სამარხვო ბლოგი

გორაკებს მიღმა

4 Comments

18 Beyond the Hills 2012 Dir.  Cristian Mungiuეს ფილმი მოგვითხრობს იმ გოგონას შესახებ, ვისაც ეკლესიამ წაართვა საყვარელი ადამიანი, გაძარცვა და საბოლოოდ წამებით მოკლა. ეს არის ალინას ამბავი, რომელსაც ქრისტეს სახელით სიყვარულის უფლება წაართვეს მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. ეს ფილმი აღწერს მართლმადიდებელი ეკლესის მდგომარეობას თანამედროვე რუმინეთში. ბევრი მოვლენა, ალბათ, ძალიან ახლობელი იქნება ქართველი მაყურებლისთვის, დანაგვიანებული ტროტუარები, რელიგიური ფანატიზმი, სამზარეულოში ჯადოებზე საუბარი პათოსით, სახელმწიფო მოხელეების არაპროფესიონალიზმი… ერთმა ეპიზოდმა “ცისფერი მთებიც” კი მომაგონა.

დიახ, რუმინეთი მართლაც ბევრი რამით ჰგავს საქართველოს, მხოლოდ იქ ეკლესიას ისეთი დიდი გავლენა არ აქვს, როგორც ჩვენს Beyond the Hills by Cristian MUNGIU, film stillსამშობლოში. საქართველოში, ალბათ, მართლმადიდებელი სასულიერო პირების შესახებ მსგავსი ფილმის გადაღება წარმოუდგენელიც კი
იქნება, როდესაც რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოში ლიტერატურის ცალკეულ ნიმუშებზე განგაშის ზარს სცემს და აცხადებს რომ ეს მათი რწმენისთვის საფრთხეს შეიცავს.

ახლა კი ალინას დავუბრუნდეთ, რომელიც ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა მეგობარ ვოიჩიტასთან ერთად. ალინა ზუსტად ისეთი გოგოა “боевая женщина”-ს რომ უწოდებენ, კარგად ჩხუბობს, იკბინება, იფურთხება, იგინება. იცის თავისი დაცვა და არც თავის მეგობარ გოგოს დააჩაგრინებს ვინმეს. ალინას და ვოიჩიტას არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა, ორივე ყველასგან მიტოვებულია. თუმცა, ვცდები, ეს იქამდე იყო სანამ ვოიჩიტა ქრისტეს იპოვიდა. ისე, რა აქვს ქრისტეს საოვნელი, განა დაკარგულია? ამაზე სჯელობა სხვა დროისთვის გადავდოთ. მოკლედ, ვოიჩიტამ გულში ქრისტე შემოუსვა, გულში რომელიც აქამდე მხოლოდ მხოლოდ ალინას ეკუთვნოდა. ვოიჩიტას, რომლის გულშიც ქრისტე და ალინა ერთად ცხოვრობენ, აქვს დიდი ლურჯი თვალები, წვნიანი ტუჩები, სავსე მკერდი და ნუშისფერი კანი. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ უთმობს ალინა თავის საყვარელ გოგოს უფალს.

beyond-the-hillsვოიჩიტა მონასტერში ცხოვრობს სხვა მონაზვნებთან და მღვდელთან ერთად, რომელსაც მამას ეძახის. ალინა კი ახლახანს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ხან სახლებს ულაგებდა შეძლებულ გერმანელებს, ხან ბარში მუშაობდა და ხანაც რითი გაჰქონდა თავი. მოენატრა ვოიჩოტა და დაბრუნდა, თუმცა ყველაფერი ისე აღარ არის როგორც აქამდე იყო. ვოიჩიტასგან უარს იღებს რომ მიატოვოს მონაზვნური ცხოვრება და მას დაუბრუნდეს. ამის შემდეგ ყველაფერი ირევა, ვოიჩიტასთან ჩხუბის შემდეგ მონაზვნები და მოძრვარი ჩათვლიან რომ ალინა გაგიჟდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ. შემდეგ გაძარცვავენ და უფულოდ დარჩენილს “სამადლოდ შეიფარებენ”. მაგრამ, მკურნალობა ხომ სჭირდება ავადმყოფს?! რა თქმა უნდა არატრადციული მეთოდით. ჯვარი მთავარი იარაღია სნეულებასთან საბრძლოლველად, წამალი ეგზორციზმის ლოცვებია, რომელსაც ჯაჭვებით ფიცრებზე მიბმულ ალინას უკითხავენ. როდესაც ფიცრებს აჭედებდნენ, ალბათ არამარტო მე, ჯვარცმის სცენა წარმომიდგა. რამდენიმე დღიანი წამების შედეგ ალინა გარდაიცვლება.

CAH-Beyond-the-hillsშემდეგ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ამას ლოგიკური დასასრულის მფარველი წმინდანები მოითხოვენ. მღვდელი დაარწმუნებს პოლიციას რომ გოგონას დაბმა გარდაუვალი იყო. ახლა მხოლოდ პროკურორის დარწმუნებაღა დარჩა.  ფილმი მთავრდება ერთობ სიმბლური სცენით,- პოლიციის მანქანას ლაფი დაესხმება თავს, რომელსაც საქარე მინაზე განთავსებული ე.წ.  “დვორნიკები” გაწმენდს და მღვდლებიც და პოლიციელებიც ასე ადვილად ჩამოირეცხავენ ტალახს ბინძური ხელებიდან, ისევე როგორც ერთ დროს პილატემ…

“გორაკებს მიღმა”-ს /Beyond the Hills/ ჩვენებისთვის მადლობა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს. ასევე მინდა ვთხოვო, რომ სუბტიტრებს ოდნავ მეტი ყურადღებით მოეკიდონ. ანუ, ან საერთოდ დაეხსნან ამ საქმეს, ან როდესაც რაიმეს თარგმნიან იგრძნონ პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე და თარგმნილ ტექსტს იმის საწინააღმდეგო მნიშვნელობას ნუ მისცემენ, რაც ორიგინალში ჰქონდა. ამისი განხორციელება შემდეგნაირად შეიძლება , სუბტიტრების შექმნაზე იმუშავონ ადამიანებმა ვინც იცის ის ენა – საიდანაც თარგმნის, იცის ასევე ქართული ენაც და პლიუს ამას პატივს სცემს მაყურებელს, რომლისთვისაც ასრულებს სამუშაოს. წარმატებები!

Advertisements

4 thoughts on “გორაკებს მიღმა

  1. ეგეთი რა იჩხუბა, რომ საგიჟეთში მოათავსეს? შეუვარდა მონასტერს?
    არ მიყვარს მსგავსი ფილმები, დემაგოგიისთვის კარგი იარაღია, კაცმა არ იცის რომელი მხარეა მართალი და მეც ნერვები მეშლება 🙂

  2. ძალიან საინტერესოა. იმედია მეც ვნახავ,

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s