სამარხვო ბლოგი

რაც ჩემთვის სასარგებლოა – ის ჭეშმარიტია

7 Comments

ადრე, სკოლას რომ ვამთავრდებდი დაახლოებით მაშინ, ფილოსოფიით ძალიან ვიყავი გატაცებული. თუ კი რაიმე ფილოსოფიური თხზულება წამიკითხავს, ყველაფერი იმ დროს. მაშინ გავიგე ვინ იყო სოლომონ დოდაშვილი, სავლე წერეთელი, მერაბ მამარდაშვილი, მაშინ მაქვს წაკითხული ნიცშე, ჰეგელი, კანტი, ფოერბახი, ტომას მორი, შოპენჰაუერი და კიდევ ვინ იცის ვინ აღარ. ზოგი მოსაწყენად მეჩვნებეოდა და მათ ფილოსოფიურ თხზულებებს აღარ ვამთავრდები. სწორდ იმ დროიდან ვიცი სოფისტების შესახებ. ეს, ერთი შეხედვით, ცოტა უცნაური ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც რამდენიმე ჭეშმარიტების არსებობას აღიარებს და ჭეშმაროტების, როგორც ასეთის, მონოპოლიზაციას უარყოფს. სოფისტიკის მიხედვით ორი ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებიდან შეიძლება ორივე ჭეშმარიტი იყოს. ასევე არსებობდნენ უტილიტარისტები, რომლებიც ასევე რამდენიმე ჭეშმარიტების არსებობას აღირებდნენ და მათი დევიზი შემდეგი იყო,- “რაც სასარგებლოა- ის ჭშმარიტია”. განა, ყველაფერი სასარგებლო შეიძლება იყოს ჭეშმარიტი? ან არ შეიძლება ჭეშმარიტებას ზიანი მოჰქონდეს. ან და ვითვის არის ის სასარგებლო.

011ხშირ შემთხვევაში ადამიანები წორედ იმას აღიარებენ ხელშეუვალ ჭეშმარიტებად, რაც მათ ხელს აძლევს. აბა მიდი და შეეკამათე. რამდენიმე დღის წინ ერთ ტელეგადაცემას ვუყურე, სადაც დიდაქტიკურად მსჯელობდნენ ძიძების ინსტიტუტის შესახებ. გამოითვა მრავალი მოსაზება. ფართოდ განიხილეს არაკეთილსინდისიერი ძიძების ამბავი. მერე ერთმა მეორეს კითხა, სათვალთვალო კამერა თუ დააყენე როცა ძიძა დაიქირავეო. ამ ადამიანებმა ისაუბრეს ყველაფერზე, ყველა მხრიდან შეხედეს დაქირავებული ძიძების ინტიტუტს, თუმცა არ გახსენებიათ რომ მათი საუბარი რომელიმე ძიძისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი ყოფილიყო. თითქოს ეს ძიძები ადამაინები კი არა, ერთგვარი კიბორგები ყოფილიყვნენ რომლებიც შექმნის დღიდან  დაპროგრამებული არიან იმისათვის, რომ მათ ემსახურონ. კიდევ რამდენიმე დღის წინ ჩემმა ერთმა ერთმა facebook მეგობარმა მათხოვრის ფოტო განათავსა და წარწერა მიაყოლა, რომ ქალი რომელიც აქ ასე საწყლად გამოიყურება, სწორედ იმ მომენტში როდესაც სურათს ვუღებდი, მწყევლოდა და გადაღებას მიშლიდაო. ეს ისე, თითქოს იმ მოხუცს რომელიც ფოტოზე იყო გამოსახული რომელიმე მოყვარული (თუ გინდ პროფესიონალი) ფოტოგრაფის წინაშე პოზირების გარდა სხვა საფიქრელი არ ჰქონოდეს, თითქოს ის მათხოვრად იყოს დაბადებული და არ ჰქონდეს უფლება ვინმეს უარი უთხრას ფოტოს გადღებაზე. ის ხომ მთელი დღე ხელგშვერილი ზის, რა მოხდა მერე, ერთ სურათს თუ გადაუღებს ვინმე? არც არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ის ხელგაშვერილი ზის იქ, იმიტომ რომ შია და არა იმიტომ, რომ ვინმემ კამერით სამარადჟამოდ აღბეჭდოს ფირზე მისი ის პოზა, რითიც სამოწყალო პურს მოიპოვებს.

