სამარხვო ბლოგი

რატომ არის საჭირო განათლების რეფორმა

9 Comments

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული რეფორმებიდან ცოტა მათგანი მომწონდა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად იყო საგანმანათლებლო რეფორმა. სამწუხაროდ ჩემთვის უცნობია რა ცვლილებების გატარებას აპირებს ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით, მაგრამ იმ მეთოდის შედეგად ნელ-ნელა ჩნდებოდა განათლების ლიბერალური მოდელის ნიშნები, რაც მორალურად ჯანსაღი თაობის აღზრდას განაპირობებდა და არა იმ ბრბოსი, რომელსაც მანამადე ყოველწლიურად უშვებდა  “საგანმანათლებლო ქარხანა” .

თანამედროვე სამყარო განათლების სამ ძირითად მოდელს იცნობს, ესენია ავტორიტარული, ლიბერალური და ქაოტური მოდელები.

3-74_School56_Y2_Russian

ავტორიტარული მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი წარმოადგენს მოსწავლეებისთვის მენტორს. მისი მოსაზრება განხილვას არ ექვემდებარება, ის ტუალეტში არ დადის. საკლასო ოთახში მერხები განლაგებულია მწკრივებად და დისტანცია არის დაცული მასწავლებლის სამუშაო მაგიდასა და მერხებს შორის, რათა სივრცულადაც იყოს გამოხატული მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული გავლებული ზღვარი. მასწავლებლის გამოჩენისთანავე კლასში სიწყნარე მყარდება, როგორც კი მასწავლებელი საკლასო ოთახიდან გადის ბავშვები იწყებენ ხმაურს. ასეთი მოდელის მიზანია მოსწავლეებს მისცეს ინფორმაციული განათლება. მოსწავლეები ცოდნას იღებენ არა იმიტომ რომ აცნობიერებენ ამის საჭიროებას, არამედ იმიტომ რომ მასწავლებლის ეშინიათ.

class2england3ლიბერალური მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს. ის მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის წარმართვაში. მერხები განლაგებულია ისეთი ფორმით, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს დისკუსიის წარმართვა. ზოგიერთ შემთხვევაში ოთხ-ოთხი მერხი ქმნის კუბის ფორმას და ამ მერხების ირგვლივ შემომსხდარი მოსწავლეები ჯგუფურად მიშაობენ დავალებაზე.  მასწავლებელი აქ არ წარმოადგენს დიქტატორს, რომლისაც ბავშვებს ეშინიათ, მიუხედავად იმისა მასწავლებელი იმყოფება თუ არა საკლასო ოთახში მოსწავლეები სიამოვნებით ასრულებენ მათთვის საინტერესო დავალებას. განათლების ეს მოდელი ფოკუსირებია, ბავშვებს ჩამოუყალიბოს ანალიტიკური აზროვნება.

ქაოტური მოდელის შემთხვევაში მასწავლებელი ვერ ახერხებს გახდეს ბავშვებისთვის ავტორიტეტი, ამ მოდელში შერეულია ორივე დანარჩენი მოდელის ნიშნები, საბოლოო ჯამში კი ვერ ხერხდება ვერც ავტორიტარული მოდელისთვის დამახასიათებელი დიდი ინფორმაციის მიღება და ვერც ლიბერაული მოდელისთვის დამახასათებელი ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება.

ლიბერალური მოდელის მთავარი უპირატესობა დანარჩენ ორ მოდელთან ის არის, რომ ბავშვები, საკლასო ოთახში არიან ჩუმად არა იმის გამო, რომ მასწავლებლის ეშინიათ, არამედ, ისინი თანდათობით “სწავლობენ” პასუხიმგებლობას თავიანთ საქციელზე, ისინი აცნობიერებენ იმ შედეგებს რაც შეიძლება მათ უპასუსხმგებლობას მოყვეს.  იზრდებიან თავისუფალ მოქალაქეებად, რომლებსაც ექნებათ ჩამოყალიბებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დასჭირდებათ ვიღაც ჯოხით შეიარაღებული მმართველი, ვისი შიშითაც შეასულებენ სამუშაოს.

