სამარხვო ბლოგი

გმირი ქალი სოფელი ნუკრიანიდან

დატოვე კომენტარი

საკონკურსო პოსტი

ყველას უყვარს გემრიელი კერძები. ქართველები ხშირად იწონებენ თავს ეროვნული სამზარეულოთი და ქართული ღვინით. ერთი თავისებურება აქვს ქართულ კულტურას ამ მხრივ. მაგალითად ფრანგები ან იტალიელები ღვონოს არჩევენ იმის მიხედვით თუ რომელ კერძს უხდება ის. ქართველი კი ყოველთვის პირიქით გეტყვის, ამ ღვინოსთან ეს კერძი “კარგად მიდისო”. თუმცა, ალბათ, ყველა ამაყობს თავისი ქვეყნის ეროვნული სამზარეულოს სიკეთეებით და მართლაც აქვთ ბევრი საამაყო ამ მხრივ, თუნდაც ზემოთ ნახსენებ ფრანგებს ან იტალიელებს, ჩინური, ტაილანდური და ინდური სამზარეულოს სიმდიდრეზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

Untitled   Flickr   Photo Sharing04

გემრიელი კერძები კი რაღა თქმა უნდა ასევე გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტებისაგან მზადდება. თუმცა, როდესაც ფრანგები, იტალიელები, ბრიტანელები სხვადასხვა ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობენ, როდესაც ეროვნულ გმირებს ასხამენ ხოტბას, როდესაც ძეგლებს უდგამენ მათ, რატომღაც ავიწყდებათ ის ადამიანები, რომლებიც მათთვის ჯანსაღი და გემრიელი სურსათის შექმნაზე ზრუნავენ. როდესაც ომის გმირებს ადიდებენ, რატომღაც ყველას ავიწყდება რომ ფერმერები არიან ის ადამიანები, ვინც ომისა თუ მშვიდობიანობის პერიოდში საკვებს აწარმოვებს მათთვის. რატომღაც ასეთი ადამაინების სახელებს არ არქმევენ ქუჩებს, მოედნებს, ისინი ყოველთვის ჩრდილში არიან და საზოგადოებამ არ იცის არაფერი იმ ადამიანების შესახებ ვინც ყოველდღიურად უმძიმეს შრომას სწევს რათა გმირები და მომავალი გმირები გამოკვებოს.

სოფელი ნუკრიანი ზღვის დონიდან 820 მეტრზე გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსალეთ ფერდობზეა გადაშლილი, ამიტომ აქ თბილისთან შედარებით საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა. ჩასვლისთანავე ძლიერი სუსხი ვიგრძენი. სოფელი ირგვლივ ტყით არის დაფარული, სახლების ფანჯრები კი ქალაქ სიღნაღს გადაჰყურებს ზევიდან, რომელიც ამ სოფლიდან 5 კილომეტრით არის დაშორებული. მოსახლეობას განაწილებული აქვს ტყის სხვადასხვა ნაწილი, უვლიან მათ კუთვნილ ტერიტორიას. აწარმოებენ ტყის გამოხშირვას, რესურსებს უფრთხილდებიან და ზრუნავენ რომ გარემოს სიჯანსაღე შეინარჩუნონ. ტყე სოფელს აძლევს საკმარის საწვავ მასალას ზამთრისათვის, ამის წყალობით შესაძლებელი ხდება რომ ბუნებრივი აირი აღარ მოიხმარონ გასათბობად და ზედმეტი დანახარჯი აიცილონ თავიდან.

Untitled   Flickr   Photo Sharingმიუხდავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნების რიცხვს, სოფლის დათვალიერების შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩება. თავდაუზოგავი შრომით და რესურსების რაციონაციონალური გამოყენებით საკმარისი სურსათის წარმოება ხდება შესაძლებელი და როგორც ჩემმა გმირმაც – ქალბატონმა თამარმა გვითხრა,- აქ თუ გლეხი შრომობს, ნამდვილად არ უნდა უჭირდეს. მიუხედავად იმისა რომ დიდი სოფელია, აქ თამარ და ვასიკო ნადიკაშვილებს ყველა იცნობს. გამორჩეულად თბილი ოჯახია, ფაქტობრივად სულ სტუმრები ჰყავთ. ბუხრის ოთახში სურნელოვანი სანთლები და ლამპები აწყვია, ეს იმ შემთხვევისთვის თუ სტუმარს სანთლის შუქზე მოუნდება ბუხარშივე წალამზე შემწვარი კახური მწვადის და ოჯახის რქაწითელის მირთმევა.

საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული კრიზისის, სამი სამოქალაქო ომის, ეკონომიკის განადგურების, საყოვლთაო კორუფციის, სამხედრო საბჭოს მმართველობის, პერმანენტული საპროტესტო აქციების, აქციებზე დახვრეტელი მომიტინგეების და სხვა მრავალი მსგავსი მოვლენის გამო ქართველებს 90-იანების გაგონებაზე ტანში ცივი ჟრუანტელი გვივლის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ომის და ორგანიზებული ქაოსის პრობებშიც შეიძლება შეყვარება. სწორედ ამ დროს დაქორწინდნენ ნადიკაშვილები. იქიდან გამომდინარე რომ ომის ეპიცენტრიდან მათი სოფელი მოშორებით მდებარეობდა ახლაშექმნილ ოჯახს განვითარების და ზრდის საშუალება მიეცა.

