სამარხვო ბლოგი

ძალადობის ვნება – ვის აქვს ძალადობის უფლება

6 Comments

რა ხდება მაშინ როცა ღმერთი კვდება, რა ხდება მაშინ როდესაც კანონი არ სჯის, რა ხდება მაშინ როდესაც მუხრუჭები არ აკონტრელებენ სინდისს… ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თუმცა, სჯობს საუბარი სინდისით დავიწყოთ. სინდისი, როგორც ასეთი, ორი სახის შეიძლება იყოს. ობოექტური სინდისი და სუბიექტური. ობიექტური სინდისი მუხრუჭის ფუნქციას ასრულებს ისეთი “გამღიზიანებლების” წინააღმდეგ როგორიც არის საყოვლთაოდ აღიარებული უარყოფითი ქცევები, მაგალითად მოკვლა. სუბიექტური სინდისი კი შეძენილია და გამომუშავდება დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი ნორმების შესაბამისად, რელიგიური მოსაზრებებით დაწესებული აკრძალვების შედეგად, სახელმწიფოს კანონმდებლობიდან გამომდინარე და სხვა.

JailBookingsGraphic2ამ ბლოგ-პოსტში არ ვაპირებ უსასრულოდ ვისაუბრო სინდისის შესახებ. უბრალოდ, როგორც უკვე აღვნიშნე სინდისი ერთ-ერთი უმთავრესი მუხრუჭია უსამართლობის, ქაოსის წინააღმდეგ. ამის საილუსტრციოდ შესანიშნავი იქნება მხტვრული ფილმის “ექსპერიმენტი”-ს მოხმობა.  ექსპერიმენტში მონაწილეობს 26 ადამიანი, რომელთაგან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ზოგს თავისუფლება აღკვეთილის როლი შეხვდება, ნაწილს კი ბადრაგის. ყველა მონაწილემ იცის რომ ეს მხოლოდ ექსპერიმენტია, რომელიც 2 კვირაში დასრულდება და ყველა მონაწილე მიიღებს ჰონორარს თანაბრად. ერთი შეხედვით მარტივი სიტუაციაა, წესით არანაირ ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ყველაფერი მკაცრად გაწერილი და კონტროლირებადია, არსებობს ასევე წითელი ნათურაც, რომელსაც ექსპერიმენტატორები მაშინ აანთებენ თუ ცდის მონაწილეები რომელიმე წესს დაარღვევენ. ჯალათებს კი მხოლოდ ის ევალებათ რომ არ დაუშვან სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა.

მაგრამ ყველაფერი ასე არ ხდება, სიტუაცია პირველსავე დღეს იძაბება და ბადრაგის როლის შემსრულებლებს იპყრობს ძალადობის “ტკბილი”  ვნება. ისინი პირველსავე დღეს იწყებენ ძალადობას პატიმრებზე. ერთადერთი მუხრუჭი კი – წითელი ნათურა – განაგრძობს დუმილს. მოძალადეთა თავაშვებულება პიკს რამდენიმე დღეში აღწევს, წითელი ნათურა კი ისევ დუმს. სად არის ამ დროს სინდისი, რელიგიური შეხედულებები რომელიც კრძალავს ძალადობას, სამოქალაქო უფლებები რომელიც ჯერ ისევ მოქმედებს საექსპერიმენტო შენობის მიღმა?

ექსპერიმენტში ბადრაგის როლის შემსრულებებლები სავსებით ჩვეულებრივი ადამიანები იყვენენ სანამ ამ ცდაში მიიღებდნენ მონაწილეობას, მათ მიეცათ ძალადობის უფლება და ისინი გარდაიქმენენ, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო, ალბათ, ფორესტ ვაითეკერის პერსონაჟია, რომელიც პირველივე ძალადობის შემდეგ ერექციას განიცდის, შეხედავს თავის ერეგირებულ ასოს და მიხვდება რომ მას ამის კეთება მოსწონს.

თუ კი კანონმორჩილმა მოქალაქემ შეიძლება ერთ დღეში ასეთი ტრანსფორმაცია განიცადოს, წარმოვიდგინოთ რა მოხდება მაშინ როდესაც ძალადობის უფლება ენიჭება ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა. ძალოვან სტრუქტურებშიც, ალბათ, გარკვეული ნაწილი, სწორედ იმიტომ იწყებს მუშაობას რომ ჰქონდეს ლეგალური ძალადობის უფლება. იძალადოს და არ დაისაჯოს. ფილმებს რომ დავეხსნათ, ამის შესანიშნავ მაგალითად, ალბათ, ჩვენსავე ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები 1337582763-27th-student-demonstration-turns-violent_1226772გამოდგება. წითელი ნათურა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც ისევე დუმდა, როგორც “ექსპერიმენტში”. თუმცა, მოძალადეები თავს მხოლოდ ასეთ ადგილებში არ იჩენენ ხოლმე, ძალადობის ვნება სამართალდამცევებს ხშირად ქუჩის დემონსტრაციების დროსაც წასძლევთ ხოლმე და არც თუ ისე იშვიათად ბოროტადად იყენებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ალბათ, გაზვიადებული იქნება ეს მაინცდამაინც ქართულ ფენომენად მივიჩნიოთ, მსგავსი “სისუსტეები” ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის თანაბრად არის დამახასიათებელი თუ კი მას ლეგალურად ძალადობის უფლებას მივანიჭებთ.

მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ რაც საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა? ჩვენ ყველამ ვთქვით რომ აქამდე არაფერი არ ვიცოდით (?). აქ კი საილუსტრაციოდ გოგი გვახარიას “წითელი ზონის” ახალი გადაცემა “რატომ აირჩია გერმანელმა ხალხმა ჰიტლერის პარტია” გამოგვადგება. გადაცემის სტუმარი მწერალი გივი მარგველაშვილი კითხვაზე, – იცოდნენ თუ არა გერმანელებმა საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ- პასუხობს რომ არ იცოდნენ. მაშ, რატომ ტოვებდნენ ებრაელები გერმანიას? რატომ არ აწუხებდა გერმანელ ხალხს ეს კითხვა? გივი მარგველაშვილი კიდევ ერთ საინტერესო მოვლენას აღნიშნავს გადაცემაში, – ომის შემდეგ ნაცისტი აღარავინ აღარ იყო.  მაშინ ხალხმა ყველაფერი ჰიტლერს დააბრალა, ყველა აცხადებდა რომ არაფერი არ იცოდა. ისევე როგორც ქართველები ამბობენ რომ ციხეებში მიმდინარე ძალადობის შესახებ არაფერი არ იცოდნენ.

მაშინ, როდესაც ჰიტლერი დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდა, გერმანიაში ეკონომიკური კრიზისი Hitler with People of Germany (1935)მძვინვარებდა, სოციალური უთანასწორობა, არასტაბილური ვითარება კარგი ნიადაგი იყო იმისათვის რომ ხალხს ხმა “გადამრჩენელისთვის” მიეცა და მართლაც უკვე 1933 წელს ჰიტლერმა უმუშევრობის პრობლემა მთლიანად გადაჭრა, სოციალური პრობლემები სადღაც გაქრა, ხალხს სტაბილურობის განცდა დაუბრუნდა, ეკონომიკური აღმავლობა თვალსაჩინო იყო. ალბათ, სწორედ აქ არის პასუხი იმაზე რატომ არავინ იკითხა სად ქრებიან ებრაელები, რატომ დატოვა გერმანია თომას მანმა და მარლენ დიტრიხმა.

გივი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დავესესხები, “წითელი ზონის” სტუმარი აღნიშნავს, რომ – “გერმანელებმა ჰიტლერის სახით ხმა მისცეს ძლიერ კაცს. კაცს რომელსაც შეეძლო კომუნისტები შეეჩერებინა, შეეჩერებინა რევოლუციური ტალღა რომელიც სულ უფრო უახლოვდებოდა გერმანიას”. ჰიტლერის სახით გერმანიამ მართლაც ძლიერი კაცი მიიღო. ძლიერ კაცებს ხშირად ირჩევენ ხოლმე, თუმცა ასევე ხშირად ამეტებენ ძალას იგივე კაცები. ასეთი საფრთხე გარდაუვალია და ხალხიც აცნობიერებს ამას, თუმცა მაინც ირჩევენ მათ. იქნებ იმიტომ, რომ ძლიერი კაცები მათ ნაცვლად, ხალხის ნაცვლად ძალადობენ. თუ ადამიანებს თავად არ შესწევთ უნარი იძალადონ, ისინი ირჩევენ მას ვინც ამას მათ ნაცვლად გააკეთებს. ხალხს მიეცემა საშუალება ეგოს დაკმაყოფილებას ამ გზით მიაღწიოს, ირიბი ძალადობის გზით.

Advertisements

6 thoughts on “ძალადობის ვნება – ვის აქვს ძალადობის უფლება

  1. ” ძლიერი კაცები მათ ნაცვლად, ხალხის ნაცვლად ძალადობენ…”და კიდევ,იმიტომ ირჩევენ,რომ მერე ყველაფერი “ძლიერ კაცს” დააბრალონ და სუფთა სინდისი ს პრეტენზია ჰქონდეთ.

    • შესაძლოა ასეც იყოს, ხალხი მერე ხელებს იბანს და ყოველთვის მანტრასავით იმეორებს რომ არაფერი არ იცოდა :დ

  2. საოცარია, როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე ძალადობა და სექსუალური აღგზნება…სექსუალური ძალადობა…იყოს სხვებზე მეტი ან იგრძნოს თავი ასეთად, ადამიანის მთავარი მოთხოვნილებაა და ამის მისაღწევად სხვა ადამიანების ფიზიკურად განადგურება, მორალური და ბიოლოგიური ტკივილის მიყენება, საუკეთესო და პირველი ინსტინქტური საშუალებაა…თავში რომ ვთქვი, რატომაა სექსი და ძალადობა დაკავშირებული-მეთქი, მოვიტყუე, სინამდვილეში ყოველთვის ვხვდებოდი ამას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s