ჩვენ ვინც თანამედროვე საქართველოს ვქმნით, ყველანი უკლებლივ ამ ავტორიტარული საგანმანათლებლო მოდელის შვილები ვართ, ვისაც მასწავლებელი, უმრავლეს შეთხვევაში, იმას კი არ სთხოვდა ეაზროვნა, არამედ იმას რომ ტექსტი სწორად მოეყოლა, უარეს შემთხვევაში კი დაზუთხული ჩამოერაკრაკებინა. ჩვენ კარგ ნიშანს გვიწერდნენ არა იმ შემთხვევაში ჩვენს თემაში რაიმე ახალი, ახლებურად დანახული იქნებოდა თუ არა, არამედ იმაში რომ გადგვეკოპირებინა ვინმე გადაღრძუებული ვაიკრიტოკოსის სიტყვები e183a1e18390e183a5e18390e183a0e18397e18395e18394e1839ae1839de183a1-e183a1e18390e18391e183ade1839de18397e18390-e183a1e1839de183aae18398იმის შესახებ, რომ  ამა და იმ მწერლის შემოქმედებას წითელ ხაზად გასდევს ესა და ეს თახვობა. ჩვენ უნდა დაგვეზეპირებინა ისტორიის სახელმძვანელოდან უამრავი ომის დაწყებისა და დასრულების წელი, თვე და რიცხვი, ომის გამართვის ადგილი, მეფეების გამეფებისა და გარდაცვალების წლები,  მათი ლაშქრის რაოდენობა და მათი მოწინააღმდეგე “ურჯულო”, “მაჰმდიანი” მტრის ლაშქრის რაოდენობაც. ეს უამრავი რიცხვი თავში უნდა ჩაყრილიყო და გვცოდნოდა, არავის უთხოვია გაგვეანალიზებინა, მაგალითად ის, დიდგორის ველზე საერთოდ დაეტეოდა თუ არა ასეთი მოცულობის არმია. წიგნში ასე ეწერა, მასწავლებელს ასე ასწავლეს და ეს ხელშეუვალი ჭეშმარიტება იყო.

საბოლოო ჯამში მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ეგონათ რომ ასეთი ფორმით განათლების მიღება იყო სწორი, სასარგებლო. მოსწავლეებს ეგონათ რომ თუ მასწავლებელი ყურს აუწევდა მათ და მთელი კლასის წინაშე დაამცირებდა ეს ნორმალური იყო. მერე იზრდებიან და ასეთ ამბებს იხსენებს სუფრაზე თვალზეცრემლმორეული, რა კარგი იყო ბავშვობა, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი, რა საამოა რომ ვინე გიორგის ნუნუ მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით ხელი ბიბილოში წაავლიო და ლამის ბოლომდე აახია. ამიტომაც დღემდე გვეშინია ვიღაცის, ვიღაცა უფროსის რომელიც მოვა, ყურის ბიბილოში ხელს ჩაგვავლებს და წესრიგს დაამყარებს. ამიტომაც ეს ერი გამუდმებით ელოდება ვიღაც მხსნელს, რომელიც მოვა და გადაარჩენს. ეს ხან მიშა იქნება, ხან ბიძინა, ხანაც რომელიმე სასულეირო პირი. ამიტომაც დღემდე ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე და ხან მიშას ვაბრალებთ რაღაცებს, ხან შევარდნაძეს, ხანაც ვის… ამიტომაც დღემდე, როდესაც რომელიმე უწყებაში შედის ქართველი საჭირო დოკუმენტის მისაღებად, იქ მომუშავე სახელმწიფო მუშაკი, იმის ნაცვლად რომ კანონით დადგენილ ვადაში მისცეს მოქალქეს საჭირო დოკუმენტი იქამდე ყურებს არ იბერტყავს, სანამ ეს მოქალქე არ ეტყვის “ზევიდან დავარეკინეო”. თუმცა, ეს “ზევიდან დარეკვა” კიდევ სხვა, ალბათ, უფრო ვრცელი პოსტის თემაა და სხვა დროისთვის გადავდოთ.

