სამარხვო ბლოგი

რას წარმოადგენს ქართული ოცნება

8 Comments

ხშირად საუბრობენ ქართულ სულზე,  კიდევ ზეციურ საქართველოზეც, ახლა პოლიტიკური ორგანიზაციაც გაჩნდა “ქართული ოცნება”. მე მაგალითად, გულწრფელად მაინტერესებს როგორია ეს ქართული სული, რით განსხვავდება ის სხვა სულებისგან, ვთქვათ ამერიკული, ყაზახური ან და თუნდაც, ტაჯიკური სულისგან. რა მახასიათებლებით გამოირჩევა, აქვს თუ არა მას რაიმე უპირატესობა სხვა სულებთან შედარებით.  როგორ გამოიყურება ძნელი დასადგენია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის შეიძლება გამოიყურებოდეს დაახლოებით ასე, როგორც ამ ფოტოზეა მოცემული, ან და ასე როგორც აქ არის. არ შეშინდეთ, ამ ფოტოებზე აღბეჭდილია უწყინარი (?) ქრისტიანული ტრადიცია “ლომისობა”.  ქართული სულის თუ უფრო სრული სურათი გვინდა, რა თქმა უნდა, google-ს უნდა მივმართოთ, რათა გავარკვიოთ როგორ აღიქვამს თავის სულს ქართველი ერი. მაშ ასე იხილეთ აქ. როგორც google-მ გვითხრა ქართული სული წარმოადგენს ძირითადად შემდეგ გამოსახულებებს: ბევრი ჩოხიანი ყმაწვილი, პოლიციელების მიერ ახალგაზრდის საკმაოდ უხეში ფორმით დაკავების სცენა, პატრაირქი ილია მეორე, ბიძინა და ბერა ივანიშვილები, “შპილკებიანი” პატარა ბიჭი და ას დოლარიანი კუპიერებით გამოჭედილი ოთახი. ხოლო, თუ კი მხოლოდ სიტყვა “ქართული”-ს აკრეფით გვენდომება კვლევის ობიექტის გაცნობა, პირველ რიგში დოგი სთაილში ან და რომელიმე სხვა სექსუალურ პოზაში დამდგარი შიშველი გოგოების ფოტოები მოგხვდებათ თვალში. მოკლედ, ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ, საკმაოდ დამაბნეველი სახეა და ქართული სულის ვიზუალური გამოსახულებაც კვლავ ისეთივე მისტიურია როგორც კვლევის დაწყებამდე იყო.

მოდი, ახლა შევეცადოთ გავარკვიოთ რა არის ქართული ოცნება,  ქართული ოცნება ბრჭყალების გარეშე, რადგანაც ჩვენი კვლევის ობიექტი  პოლიტიკური ორგანიზაცია კი არა, ნამდვილი, ჭეშმარიტი ქართული ოცნებაა. ამისათვის, უნდა გავიგოთ რაზე ოცნებობენ ქართველები, არა , მე მთელი ერის კოლექტიურ ოცნებას ვერ შევეჭიდები. აი, ჩვენ, რიგითი ქართველები რაზე ვოცნებობთ? ქართველებს უნდათ ამოუწურავი რაოდენობის ალკოჰოლი, ბევრი ფული, 37 მანეთად მოსკოვში ან და 22 ევროდ კიევში გადაფრენა, ქართველ მამაკაცებს შესაბამისად მოსკოველი ან და და კიეველი გოგონები, ქალებს, ნუუ, საქართელოში, როგორც წესი ქალები მამაკაცებს ყველაფერში ეთანხმებიან, მაგრამ აქ, ალბათ, უპირატესობას ახალ ფეხსაცმელებს, სამკაულებს, უახლესი მოდელის მობილურ ტელეფონს, ყველაზე სწრაფ ავტომობილს და სხვა მსგავს რამეებს მიანიჭებენ. მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ მარტო ქართველების ოცნება არ არის. მგონი, დიდად არც არაფრით განხვავდება ქართული ოცნება, ვთქვათ მალაიზიური ან და კამბოჯური ოცნებებისგან.

