სამარხვო ბლოგი

ჩებურაშკას თაობა

3 Comments

407999_10150703269387067_829242066_12028155_382680465_n1ჩემი თაობა უკანასკნელია საქართველოში, ვისთვისაც ჩებურაშკა უსაყვარლესი პერსონაჟი შეიძლება იყოს, უკანასკნელია, რომელსაც ამ მულტფილმის ყველა საუნდტრეკი შეიძლება იცოდეს თავიდან ბოლომდე. ეს უკანასკნელი თაობაა საქართველოში, რომელიც შეძლებს “ოსტატისა და მარგარიტას” ჯადოსნური სიყვარულის ამბის ორიგინალში წაკითხვას.

საოცარი წიგნია ი ძინი,  ეს არის ძველჩინური ფილოსოფიური გონის შედევრი, თუმცა როგორც ყველა შედევრი, ესეც ზედმეტად ღრმა და რთულია იმისათვის რომ ერთ ბლოგ-პოსტში მოგითხროთ. მაგრამ ერთი რამის თქმა კი შემიძლია, რასაც გვასწავლის ი ძინი, ანუ ცვლილებათა წიგნი, ეს არის,- “ყველაფერი იცვლება”. არა, განა არ უნდა იცვლებოდეს და განა ის მინდა, რომ სამყარო ერთ წერტილში გაიყინოს, მაგრამ იმის უფლებაც ხომ მაქვს, რომ როდესცა ჩემთვის ძვირფასი და მშობლიური რამე კვდება, ამის გამო გული მწყდებოდეს.

ჩემთვის ქალაქი ვერასდროს იქნება უბრალოდ მაღაზიების, ავტოგამასართი სადგურების, სათამაშო მოედნების, ავტობუსის გაჩერებების, მეტროსადგურების, სლოტ-კლუბების, ტანსაცმლის მაღაზიების, ერთმანეთზე მიყუდებული საცხოვრებელი 1276787739_ryerisკორპუსებისა და ქუჩების გროვა, სადაც დავიბადები და მოვკვდები. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისელებმა თუ მასზე პასუხიმგებელმა პირებმა ზედმეტად პირდაპირ გაიგეს ი ძინის დევიზი, ასევე ზედმეტად სწრაფად დაიწყეს ამ ქალაქის შეცვლა. თბილისი ნელ-ნელა ქალაქიდან ამ სწრაფი ევოლუციის შედეგად რაღაც მუტანტად ყალიბდება, რომელსაც ქაოტურად ეზრდება კიდურები, იცვლის კანს და ხასიათს.  თითქოს მხოლოდ დეტალებია, თითქოს ერთი-ორი სახლია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ცვლის შინაარსს. მხოლოდ დეტალი იყო კინოს სახლის თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი, დღემდე რომ ვუყურებ ამ კოშკურის წვერს სიცარიელის გრძნობა მეუფლება. ნეტავ მაინც ვის არ მოუვიდა თვალში ის ვარსკვლავი და ვის მოუვიდა თავში აზრად მისი მოხსნა. მე არ ვაპირებ ვარსლვლავების აღრიცხვას, არ ვარსკვლავთმრიცხველი ვარ და თანაც, ჩემ ბავშვობაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მეჭეჭების ამოსვლა იცისო ვარსკვლავების თვლამ.

ვარსკვლავებს რომ დავეხსნათ, შესაძლოა ვანდალიზმის უფრო მასშტაბური ფატქებიც ვიპოვოთ ჩვენს ცოტა უფრო შორეულ წარსულში. 1992 წელს გაზეთ “ქართულ კულტურაში” ჟურნალისტი თეიმურაზ მეტრეველი მომხდარის გამო წერდა: “მტვერს ლამის მთელი რუსთაველის პროსპექტი მიჰქონდა. სპობდნენ და ანადგურებდნენ… ქართული ხელოვნების ნიმუშებს, თვით ჩვენი უკვდავი იაკობ ნიკოლაძის ნახელავს. ნგრევის მოტივი ერთობ სადა და ნათელი იყო, რომ არ ვთქვათ –პრიმიტიული: ეს ნაწარმოებები ძველ კერპებს განადიდებდნენ”. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ედმონდ კალანდაძემ მტვერი ჩამოიბერტყა იმელის შენობიდან ჩამოფხეკილი ჰორელიფების გამო.

01-_tbilisi.gov.ge_1336389110ეს უბრალოდ საილუსტრაციოდ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მიდგომა დღემდე არ შეცვლილა, “საბჭოთა კავშირთან რაიმე პიდაპირი ან და ირიბი კავშირი აქვს?! – ჰოდა დაინგრეს”. უნდა ჩავრგოთ თავი ქვიშაში (ან ასფალტში), თვალები “ფართოდ დავხუჭოთ” და მანტრასავით ვიმეოროთ რომ ეს არ არსებობდა, 70 წელი საბჭოთა კავშირში არ ვყოფილვართ, არ გვიფრიალება წითელი დროშები, ჩვენ პოეტებს ამავე დროშებისთის ჰიმნები, საბჭოთა პოლიტიკოსებისთვის კი  ბალადები არ მიუძღვნიათ და შევეცადოთ ამის თითოეული დასაბუთება საგულდაგულოდ გადავმალოთ, მოვიშოროთ თითოეული ფაქტი, როგორც დამნაშავე იქცევა პოლიციელის დანახვისთანავე.

თემას ოდნავ ავცდი, არ ვიცი რამდენად დაკვირვებული ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე კი ერთი უცნაურობა შევნიშნე. რუსულენოვანი ჟარგონების გამოყენება რატომღაც ცუდ ტონად ითვლება, ინგლისურისა კი პირიქით. მაგალითად თუ სიტყვა “სკრიპკას” გამოიყენებ, ცხვირაბზეკით შემოგხედავენ და გეტყვიან, -“ვიოლინოვო”. არავითარ შემთხვევაში არ შეცდე და “კაკოვა ჩორტა” არ წამოგცდეს, სწორია  “და ფაქ”, უსაფრთოს მაგივრადაც აუცილებლად “სეიფ” უნდა გამოიყენო. იცით რა? მართლაც და какого черта?!

Advertisements

3 thoughts on “ჩებურაშკას თაობა

  1. საბჭოთა გადმონაშთებს საკუთარ გონებაში უნდა ვებრძოლოთ და არა არქიტექტურაში…

  2. მაგაზე მეც მინდოდა, დამეწერა. ფოტოების გადაღებაც მინდა, სანამ ყველაფერი განადგურებულა. კარგია, ეს მაინც რომ შემოვინახე. ასე მაინც დამამახსოვდეს:
    http://zurriuss.ge/lost-civilizations-kutaisi/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s