალაქსი ნოუთი. ავიღოთ სმარტფონი, დავუმატოთ მას პლამშეტის ფუნქციები,  რვა მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც გააჩნია ავტოფოკუსირება და 4X ზუმი. Full HD ვიდეო კიდევ უამრავი „პრელესწი“, რასაც ვერ ჩამოვთვლი და მივიღებთ სამსუნგ გალაქსი ნოუთს. შეგიძლია ფოტოს ჭკვიანი სტაილიუსით s pen-ით მიაწერო ან მიახატო რაც გინდა, ან ფოტო ედიტორი გამოიყენო და ისეთი სახე მისცე სურათს, როგორსაც ისურვებ. მე პირადად ამ ფუნქციით ძალიან გავერთე.

Samsung galaxy note  არ არის არც სმარტფონი,  არც კომპიუტერი და არც რიდერი, ეს არის ამ  ყველაფრის ბრწყინვალე  ნაერთი. წარმოდგენა არ მაქვს, აქამდე რატომ არ მოუვიდა არავის აზრად გაეეერთიანებინა ეს დივაისები, მაგრამ როგორც იქნა აღსრულდა და შეგიძლია უამრავი მოწყობილობა აღარ ატარო თან.  გქონდეს ერთი და მოსახერხებელი. ამასთანავე, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დატვირთულია ფუნქციურად და ერთდროულად რამდენი ნივთი შეიძლება ჩაანაცვლოს ამ ერთმა, ღირებულებაც ძალიან დაბალი გამოდის.

სამსუნგ გალაქსი ნოუთის ეკრანის გარჩევადობის წყალობით შეგიძლია უყურო ფილმებს საუკეთესო ხარისხით, ითამაშო, იძრომიალო youtube-ზე და ნახო ვიდეორგოლები. თანაც ეს ხომ ლეპტოპის ზომის არ არის,  ჩაისვი ჯიბეში და ყველგან წამოგყვება.

ესეც ჩემი დახატული ჯონი

გალაქსი ნოუთი გაძლევს საშუალებას ელექტრონული წიგნები თუ ჟურნალ-გაზეთები იკითხო დაუბრკოლებლად, თან მის ეკრანზე კითხვა ორმაგად სასიამოვნოა. კითხვის გარდა, რა თქმა უნდა, შეგიძლია წერო კიდეც, მაგრამ არა მხოლოდ სტანდარტული უნიკოდით, არამედ შენივე ხელით S Pen-ის დახმარებით, მოიმარჯვე სტაილუსი და გააკეთე წარწერები ფოტოებზე, ჩანაწერები სოციალურ ქსელებში, ან თუნდაც ხატე. რითი გნებავს ხატვა? ფუნჯით, ფანქრით, პასტით თუ მარკერით? გალაქსი ნოუთი არჩევანს შენ გიტოვებს. მოკლედ, მასთან ერთად ნამდვილად არსად არ მოიწყენ.

ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია, რომ ერთგვარი „ესემესოფობია“ მაქვს, საშინლად ვერ ვიტან ესემესების წერას და არც შემოსულ ესემესებს ვპასუხობ ხოლმე. ვერ ვიტან ჩემი მობილურის კლავიატურაზე „კენკვას“. ერთადერთი რა ფუნქციითაც ვსარგებლობ არის ზარების მიღება და დარეკვა. ინტერნეტზე საუბარიც ზედმეტია ჩემი მობილური ტელეფონის ეკრანის ზომის გამო. ერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში ვიყავი კომპიუტერის გარეშე და როდესაც მობილური ინტერნეტის გამოყენება ვცადე facebook-ისა და ბლოგზე პოსტის წასაკითხად ნამდვილ კოშმარად მახსოვს ეს შემთხვევა. მაგრამ გალაქსი ნოუთი ესემესებს დროის მიხედვით აჯგუფებს და შეგიძლია უბრალოდ ეჩატავო სასურველ ადამიანს ესემესების საშუალებით, პლიუს ამას არც პაწაწინა კლავიატურაზე გიწევს კენკვა. სურვილისამებრ კეიბორდს გამოიყენებ ან და სტაილუსით მოხაზავ ისეთ ასოებს როგორიც გნებავს. ეკრანის ზომის საოცრებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, დიდი ბიჭი როცა გავიზრდები, აუცილებლად ვიყიდი ამ მოწყობილობას.

მოკლედ, ეს არის სმარტფონისა და პლანშეტის სრულყოფილი სინთეზი, რომლესაც კიდევ სხვა ფუნქციებიც აქვს დამატებული და ის უკმაყოფილოს არავის დატოვებს.

Advertisements

11 thoughts on “საოცნებო სამსუნგ გალაქსი ნოუთი

  1. გეთრე აქედან… საშინელებაა, მომანდომე :შ

    ეხლა ჯინაზე სულ ესემესებს მოგწერ, 29ში ხო ვთამაშობთ

  2. ყირაზე გადასვლას ვისწავლი, თუკი გალაქსი ნოუთს 300 ლარამდე ჩამოაფასებენ 😉

  3. arada minda. tan rogor .
    sheni da aninas postebis wakitxvis shemdeg shemiyvarda (sun)
    magram sadaa.. 😀

  4. სამსუნგ გალაქსი ნოუთი – მინდა მინდა მინდა! 🙂

  5. სამსუნგ გალაქსი ს2-ზე ვგიჟდები… საერთოდ, დღეს, მსოფლიოში, პირველი ტელეფონია. ოდესღაც სმარტიც პირველი იყო, მაგრამ ყველა ოპერატიულ სისტემას ანდროიდმა “გადაუჯოკრა”… ერთადერთი ფირმა, რომელიც ასე თუ ისე, კონკურენციას უწევს არის “ეპლი” და მისი აიფონი… თუმცა, ჯერ მხოლოდ ს2 სჯობს აიფონს და 3ს-ზე ხომლაპარაკიც კი ზედმეტია… აიფონის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბრენდია… თუმცა, მიმაჩნია, გალაქსი ამ მხრივაც მალე პირველ ადგილს დაიმკვიდრებს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s