მე ვფიქრობ, სანამ ოცნებებისა და სულების კვლევას შევუდგებოდით, ის უნდა გაგვერკვია რა არის საერთოდ  “ქართული”. აი, რა გვაქვს. ყველა (თითქმის ყველა) ქართველისთვის საყვარელი სამზარეულოთი დავიწყოთ: ხინკალი მონღოლებისაა, ღომი? არა, ჭადის ფქვილი საერთდ მეთვრამეტე საუკუნეში შემოიტანეს,  საცივის ზუსტი რეცეპტი ჩინელებსაც ჰქონიათ, ოღონდ ქათმის ხორცის გამოკლებით, ხაჭაპურიც ცოტა უხერხულია რომელიმე ნაციას მივაკუთვნოთ, ბოლოს და ბოლოს უბრალოდ ცომში ჩადებული ყველია, რომელიც ჩვენს გარდა კიდევ სხვა უამრავ ერსაც ექნება.  სამზარეულოს დავეხსნათ, ახლა ვნახოთ რა ხდება ენასა თუ ლიტერატურაში. ქართული ლექსიკის დაახლოებით 40% არაბულ-სპარსული წარმოშობისაა რისი მაგალითიცაა ისეთი ჩვეულებრივი და გავრცელებული სიტყვები როგორიცაა,- ჩანგალი, მაგიდა, ფანჯარა, ალბათ, ჯალათი და სხვა. ნაწილი თურქული წარმოშობის,- აივანი, ელჩი… დიდი ნაწილი საერთაშორისო ტერმინებია და გვრჩება, ალბათ, ასე 10-15% წმინდა ქართული სიტყვა.  ახლა ლიტერატურა, რა გავქვს ჩვენი? ქართული მხატვრული ლიტერატურა საუკუნეების მანძილზე იკვებებოდა დიადი სპარსული ლიტერატურით, ქართული ლექსის ფოირმაც არც ისე შორეული აზიიდან იყო ნაკარნახევი და  თემატიკითაც ხშირად ერთი-ერთში ჯდება სპარსულ შედევრებთან. რისი მაგალითიცაა მეფე-პოეტი არჩილისა თუ თეიმურაზის შემოქმედება. მომდევნო პერიოდში ქართული ლექსის განახლების პროცესი გაგრძელდა და ის გადაეწყო უკვე ევროპული ლექსის ყაიდაზე. იგივე ხდება პროზაშიც. ახლა სამეცნიერო ლიტერატურა ვნახოთ, თუნდაც ქართული ენისა. დღემდე არ გვაქვს ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი. აი, ეს მაინც რომ გვქონოდა, იმისთვისაც გამოგავადგებოდა რომ გაგვერკვია, რომელი სიტყვაა ჭეშმარიტი ქართული წარმოშობის და რომელი “ბარბაროსების”. სამაგიეროდ გვაქვს ქართული ენის სინონიმთა ლქესიკონი, მართალია ვერც ამას მოაბეს თავი ეთნიკურმა ქართველებმა და ებრაული წარმოშობის ენათმნეცნიერის ალექსანდრე ნეიმანის შედგენილია, მაგრამ მაინც ხომ გვაქვს. აესევე გვაქვს  ქართული კილო-კავთა ლექსიკონი, რომელიც რაში უნდა გამოვიყენოთ არ ვიცი, მაგრამ არის და რა ვუყოთ. აჰა, ენა და ლიტერატურა ასე თუ ისე, მიმოვხლილეთ, კინემატოგრაფიც ვნაოთ? ვინ გვყავს ჭეშმარიტად ფასეული ქართველი კინორეჟისორი? ოთარ იოსელიანის ფილმების დიდი ნაწილი საფრანგეთშია გადაღებული, ფრანგული ფულით, ფრანგულ გარემოში, ფრანგი მსახობებით და ა შ და  აშ, შესაბამისად, ამას ქართულ კინოდ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიჩნევთ. აა, სერგო ფარაჯანოვი, კი, ფარაჯანოვი თბილისელი იყო და შესაბამისად მშობლიურ თბილისშივე იღებდა ფილმებს, მაგრამ მოდი გავიარ-გამოვიაროთ და ნებისმიერ ქართველს ვკითხოთ სერგო ფარაჯანოვის ეროვნება. მათი რამდენად დიდი ნაწილი მიიჩნევს ამ დიდ რეჟისორს ქართველად? ამისი კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ვისაც ენთუზიაზმი გეყოფათ, თავად დაადგინეთ.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ აი, მე კი დავადგინე რომ არც ეს ყბადაღებული ქართული სული, არც ქართული ოცნება და საერთოდ წმინდა ქართული – სრულებით არაფერი არ არსებობს და ნუღარც ვიკოპწიავებთ ამ სიტყვათშეთანხმებებით. ხოლო, რაც შეეხება პირველ ევროპელობას და მსგავს თემებს, youtube-ზე წავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო ვიდეოს, თუმცა აქ  ვიდეოზე უფრო მეტად, იქ არსებული კომენტარებია საინტესო. თურმე, ნუ იტყვი და პირველ ევროპელობას მარტო ჩვენ კი არა, ტაჯიკებიც შესაშური შემართებით იჩემებენ, ეგ კი არა და დიადი არიული რასის მშობლად ყოფნაზეც აქვთ პრეტენზია. ესეც ვიდეო და თუ ლინკზე გადახვალთ კომენტარებსაც იხილავთ.