ბევრჯერ მითქვამს და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები საქართველოს სწორედ იმან გადაატანინა, რომ ხალხი უცებ მოვიდა გონს, გამოფხიზლდა, ერთად შეიკრა და ყველა ერთმანეთს გვერდით დაუდგა. ჩემ ბავშვობაში, 90-იანი წლების დასაწყისში თვეში რთხელ მაინც კარზე გვიკაკუნებდა ვინმე. გვეუბნებოდა რომ სადღაც, ჩვენს მოპირდაპირე კორპუსში ან გვერდით სადარბაზოში ვიღაცას ვიღაც გარდაეცვალა და ფულს ვაგროვებთო. ხშირ შემთხვევაში წარმოდგენაც არ გვქონდა ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ ყველა დებდა 556020_471170769577823_1394221239_nფულს, ვისაც რამდენი შეეძლო.  იმ პერიოდში რომელიმე დასავლელ ჭკვიან ექსპერტს რომ ენახა როგორ კრძალავდნენ თავიანთ მიცვალებულებს ქართველები, ვერაფრით ვერ ამოხსნიდა საიდუმლოს, როგორ ახერხებდა ეს ღატაკი ხალხი დაკრძალვის ხარჯების დაფარვას. ქვეყანაში სადაც ფიზიკურად არ არსებობდა სადაზღვევო სისტემა, სადაც ელექტრო ენერგია ლამის წელიეწადში ერთხელ გამოანათებდა, სადაც პურს ნასესხები ფულით ყიდულობდნენ.

ახლა კი ვფიქრობ და მე თვითონ ვერაფრით მივმხდარვარ სად გაქრა ეს კეთილი ხალხი. არასწორად ხომ არ გაიგო ტრეინინგებზე ლიბერტარიანელობის არსი. რატომ არ არის მის წინ მდგომი ადამიანი უბრალოდ “ადამიანი” და რატომ არის ის ან “დაქირავებული ძიძა” ან და რაიმე სხვა მსგავსი სტატუსის მატარებელი. ბოლო დროს დავაკვირდი, რომ თბილისში ხელგაწვდილი ადამაინების რაოდენობა გასამმაგდა ორი ან სამი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამის გამო უთხრა უარი საქართველომ  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და არა იმის გამო რომ ცხინვალის რეგიონში კიდევ რამდენიმე სოფელი დავკარგეთ, რომელიც მანამდეც დაკარგული იყო. მერე რა რომ ქართველები არასდროს აწყობენ აქციებს სოციალური მოთხოვნებით და იქ მხოლოდ “…ჯოს” ისმის. მერე რა რომ ტრიბუნის ქვევით მდგარ ადამიანებს ხელში სხვადასხვა პარტიების ნაირფერი დროშები უჭირავთ, ტრიბუნაზე მდგარნი კი სოციალურ მოთხოვნებს არ აყენებენ.  ტრიბუნაზე დმგარებს არ შიათ, მათ ფეხსაცმელში წყალი არ შესდით და პირის ღრუში ყოველი მეორე კბილი არ აკლიათ.

კენჭიყრის დღეს არჩევნებზე არ წავსულვარ.  მინდოდა რომ ნაციონალური მოძრაობა წასულიყო, თუმცა ვინც მოდიოდა არც ის მომწონდა. მიხაროდა რომ ნაციონალური მოძრაობა როცა წავიდოდა, დაფიქრდებოდა რატომ გაუშვა ისინი ხალხმა და მიხვდებოდა ჭეშმარიტ მიზეზს. მაგრამ ეს იმედი გამიცრუვდა. ჩემი აზრით, ახალი ხელისუფლება ისევ იმავე შეცდომებს უშვებს, რასაც წინა. მაშინ, როდესაც ხალხს შია ძეგლებით ჭადრაკის თამაშს იწყებს და ამაში ხარჯავს იმ ფულს, რომელიც სოციალურ პროგრამებს უნდა მოხმარდეს. ხელისფლებები უშვებენ შეცდომებს, ოპოზიციური ძალები ტრიბუნიდან ხელისფლების შეცვლას მოითოვენ, ტრიბუნის ქვევით მდგარ ადამიანებს კი შიათ და ასე გრძელდება სამარადისოდ.

Advertisements

7 thoughts on “რაც ჩემთვის სასარგებლოა – ის ჭეშმარიტია

  1. 90 იანებზე აბზაცმა, რაღაც ძალიან თბილი მოიტანა. სიტუაცია კი არა, ის რაღაცნაირი ადამაიანური სითბო მომეწონა. 🙂

  2. აი ასეთი მიდგომა კიდევ მესმის, სხვების ვაი-პატრიოტულ და ანტი-პატრიოტულ შეძახილებს ვერც თავს ვუგებ ხოლმე და ვერც ბოლოს :/
    სად გაქრა არ ვიცი, გამოდის რომ ჩვენი თაობის ბრალია და შეიძლება ასეცაა

  3. ძალიან კარგი პოსტია!<3 90-იანებში მართლა სხვანაირი სითბო იყო, ადამიანური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ სრულიად უცნობ ხალხში, პრობლემების გულთან ახლოს მიტანა, სოლიდარობა და ინტეგრაციაც გაცილებით დიდი იყო საზოგადოებაში, სახელმწიფოში. ახლა თითქოს გაუცხოება და ცივი სნობური დამოკიდებულება და ურთიერთობებია. რასაც თავისი მიზეზები და განმაპირობებელი ფაქტორები აქვს. თუმცა ვთვლი, რომ სადღაც კიდევ არსებობს და იქნება ყოველთვის ის, სუსხიან ცივ ჩაბნელებულ ნაცრისფერ დღეებში გულანთებული სახეები და თვალები.:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s