სამარხვო ბლოგი

დღე როდესაც ქალი გავხდი

5 Comments

რეჟისორი მარზიე მეშკინი

რეჟისორი მარზიე მეშკინი

“დღე, როდესაც ქალი გავხდი” /The Day I Became a Woman/ მარზიე მეშკინის 2000 წელს გადაღებულია ფილმია, რომელიც თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე 2 დღის წინ.

მეშკინი მოგვითხრობს ირანელი ქალების ბედის შეახებ თავიანთ სამშობლოში. ფილმის დასრულების შემდეგ დარბაზში მცირე დისკუსია გაიმართა რეჟისორთან. მირზიე მეშკინის თქმით, იმ დროის მანძილზე რაც ფილმის გამოსვლიდან დღემდე გავიდა, ირანში ქალების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ხელისფლების დამოკიდებულებით არის განპირობებული. ხელისფლება ასევე ზღუდავს კინოწარმოებას, გადაღების შემდეგ რეჯისორი ცენზურის სამინისტრომ დაიბარა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კითხავდა მას როგორც კრიმინალს. ეს ნამუშევარი დღემდე არ უნახავს ირანელ მაყურებელს, რადგან ის აკრძალულია სამშობლოში.

ჰავა ქალი ხდება

ჰავა ქალი ხდება

“დღე, როდესაც ქალი გავხდი” სამი ამბისაგან შედგება. პირველი, პატარა ჰავას ამბავს მოგვითხრობს. ირანში ბავშვები უფრო მალე იზრდებიან. არა, კლიმატის ბრალი სულაც არ არის, არც ინდიგო ბავშვების განსაკუთრებული რაოდენობაა, რომლებმაც შეიძლბა დიდებივით იაზროვნონ. უბრალოდ აქ მკაცრი ტრადიციებია. პატარა ჰავას ის ასაკი უსრულდება, როდესაც უკვე ქალად უნდა ჩაითვალოს.  ჰავას მაინც მეგობართან თამაში უნდა, თუმცა,  ქალად გახდომის შემდეგ ბიჭებთან ერთად თამაში ეკრძალება. ბებია ახალ ჩადრს მოახვევს და მეგობარ ჰასანთან უკნასკნელად უშვებს სათამაშოდ, ის ზუსტად შუადღისას უნდა დაბრუნდნეს, როდესაც ქვიშაში ჩარჭობილ ჯოხს ჩრდილი აღარ ექნება. ჯოხის ჩრდილი ნელ-ნელა მოკლდება და ჰავა ასეთივე სისწრაფით პატარა გოგონასგან ქალად იქცევა.

ველოტურნირი. აჰუს ამბავი

ველოტურნირი. აჰუს ამბავი

შემდეგია აჰუს ამბავი. როგორც იცით ირანში, ეროვნული ტრადიციების თანახმად,  ქალებს ველოსიპედის მართვა ეკრძალებათ. თუმცა, აჰუ ურჩი გოგოა, რომელიც სხვა თავის მსგავს ნონკფორმისტებთან ერთად ველოსიპედზე ზის და ლურჯი ნაპირებისაკენ მიექანება. დაუსრულებელად იწელება გზა, ერთფეროვანი უდაბნოს ყვითელი პეიზაჟი, მაგრამ რაც მთავარია ეს გზა სანაპირომდე  მიდის და საერთოდაც, რა საჭიროა გზა თუ ის ლურჯი სანაპიროსკენ არ მიემართება?! ჩვენ ვერ ვხედავთ ფილმში აჰუს ფინიშის ხაზთან, თუმცა შეგვიძლია იმედი მაინც დავიტოვოთ რომ ოდესმე აჰუ იხილავს ზღვის ლურჯ ჰორიზონტს.

ჰორა

ჰორა

ჰორას ამბავი უკანასკნელია ამ ფილმში. პატარა გოგონას თავგადასავლით დაწყებულ ფილმს მოხუცი ჰორას მშვენიერი მოგზაურობა
ასრულებს. ჰორა ის ქალია, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი ჰქონია. არც არავინ ყავს ქათმების გარდა, რომლებიც წყლისა და საკვების გარეშე დატოვა და საყიდლებზე საჩქაროდ გაემართა. მან ყველაფერი ერთბაშად უნდა შეიძინოს რაც აქამდე აკლდა. ურიკით
დასეირნობს ჰიპერმარკეტში და ყიდულობს საოცნებო ნივთებს, სამზარეულოს ატრიბუტებს, ტელევიზორს, ახალ საწოლს, ყველაფერს-ყველაფერს რაზეც აქამდე ხელი არ მიუწვდებოდა. ახლაც, ალაჰმა უწყის, ვის მიერ დატოვებული მემკვიდრეობით ყიდულობს ამ hoora_2ყველაფერს. ჰორას თითებზე ფერადი ლენტები აქვს შებმული და როგორც კი სასურველ ნივთს შეიძენს, თითო ლენტს იხსნის თითიდან, საბოლოოდ მხოლოდ ერთი ლენტი რჩება, მხოლოდ ერთი რამ დარჩა რისი ყიდვაც ვერ მოახერხა. ასე მიემგზარვრება დანაღვლიანებული მოხუცი შინისაკენ, სადაც ქათმები ელიან. იქნებ საკერავი მანქანის ყიდვა დაავიწყდა? თუმცა, არა, ჰორას ყველაფერი აქვს, მაღაზიაში მხოლოდ თავისუფლება ვერ იყიდა. ბოლოს სამივე ამბავი ერთიანდება და ფილმში მანამდე ნანახი ყველა პერსონაჟი ერთად იყრის თავს მოხუცის გასაცილებლად, არ ჩანს მხოლოდ აჰუ. იქნებ გზაშია?

Advertisements

5 thoughts on “დღე როდესაც ქალი გავხდი

  1. კარგი პოსტია ❤

    საინტერესო ფილმი ჩანს და ქალების საკითხიც კვლავ აქტუალურია , მაგრამ ერთი კითხვა მაქვს ამ ბოლო დროს რატომ ხდება ირანის ქალებით აპელირება მხოლოდ ? ამერიკას სურს და იმიტომ ხომ ? უარეს დღეში არიან საუდის არბეთსა და სხვა მუსლიმურ ქვეყნებში ქალები – სადაც ყოველ თვე ახრჩობენ, ხელს აჭრიან, სახალხოდ როზგავენ უამრავ ქალს …

    ყველაფერი შერჩევითია 😦

    • ყველგანნ შეთქმულებას ნუ ხედავ ბექა, საუდის არაბეთის და სხვა მუსლიმური სახელმწიფოების რეჟისორმა ქალებმაც გადაიღონ ფილმები და ჩამოიტანონ, თუ შესაბამისი მხატვრული ღირბულება ექნება, არამგონია რომელიმე კინოფესტივალმა არ აჩვენოს იმ მიზეზით რომ ემირატელ ქალზეა და არა ირანელზე :დდდ

  2. gtxovt daded linki, tu sad sheidzleba agnishnuli filmis naxva…….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s