Advertisements

8 thoughts on “რას წარმოადგენს ქართული ოცნება

  1. აბიჟაეშ ბრატ, ყველა ერს აქვს სული ^^ გუგლმა რა იცის ^^

  2. აი ისეთი პოსტია, მარტო უარყოფით მხარეს რომ ხედავს ავტორი და კარგს რომ მთლიანად ხაზს უსვამს, სიმართლე გითხრა ცოტა დილეტანტურია და ამ ბლოგზე არ ველოდი, კინემატოგრაფიაშიც მარტო ის თქვი რაც შენ გინდოდა, უამრავი კარგი რეჟისორი გყავდა და უამრავი კარგი ფილმია აქვთ გადაღებული, მაგალითად, აბულზის ტრილოგია ბევრ ჰოლივუდურ ფილმს სჯობს დღემდე, ქართველებს უდაოდ ბევრი ნაკლი აქვთ, მაგრამ ილიაობა ცოტა კიდევ სხვა რამეში მდგომარეობს 🙂

    • ჰო, დილეტანტურობაზე არ გედავები, უცებ რაც გამახსენდა ის მივაკაკაუნე და გაუმართავი ტექსტია. დანარჩენს რაც შეეხება, სულაც არ ვცდილობ ყველაფერში ცუდის დანახვას, უბრალოდ მე მართლა ვერ ვხვდები რას ნიშნავს ქართული სული, როგორია ქართული ოცნება და რა ფენომენია ზეციური საქართველო. ბოროტი კი არ ვარ, უბრალოდ მართლა მინდა (რა ჩემი გადასაწყვეტია ამხელა ერის ბედი, მაგრამ მაინც), რომ ხალხი, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ მითიური წარმოდგენებით აღარ ცხოვრობდეს, არ ეგონოს რომ საწყალ ცხვარს ბევრ “სისხლებს” თუ გაასხმევინებს ღმერთთან უფრო კაი ტიპი გამოჩნდება და ერში კიდევ უფრო კარგი ქართველი იქნება. google-ში “ქართულის” და “ქართველის” დასერჩვისას კიდევ პირველ ხაზზე მარტო შიშველი გოგოების ფოტოებს არ მიგდებდეს.

  3. ქართული სული თუ გაინტერესებს, ფოლკლორს მოუსმინე ქართულს. აი, მანდ არის მთელი თავის რწმენით და შემართებით, ვაჟკაცობითა და რავიცი, წარმოდგენილი – ფოლკლორის ერთ ნიმუშსაც ნუ დატოვებ მოუსმენელს და მიხვდები, ვინც ვართ, როგორებიც ვართ. აი, ხორცი კი, ხორცი სწორედ იმ ზემოხსენებულ სურათებს ითხოვს. სიმართლე გითხრა და , მე პირადად, სულის არ მჯერა საერთოდ 🙂

    • მოსმენილი მაქვს ქართული ფოლკლორი. მომწონს, ვთქვათ, გარეკახური საჯილდაო, ან და გრძელი მრავალჟამიერი. ყველაფერს მოუსმინეო, რა ვიცი, ყველაფერს ვერ ვიპოვი და მიუწვდომელ სოფლებს ვერ მოვივლი, შორია და ჩემი ჯიბეც ტრანსპორტირების ხარჯებს ვერ გაწვდება. ისე კი, თანამედროვე ქართველები მგონი მაინც ძალიან შორს არიან თუნდაც, გარეკახური საჯილდაოს ტექსტიდან და თვითონ გარეკახელებმაც საერთოდ არ იციან ასეთი სიმღერის არსებობის შესახებ. თუ სურვილი გაქვს ჩავიდეთ და გადავამოწმპთ თუ ეცოდინებათ.

  4. ნიჰილისტი ხარ შენ. ყველა ერი თავის კულტურას თუ არსს – სულს უწოდებს, ამას თუ გინდა მეტაფორა დაარქვი. ქართულ ოცნებაზე თუ გართულება გაქვს (და რომ გაქვს – ფაქტია), ამას ქართულ სულთან ნუ აიგივებ შე ტუტუცო. აქ რაც ანბანი დაგიდვია, ეგ კლასიკური ქართული ანბანი არ არის. ქართული მხედრული სამხაზოვანია, ასომთავრული – კაპიტალური დამწერლობაა, სადაც ყველა გრაფემას თავისი სიმბოლო აქვს. თუმცა რა სიმბოლოებზე გელაპარაკები, – ქართული არ იცი. იცი რა? ჩვეულებრივი გულაღრძნილი იდიოტი ხარ. ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s