სამარხვო ბლოგი

ყოველი მეშვიდე ადამიანი შიმშილობს

7 Comments

ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე. ადამიანები ერთხმად შეთანხმდნენ რომ დედამიწა ავადაა, ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა “მკურნალობის” გზები მეტად მძიმეა და ის გადის ჩვენს კომფორტზე. იმ კონდინიონერებზე, რომელიც გვაგრილებს. ტრანსპორტსა და საწვავზე, რომელიც ჩვენს გადაადგილებას მოსახერხებელსა და სწრაფს ხდის. ფაბრიკებსა და ქარხნებზე, რომლებიც ჩვენთვის ქმნიან კომპიუტერესებს, ტელევიზორებს, ფლეიერებს.  საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც ტყეების ადგილას შენდება. მაცივრებზე, რომლებიც ჩვენს საკვებს აციებს. მაგრამ, ალბათ, ბევრი არ დაფიქრებულა, რომ სწორედ კლიმატის ცვლილების გამო, ეს მაცივრები მილიონობით ადამიანს ტოვებს მშიერს!

ის რომ ეკოლოგიური მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს საკვების  ხელმისაწვდომობაზე  სადავო საკითხს აღარავისთვის აღარ წარმოადგენს. გარემოს მძიმე მდგომარეობის გამო ყოველწლიურად იზრდება სტიქიური უბედურებების სიხშირე და სიმძლავრე. გვალვა აზიანებს ნათესებს და ყველაზე უხვმოსავლიანი მიწებიც კი უნაყოფო უდაბნოებად გადაიქცევა.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ სწორი პოლიტიკის გატარება, რათა რაციონალურად მოხდეს იმ რესურსების გამოყენება, რაც აქვს დედამიწას. ამ მიმართულებით ძალზედ ეფექტურია ოქსფამის საქმიანობა, რომელიც მთავრობებს მოუწოდეს შეიმუშაონ უფრო სამართლიანი და სურსათით უზრუნველყოფის მდგრადი სისტემა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდით. ოქსფამი უკვე 70 წელზე მეტია რეაგირებს სურსათის კრიზისებზე. ორგანიზაცია 1942 წელს ჩამოყალიბდა ოქსფორდში და დღეს 80-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის საქართველოში.

მიტოვებული სახლები ხადას ხეობაში

მიტოვებული სახლები ხადას ხეობაში

უშუალოდ საქართველოს მდგომარეობას რომ შევეხოთ, მოვიყვან მთიულეთში მდებარე ერთ-ერთი ხეობის – ხადას მაგალითს, სადაც გუშინ ვიყავი. ხადა ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისაგან, სწორედ იმიტომ, რომ არავის აწუხებს მისი ბედი. აქაურ სოფლებში თითო, ან ორი კომლიღა (ოჯახი) ცხოვრობს. სახლები  მიტოვებულია. ყველაზე მეტი – 3 ჯახი სოფელ წკერეში ცხოვრობს, ბეგოთკარსა და იუხოში  2, ყველა დანარაჩენ სოფელში თითო ან არცერთი.  ამ ეკოლოგიური სამოთხის ყოველგვარი სასურსათო პოტენციალი მთლიანად გამოუყენებელია.

იქიდან გამომდინარე, რომ ადამაინები განვითარებული გონების მიუხედავად მაინც ბუნებაზე ვართ მიჯაჭვული და რაც უნდა ვეცადოთ გარემოსგან სრულ იზოლაციას ვერ შევძლებთ, ძალზედ გულუბყვილო ნაბიჯი იქნება, სირაქლემას პოზა დავიჭიროთ და ვთქვათ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. შესაძლოა არ გადარდებდეს თეთრი დათვების საკვებით მომარაგების პრობლემა, ან და ის, რომ გველების რამდენიმე სახეობა შეიძლება გადაშენდეს ერთ დღეში, მაგრამ საკვები ადამიანსაც ისევე სჭირდება, როგორც ბუნების სხვა შვილებს.

ბიოლოგები მთელი მსოფლიოდან იუწყებიან, რომ სულ მალე გაქრება ცოცხალი ორგანიზმების ათასზე მეტი სახეობა. სავარაუდოდ, ოცდახუთ წელიწადში პირისაგან მიწისა აღიგვება გველებისა და ფუტკრების ყველა სახეობა. კრის რიდინგის ხელმაძვანელობით სწავლულთა საერთაშორსო ჯგუფი ეკოლოგიისა და ჰიდროლოგიის ბრიტანული ცენტრიდან გაგნაშის ზარს რეკს და გვამცნობს, რომ გველების პოპულაცია სხვადასხვა კონტინენტზე უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე რამდენჯერმე შემცირდა.

ეკოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. საქართველოს ყველა ქალაქში, განსაკუთრებით კი თბილისში მწვავედ დგას გამწვანების პრობლემა. არასაკმარისი გამწვანება, რეკრეაციული ზონების სიმცირე სულ უფრო ამძიმებს სასიცოცხლო გარემოს დიდ ქლაქებში. ამასთანავე, ძალზედ მნიშვნელოვანია სოფლის პრობლემა, რადგან სწორედ სოფელი წარმოადგენს სურსათით მომარაგების ძირითად წყაროს ქალაქში მცხოვრებთათვის. აუცილებელია ბუნებრივი კატასტროფების რისკის ეფექტური მართვა. ამ პრობლელების გამო ყოველწლირად სულ უფრო ნაკლებ ხარისხიან საკვებს ვიღებთ, ამის პარალელუარდ კი იზრდება დედამიწის მოსახლეობა. 1800 წელს დედამიწის მოსახლეობა შეადგენდა 1 მილიარდ ადამიანს, 130 წლის შემდეგ ჩვენი რაოდენობა გაორმაგდა, დღეს კი ჩვენ უკვე 7 მილიარდზე მეტი ვართ! დამეთანხმებით, გაზრდილ მოსახლეობას უფრო მეტი საკვები სჭირდება. რაც უფრო იზრდება მოთხოვნა პროდუქტზე, შესაბამისად ფასიც მატულობს, მითუმეტეს თუ პროდუქტის რაოდენობა ისედაც მცირეა. საკვებზე გაზრდილი თანხა მძიმე ტვირთად აწვება ღარიბ მოსახლეობას. მაგრამ, გვახსოვდეს, დედამიწას შეუძლია თითოეული ჩვენგანის გამოკვება თუ ჩვენ სწორად წარვმართავთ სასურსათო და გარემოს დაცვით პოლიტიკას.

Advertisements

7 thoughts on “ყოველი მეშვიდე ადამიანი შიმშილობს

  1. მე რო ვიძახი, სოფლის მეურნეობაა მისახედი თქო, ეცინებათ.. მთავრობასაც სულ წიხლზე ჰკიდია ეს ამბავი :/ კი კი, მძიმე მრეწველობა ძალიან განვითარდება აიიჰ…. ;/
    რა მწარეს წერ, ნიკ, მაგრამ რა მართალს :*

    • სოფლის მეურნება არ არსებობს გარემოსგან დამოუკიდებლად. ქვეყანაში სადაც წყალი სოფლის მეორნეობის პროდუქტი ჰგონიათ (რამდენადაც მახსოვს, სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროა პასუხისმგებელი თბილისის წყალზეც კი), ხე-ტყე ენერგეტიკის სამისტროს დაქვემდებარებაშია, თბილისში არსებული ყველა რეკრეაციული ზონა კი მუნიციპალიტეტმა (რა შუაშია ისე მინცოპალიტეტი რეკრეაციასთან) საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადააკეთა და აღარ არის აღარც ჯანრთელი ჰაერი, არც წყალი, არც მიწა, რომელ სოფლის მეურნეობაზეა ლაპარაკი.

  2. ისე, გველები თუ გადაშენდებიან საერთოდ, კარგს იზამენ… ეს მოსახლეობის ზრდა კი ძალიან მაშფოთებს. მგონი, მალე საქართველოშიც მოგვიწევს ”ერთი ოჯახი — ერთი ბავშვის” პროგრამაზე გადასვლა. ჩემი აზრით, როცა სახლში თორმეტი სულია და ამიტომაც საკვები არცერთს საკმარისად არ აქვს, ასე უფრო დავცოტავდებით, ვიდრე სამ-სამად რომ ვიყოთ და ყველა ჯანსაღები და კარგად დაპურებულები; მაგრამ ”ჯანსაღი” ჩვენს დროში უფრო ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე დაპურებული. თუმცა, არსებობს კი ქვეყნად ისეთი კონტრაცეპტივი, რომ ოჯახში სამი სულის რაოდენობა შევინარჩუნოთ და თანაც ხალხი უსექსობისგან არ გაბოროტდეს და გაუბედურდეეს?! როგორ ფიქრობთ, უტოპიას ვამბოოობ?!

    • სექსსა და მოსახლეობის ზრდას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. საბედნიეროდ, არსებობს არაერთი საშუალება რომ სექსი ჰქონდეთ ადამიანებს და ამის პარალელურად თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება როდის დატოვონ შთამომავლობა.

      • xodaaa, gana rsebobs iseti sashualeba-metqii, rom es garkveulwiladi damokidebuleba bolomde agmofxvras da bolosdabolos martla chven vwyvetdet da ara — shemtxvevitoba ! torem seqssa da chasaxvas shoris ucdomeli pirdapirproporcia mashinac araa , roca tavs saertod ar icav…

  3. კი, თუ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, რომ მეტი შვილი აღარ უნდა, მამაკაცები იკეთებენ ხოლმე სტერილაზიციას, იმავეს გაკეთება ხდება ქალებშიც.

  4. ოოო, ეგ არასოდეს მოხდება ჩემს ცხოვრებაში… ქალი საშვილოსნოს გარეშე უტარო ცულია და მაგაზე უარესიც… ასევე იგულისხმეთ კაცებზეც…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s