სამარხვო ბლოგი

თურქული კინემატოგრაფის მოკრძალებული ხიბლი

6 Comments

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანის ორი ბრწყინვალე ფილმი იყო წარმოდგენილი ოსტატთა კოლექციის სექციაში. ეს ფილმები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და ერთგვარ კონტრასტს ქმნის.

ევროპულ კინემატოგრაფზე შეყვარებული ადამაინებისთვის, ვფიქრობ, ძალზედ საინტერესო იქნება თურქული კინოს გაცნობაც. იტალიური და ფრანგული კინოს კაშკაშა ფერადოვნება თვალს ჭრის და საოცრად პოეტურ სივცეში ატყვევებს მაყურებელს. ნური ბილგე ჯეილანის ფილმები ამ მხრივ უფრო “პუბლიცისტურია”, ასახავს შიშველ რეალობას ყოვეგვარი შელამაზების გარეშე. კულინარიის ენაზე რომ ვთქვათ, საკმაზის გარეშე წარმოგვიდგენს სასიცოცხლო სივრცესა და ამ სივცეში მცხოვრებ ადამაინებს. ის არ გამოირჩევა არც დინამიურობით. “ერთხელ ანატოლიაში” /Once upon a time in anatolia/  არის ფილმი, რომელსაც შეუძლია შეუსვნებლად  გამოგზაუროს აღმოსავლეთ თურქეთის უსასრულო, უკაცრიელ სტეპებში.  სამყაროს დასასრულამდე გადაშლილ ჰორიზონტებზე, სადაც ერთ მომცრო ბორცვს მეორე ისეთივე, სავსებით იდენტური ბორცვი ცვლის, გზა კი არა და არ მთავრდება და ხვდები რა მცირეა შენი მნიშვნელობა ამ უსაზღვრო სივრცეში, რა პატარა ხარ სამყაროში. გაცქერი მოყვითალო-მოყავისფრო ველებს და აცნობიერებ შენს არარაობას.

მეორე ფილმი – “გაუცხოება”,  /Distant/ უფრო მეტად მომეწონა და მომეჩვენა რომ ამ ფილმში მეტი სიღრმეა. შესაძლოა, ობიექტურად, ასე სულაც არ იყოს და მხოლოდ იმის დამსახურებად ჩავთვალოთ, რომ მე ეს ფილმი უკეთ გავიგე რიგი გარემოებებიდან გამომდინარე. თუნდაც, იმის გამო, რომ ორივე  მთავარ გმირთან უფრო ადვილად მოვახდინე ჩემი თავის იდენტიფიცირება და მათი მდგომარეობა უფრო გასაგები გახდა ჩემთვის.  ამ ფილმში თვალნათლივ ჩანს ორი, ერთგვარად, დაპირისპირებული მხარის პრობლემები, მათ წინაშე არსებული სიძნელეები, ის ყველაფერი რაც ერთმანეთთან ურთიერთობაში უშლით ხელს.  ფილმი, ორივე მხარეს თანაბრად წარმოგვიჩენს, მაყურებელმა თავად უნდა გაარკვიოს რომელია მართალი, ან კი ვინმე შეიძლება იყოს ბოლომდე მართალი? რა თქმა უნდა, ამის გარკვევა ძალზედ სართულო საქმე იქნება, რადგან, არც გმობასა და არც ქებას, ამ ქვეყნად, არავითარი მტკიცე საზომი არ გააჩნია.

საშინლად მელანქოლიურია ზღვისპირა ქალაქები ზამთარში. განსაკუთრებით სულისშემძვრელია ის მარტოხელა მამაკაცისთვის. თოვლით დაფარული ვიწრო აზიური ქუჩები, ქალაქის ბოლოს კი უკიდაგენო ზღვა. ნესტიანი სუსხი დააბიჯებს ქუჩა-ბანდებში, კიბის უჯრებზე, სუსხი ატუზულა კედლებთან, საწოლში გახვეულა საბნის ქვეშ, სუსხი იბუდებს სულში და გიათმაგებს მარტოსულობის განცდას.

ფილმი სრული სიმძაფრით წარმოგვიჩენს ორი მარტოხელა მამაკაცის განცდებს. ამათგან ერთ-ერთი მთელი შემართებით ცდილობს მეორე ნახევრის პოვნას ყველგან, სადაც კი ამისი საშუალება მიეცემა, მეორე კი შეგუებულია ამგვარ ყოფას, ერთგვარ ნეტარებასაც კი ჰგვრის ცხოვრების ასეთი წესი, არ ცდილობს მის შეცვლას და ღიზიანდება, როდესაც მყუდროებას ურღვევს ვინმე. ფილმი არ არის დატვირთული დიალოგებით, რეჟისორი, ერთგვარად, ცდილობს კინოგამომხეტვალობის ენით გადმოგვცეს ამბავი.

ეს ჯეილანის რიგით მესამე ფილმია. “გაუცხოებამ”  გრან პრი და საუკუთესო მსახიობის პრიზი დაიმსახურა კანის 2003 წლის კინოფესტივალზე.

Advertisements

6 thoughts on “თურქული კინემატოგრაფის მოკრძალებული ხიბლი

  1. Distant ნანახი მაქვს 🙂 ამიტომ გადავიფიქრე სტამბულში ზამთარში ჩასვლა, იქამდე ძალიან მინდოდა ))
    ზოგადად ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა. ვერ მივხვდი, ის ფოტოგრაფი დააღწევს ამ გაუცხოებას თავს თუ არაფერი ეშველება და დარჩება ასე ზომბივით \
    თუმცა სიმპათიასაც ვგრძნობ – ვერც მე ვიტან სტუმრებს ჩემს პირად სივრცეში ასე დიდი ხნით ))

    • არამგონია დააღწიოს თავი, როდესაც ტელეფონით ესაუბრებოდა ყოფილ ცოლს “რაღაცის” თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა. აეროპორტშიც დაემალა როდესაც ცოლმაც შენიშნა. ასე რომ ოპტიმიზმის საბაბი არ გვაქვს.
      პ.ს. არც მე მიყვარს სტუმრები.

  2. “გაუცხოების” ხათრით ზამთრის, უფრო სწორედ, თებერვლის ბათუმში მინდა ჩასვლა. ყველაზე უაზრო თვე ეგაა და მაინტერესებს, როგორი შესახედია ზღივსპირა ქალაქი ამ დროს.

  3. ჯეილანის İklimler მაქვს ნანახი და მომეწონა, თუმცა ცოტა ნელია და ჩემის აზრით გაწელილი, ძედმეტად უხმო. თუმცა მემგონი ეს მისი სტილია. მაინტერესებს ვნახო გაუცხოება. სადან შეიძლება რომ გადმოვიწერო?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s