სამარხვო ბლოგი

თბილისის ათეშგა

7 Comments

რამდენიმე დღის წინ ათეშგას სანახავად ვიყავი. სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი ნაგებობაა შემორჩენილი. ცეცხლის ტაძარი კლდისუნში, გომის ქუჩაზე მდებაროებს საცხოვრებელი სახლის ეზოში. უფრო ადვილად რომ მიაგნოთ გეტყვით, რომ უნდა აბრძანდეთ ზემო ბეთლემისკენ და გაუყვეთ გზას ნარიყალის მიმართულებით, ათეშგაც იქვე შეგხვდებათ.

ამ კონკრეტული ტაძრის აშენების ზუსტ თარიღს ვერავინ გეტყვით, თუმცა ის შესაძლოა აგებული იყოს ვახტანგ გორგასლის დროს მეხუთე საუკუნეში, როდესაც მაზდეანური გავლენა საკმაოდ ძლიერი იყო (ეს “შუშანიკის წამებიდანაც” კარგად ჩანს) და მეფის კარზე ქრისტიან ეპისკოპოსთან ერთად მოგვთა მეთაურიც მოღვაწეობდა.

მოგვიანებით ცეცხლის ტაძარი მეჩეთად გადაუკეთებიათ, აქ ასევე იყო საწყობი და ვინ იცის საუკუნეების მანძილზე რა ფუნქცია აღარ შეითავსა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თბილისის ოკრობოკრო ქუჩებში შემამულმა მომცრო ზომის ტაძარმა ჩვენამდე მოღწევა მაინც შეძლო, თუმცა ძლიერ დაზარალდა, ამჟამად მას აღარ ამშვენებს გუმბთი, თუმცა 2007-2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავითაც.

აქ კი გთავაზობთ ჩემ გადაღებულ ფოტოებს:


ინტერიერი









Advertisements

7 thoughts on “თბილისის ათეშგა

  1. მაინც საკვირველია,რომ ამგვარი პირობრბის და მიუხედავად,ის მაინც მთლად არ ჩამონგრეულა.

    • ჰო, თან რა ფუნქციებსაც ითავსებდა იმის მერე რამდენი ომი გადაიტანა, ჯერ მაზდეანების დევნა დაიწყეს და ალბათ მაშინ რა დღეში ჩააგდებდნენ ტაძარს, მერე მეჩეთად გადაკეთეს, მერე ისლამის დევნაც დაიწყეს და ალბათ მაშინაც კაი ომს გადაიტანდა ეს შენობა, მოკლედ გმირია.

      • მართლაც! და აი კარგად ნაშენი რომ არის–მაგის ხარჯზეა,რომ კედლები დგას!
        ისე, რამდენი ჩვენი ეკლესია იყო ტავის დროზე ან განადგურებული ან წაბილწული,ისიც გასაკვირია რაც გვაქცს–კიდევ რომ შემოგვრჩა!

  2. კაი გიქნია, აი მე ვერაფრით მივაგენი ათეშგას :შ მერე კიდე ვცდი დალაშქვრას :შ
    კომპასი მათხოვე ოღონდ :დ :დ :დ

  3. სპარსული პოლიტიკის გავრცელებასთან ერთად მსგავსი ნაგებობები ძალიან ბევრი იყო საქართველოში, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელებას, ბუნებრივია, კულტურული მემკვიდრეობის ამ საკულტო ნაგებობის მოსპობა მოჰყვა. ათეშგა უნდა ყოფილიყო იმ ადგილასაც, სადაც ამჟამად, ნეკრესის მონასტრის მიდამოებია კახეთში. აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებაში ჩანს ეს ამბავი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s