Advertisements

9 thoughts on “რატომ არის საჭირო განათლების რეფორმა

  1. რა კარგი პოსტია ნიკა ))
    მე რაღაც გარდამავლ თაობას ვეკუთვნი, მესამე კლასში ვიყავი ეს რეფორმები რომ დაიწყო და სანამ ხალხი შეეგუებოდა მაინც დარჩა ბევრი საბჭოთა გადმონაშთი (პრინციპში არც ახლა გამქრალა ბოლომდე) თუმცა არ ვიცი მე გამიმართლა თუ რა იყო, მაგრამ ავტორიტარული მოდელი მიუხედავად მასწავლებლების უმეტესობა ლიბერალი მყავდა და ყურის აწიწკვნები არ ყოფილა )) კიდეც ყოფილიყო ჩემი თაობა არ მოითმენდა ამას და მომავალი თაობა მითუმეტეს, ძალიან სხვანაირები არიან ბავშვები და ესაა ჩვენი გამარჯვება ^_^
    ((მე არ დამეზარა ამის დაწერა)) :დ :დ

    • ჰო, გეთანხმები, ბევრად უკეთესი თაობა მოდის და სულ ამას ვამბობ. უნდა შეიცვალონ მასწავლებელიც და უნდა შეიცვალოც გარემოც, არაფორმალურ გარემოში ჩატარებული გაკვეთილი სულ სხვა ეფექტის მატარებელია.

  2. ყველაზე კარგი ის იქნება, რომ სკოლაში მარტო ის სწავლობდეს,ვისაც სწავლა უნდა.
    საერთოდ კი, პედაგოგად მუშაობის გამოცდილება თუ არ გაქვს,ძნელია ამ თემაზე ადეკვატურად იმსჯელო,.დღევანდელი ბავშვები სულ სხვანაირები არიან, მასწავლებლებიც,აი სისტემა კი საერთოდ არ ვარგა და დროზე უნდა მიხედონ

    • იმ სისტემას, რაც ჩემ დოს იყო არაპროფესიონალ მასწავლებელებს, სახელდახელოდ შედგენილ სახელმძრვანელოებს, მოუწყობელ საკლასო ოთახებს, არარსებულ ინფრასტრუქტურას ყველაფერი ჯობს

      • არაპროფესიონალი მასწავლებელი მუდან იქნება,სანამ მასწავლ;ებლობა პრესტიჟული და დაფასებული არ გახდება, რომ ეხალისებოდს მასწავლებელს იმ ანაზღაურებაზე სკოლაში მისვლა
        სახელმძღვანელოები ეხლაც კაპიკად არ ვარგა
        ეხლაც ბევრი სკოლაა მოუწყობელი!
        ინფრასტრუქტურა? არასწორი მენეჯმენტი? მასწავლებლის ავტორიტეტის ხელოვნური განადგურება? არასატაბნადო მუსაობის პირობები? უსამართლოდ დაანგარიშებული დაბალი ხელფასები?
        მოკლედ ყველაფერი გამოსასწორებელია,მარტო სკოლის ფასადის გარემონტება არაფრისმომცემია!

  3. აქ პრობლემა მაინც უფრო ღრმად მიდის და ოჯახში ბავშვის აღზრდასაც ეხება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ბავშვს თავიდანვე განუმარტო რატომ უნდა ისწავლოს და რა პასუხისმგებელია.
    მახსოვს ლიბერალურ მოდელზე გადასვლის მცდელობები… სრული ქაოსი შეიქმნა მაშინ კლასებში…
    დაველოდოთ და ვნახოთ რამდენად გაამართლებს აღნიშნული მეთოდი 🙂
    ისე, სწავლების ავტორიტარული მოდელი ან სისტემის მონად აქცევდა მოსწავლეს, ან პირიქით, სისტემის მოძულედ…

    • მთავარი მაინც ის არის რომ ერთ შემთხვევაში (ავტორიტარულის) მიზანია ინფორმაციის დაგროვება, მეორე შემთხვევაში (ლიბერალურის) ანალიზის, განსჯის უნარის გამომუშავება. პლიუს ამას. ავტპრატული განათლების პირობებში გაზრდილი ბავშვი ბოლომდე ვერ გამოდის იმ მითიდან რომ თუ ვინმე არ აკონტროლებს, პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

      • “თუ ვინმე არ აკონტროლებს, პასუხისმგებლობა არ ეკისრება.”
        უმრავლეს შემთხვევაში ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. რათქმაუნდა, ნამდვილად საჭირო თემას შეეხე! სკოლაში რეფორმა აუცილებელი და სასიცოცხლოა ამ ეტაპზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s