თამარს და ვასიკოს ორი შვილი ჰყავთ. ორივე ეხმარება მშობლებს მეურნეობის წარმოებაში. უვლიან ვენახებს, საზამთროს ბაღს და ასე შემდეგ. ოჯახში შესვლისთანავე იგრძნობ რომ განსაკუთრებულად სტუმარტმოყვარე და თბილი ოჯახია. შარშან ქალბატონმა თამრიკომ Untitled   Flickr   Photo Sharing_1კიდევ ერთი ბიზნესი წამოიწყო. გადაწყვიტა ღორები მოეშენებინა. ამგვარ საღორეს ძნელად თუ უწოდებ საღორეს. შესვლისას უსიამოვნო სუნსაც კი ვერ იგრძნობ. იატაკი ირეცხება ისე რომ შიგნით შესვლაც კი არ გიწევს ამ საქმისთვის და ნარცხე მასა კანალიზაციით გადის. საკვები სუფთად არის მოთავსებული და გალიებზე არსებული სპეციალური ფანჯრით აწოდებს ქალბატონი თამარი საჭმელს. ღორების მოვლას დიდი დრო არ მიაქვს. დანარჩენ დროს ქსოვს წინდებს, რომელსაც გართობას უწოდებს, თუმცა ამ “გართობას” ოჯახისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელიც მოაქვს. წინდების მოსაქსოვად ძაფს დედამთილი ურთავს. ამბობს,- “ჩემი დედამთლი ძალიან კეთილია ქალიაო, ოღონდ მე გავერთო და ძაფს მირთავსო”. დროს არასდროს არ აცდენს უქმად, წინდებსაც ტელევიზორის ყურების დროს ქსოვს. დანარჩენს დროს ქათმების მოვლას და საშინაო საქმეების გაკეთებას უთმობს. ასევე უვლის ყვავილების პატარა ბაღს ეზოში. თავისუფალი დრო თოთქმის არ რჩება. ზოგჯერ გამონახავს ხოლმე ერთ საათს იმისათვის რომ მეზობლებთან ერთად ყავა დალიოს და დაისვენოს.

დედამთილთან და მამათილთან ყოველდღიურად საჭმელს ატანს შვილებს. როცა ამ ყველაფერს ხედავ, ამ ოჯახში როგორ ზრუნავს ყველა ერთმანეთზე, ხვდები როგორია ნამდვილი იდილია. ყველაზე დიდი მემარცხენე იდეალისტიც რომ ვერ წამოიდგენდა ისეა განხორციელებული მათ ოჯახში ეს.

Untitled   Flickr   Photo Sharing_02მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ თამარს ბაკალავრის ხარისხი აქვს ინჟინერიაში, პროფესიით არასდროს არ უმუშავია და თავისი პოტენციალი სოფლის მეურნეობის წარმოებას და დიასახლისობას მოახმარა. შედეგად ჰყავს სამაგალითო ოჯახი, წარმატებული მეუღლე და ორი შვილი, რომელთაგან უფროსი მამის პროფესიას გაჰყვა და უნივერსიტეტში მშენებლის პროფესიას აუფლება, უმცროსი კი დამამთავრებელ კლასშია და სტუდენტობისთვის ემზადება. შრომობს მთელი ოჯახი და აწარმოვებენ არამარტო თავისთვის სამყოფ სურსათს, არამედ საკმაოდ ბევრ ხელმოკლე  მეზობელსაც ეხმარებიან.

Untitled   Flickr   Photo Sharing_03ახლო აღმოსავლურ კულტურაში (ახლო აღმოსავლეთის ერებში შედიან ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები, ქართველები, სპარსები, თურქები და სხვა)   ქალს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა საზოგადოებაში.  ოხაჯის უმთავრეს საყრდენსაც სწორედ ქალი წარმოადგენს. ამ რეგიონის თავისურებურებიდან გამომდინარე გარემოებები ქმნიდნენ საჭიროებას ქალი უფრო ფლექსიური ყოფილიყო და ეზრუნა კეთილდღეობაზე. დიასახლისის გამჭრიახობის წყალობით ოჯახები ახერხებდნენ დაეგროვებინათ ეკონომიკური დოვლათი.

ამ ოჯახის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პატარა სახელმწიფო, რომელიც სულ ოთხი წევრისაგან შედგება. ოჯახის დიასახლისმა შეუქმნა მამაკაცს ოპტიმალური გარემო რათა მაქსიმალურად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. მიეცა შვილებისთვის საშუალება მიეღოთ უმაღლესი განათლება. საბოლოო ჯამში კი ჰქონოდა იმის საშუალება ეთქვა რომ ბედნიერი ქალია და მოსწონს თავისი ცხოვრება, რაც აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუს დროს. თითოეული ადამიანის თვითმიზანიც ხომ ეს არის – იყოს ბედნიერი.

ქალბატონი თამარის კანდიდატურას შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ფბ აპლიკაციის მეშვეობით. ნუ დაიზარებთ ხმის მიცემას 🙂 დააკლიკეთ აქ და გადადით აპლიკაციაში.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s