სამარხვო ბლოგი

ამბავი იმისა, რომ მართლაც ჩამოდიან, თურმე, ტურისტები

2 Comments

ამ პოსტმა სულ მცირე ერთი თვით მაინც არ დაიგვიანა. ბევრმა ბლოგერმა დაწერა უკვე “უფლისციხის თავგადასვლის” შესახებ. ერთი თვის წინ რომ დამეწერა, ალბათ, ოდნავ განსხვავებული შინაარსის იქნებოდა ეს პოსტოც. ალბათ, დაიწყებოდა ასე: ბლოგერები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წაგვიყვანა უფლისციხეში, ვითამაშეთ, ჩემი გუნდი გავიდა მეორე ადგილზე, არ გავიმართლა,მაინც კარგი იყო – წამოვედით. თუმცა, ახლა ასე არ დავწერ.

რა თმა უნდა ყოველი ასეთი გასვლა, გართობისა და თამაშის გარდა სხვა მიზნებსაც ემსახურება ხოლმე. მიზანი იმის მიხედვით იცვლება თუ ვინ არის მასპინძელი. ამ შემთხვევაში, ალბათ, მიზანი იყო, რომ სოციალური მედიის წარმომადგენლებს გაგვეცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და მისი მუშაობა. არა დახურულ დარბაზში მოგვესმინა რა სამოთხეა ამ სფეროში, რამდენი რამე კეთდება, არამედ რეალურად, ჩვენი თვალით გვენახა ყველაფერი და შეგვეფასებინა. უფლისციხის შემდეგ, დამოუკიდებლად და სააგენტოს ჩარევის გარეშე კიდევ რამდენიმე ძეგლი მოვინახულე. მაგალითად, ჩემდა გასაოცრად, ქუთაისშიც კი იმდენი ტურისტია კულტურულ ობიექტებზე, რომ ჩემი თვალით რომ არ მენახა, ნამდვილად არ დავიჯერებდი. არა და ქუთაისში, როცა მე მომიოხდა იქ ყოფნა, ისეთი ხვატი იყო, გრილი ოთახიდან ცხვირის გამოყოფაც არ უნდა უნდოდეს ტურისტს.

ალბათ, ჯომოლუნგმა ისევე ნაგვით რომ იყოს სავსე, როგორც ოთხმოცდაათიან წლებში ქართული ტურისტული ობიექტები იყო, თვით ჯომოლინგმას სანახავადაც არ წავიდოდა არავინ. და რა უნდა ქნას ქვეყანამ თუ მის ტერიტორიაზე არც მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალია, არც პირამიდები აუშენებიათ შენს წინაპრებს, არც კოლიზეუმი გაქვს წამოჭიმული რომელიმე ქალაქში და არც დედამაწის მოსახლეობის 75% პროცენტმა არ იცის სად მდებარეობს შენი ქვეყანა? პასუხი ნათელია. რაც გაქვს ის უნდა გახადო დამთვალიერებლებისათვის მიმზიდველი და უფრო საინტერესო. სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ბოლოს სადაც კი ვიყავი,  ვიზიტორებისათვის პოტენციურად საინტერესო ყველა ადგილი მოვლილი დამხვდა. ნულამდეა დაყვანილი ყველა ის ფაქტორი, რამაც შეიძლება დათვალიერებაში ხელი შეგიშალოს. გიდების მოზადების დონეც დამაკმაყოფილებელია. ინფრასტრუქტურა გამართული და მაქსიმალურად მორგებული იმაზე, რომ სტუმარმა რაც შეიძლება მძაფრი შთაბეჭდილებები წაიღოს შინ. უფლისციხეს რომ დავეხსნა, ქუთაისთან ახლოს, პრომეთეს მღვიმეში ფერადი განათება და მუსიკალური გაფორმებაც კი დამხვდა, რაც ერთი ორად აძლიერებს შთაბეჭდილებას.

Advertisements

2 thoughts on “ამბავი იმისა, რომ მართლაც ჩამოდიან, თურმე, ტურისტები

  1. მე მკითხე რანაირი ტურისტები ჩამოდიან :დდდდ

  2. მართალი პოსტია ^_^ მეც იგივეს თქმა შემიძლია ჩვენს ტურისტულ მდგომარეობაზე, ნარიყალაზე ავედი ამასწინათ ყოველი მეორე ტურისტი მხვდებოდა :))

    ერთი რამ – გიდების დონე ძალიან დაბალია საქართველოში ზოგადად, შეიძლება ვინმე კარგი იყო, მაგრამ ამ საკიტხში გადამზადება ნამდვილად გვესაჭიროება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s