სამარხვო ბლოგი

ჯავახეთის ქართული პრობლემა

10 Comments

ეს ის პოსტია, რომლის დაწერა-არ დაწერის თემაზე დიდხანს ვფოქრობდი, რადგან თემა ძალიან ფაქიზია. ფაქიზია იმ პრობლემების გამო რომელიც დგას ამ რეგიონის და მის მცხოვრებთა წინაშე. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც იქ ექსურსიაზე მივდიოდი მეგობარმა მკითხა,- სად მიდიხარ? მე: ფარავნის ტბაზე. ის:  აა, სამცხეში? მე: არა, ჯავახეთში. ეს ის რეგიონია, სადაც თითქმის არც ერთი ქართველი არ არის ნამყოფი, სადაც არავინ მიდის ექსკურსიაზე და საერთოდ არავინ არაფერი იცის ამ მხარის შესახებ. ის მხოლოდ ერთი რიგითი ადმინისტრაციული ერთეულია, რომლის შესახებაც იციან, რომ იქ ცხოვრობენ სომხები რომლებმაც ქართული არ იციან და სეპარატისტული ზრახვები აქვთ. თუ კი ლექსებს და სიმღერებს უძვნიან სვანეთის მთებს, მუცოს და შატილს, ალაზნის ველს, ქართლის ველებს, სოხუმს, ბათუმს… ჯავახეთი მათი შთაგონების წყარო არასდროს ხდება.
saqartvelo~1

ჯავახეთის ექსკურსიას მაშინ დადებითი შთაბეჭდილებები არ მოუხდენია არც ჩემზე. მიქრიხარ მიკროავტობუსით გველივით დაკლაკნილ გზაზე და ფანჯრიდან ხედავ ერთფეროვან ყვითელ პეიზაჟს რომელიც კილომეტრების მანძილზე არ იცვლება. არსად ხე, არსად რაიმე სახის ღორსშესანიშნავი ობიექტი, მხოლოდ საშინლად მელანქოლიური ყვითელი პეიზაჟი. მაშინ ბლოგ-პოსტიც დავწერე, სადაც ჯავახეთის მოკრძალებული ერთ აბზაციანი ტექსტიც მივუძღვენი, მეტი მართლაც ვერაფერი ვნახე იქ.

 “ამ რამდენიმე დღის წინ ლეონსიოს მოწყობილ მორიგ ექსკურსიაზე ვიყავი, ჯავახეთში. წესით დილის 9 საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა დისლოკაციის ადგილას ყველაზე გვიან მე მივედი და საკმაოდ გვიან გავედით. ყველაზე მძაფრი შეგრძნება მთელი დღის მანძილზე, ალბათ მაინც წივის სუნი იყო. მოგეხსენებათ, ჯავახეთის სოფლებში ხე-ტყის სიმწირის გამო საწვავ მასალას ნაკელისაგან ამზადებენ. წივა ფაქტობრივად დაპრესილი ნაკელია, რომელიც ამ სოფლებში გამოიყენება როგორც გასათბობად, ასევე საჭმლის მოსამზადებლადაც. მაგრამ ისეთი სუნი აქვს 3-4 კილომეტრის რადიუსშიც კი იგრძნობ. მგონი, დანარჩენის მოყოლა აღარ არის საჭირო”.

აქ არ არის არანაირი ინფრასტრუქტურა. არაფერი ისეთი, რითიც იგრძნობ რომელ ქვეყანაში იმყოფები. არაფერი მიგანიშნებს დროზე,
საუკუნეზეც კი. შესაძლოა აქაურობა ქვის ხანაშიც ასე გამოიყურება, ასეთივე ცარიელი და მუნჯი იყო. ყოვლეშემთხვევაში დღეს ჯავახეთში თანამედროვეობისთვის დამახასიათებელ ვერც ერთ ნიშანს ვერ იპოვი. დღემდე ჯავახეთის მკვიდრნი საკვების მოსამზადებლად არა ბუნებრივ აირს ან ელექტრო ენერგიას, არამედ დაპრესილ ნაკელს მოიხმარენ.

3dd33eb3e542

ჯავახეთის მოსახლეობის 95%-ს ეთნიკური სომხები შეადგენენ. მათი უმრავლესობა ამ რეგიონში დასახლდა ოტომანთა იმპერიის მხრიდან  სომხების დევნისაგან თავის დაღწევის მიზნით. ისინიც ცხოვრობენ ამ უდაბნოში, მათი არსებობა არც ერთ ხელისფლებას არ ახსენდება, მათ პრობლემებს არავინ განიხილავს სერიოზულად, საზოგადოებაც კი უარყოფითად არის განწყობილი და თუ როდესმე ახსენებს – მხოლოდ სახელმწიფის მტრის და სეპარიტისტის სახელით მოიხსენიებს. თუ კი საქართველო ამ ადამიანებს უყენებს მოთხოვნებს, საყვედურობს მათ იმის გამო რომ ისინი “კარგი მოქალაქეები” არ არიან, მაშინ ვკითხოთ თავად საქართველოს რა გაუკეთებია ამ ხალხისთვის. რა გაუკეთებია ამ რეგიონისთვის იმის გარდა, რომ 1944 წელს სამცხე-ჯავახეთიდან 90-დან 120 000-მდე მუსლიმ მესხს დაატოვებინა საცხოვრებელი ადგილი და გადაასახლა. ამაზე, ალბათ, ვიღაცები შემეპასუხებიან და მეტყვიან რომ ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს არ უნდა დაეკისროს, ყველაფერი სტალინის ბრალიაო. არც ვაბრალებ საქართველოს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთისთვის არაფერი კარგი არც არავის გაუკეთებია.

ამ რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ხშირად სდებენ ბრალს რომ არ იციან სახელმწიფო ენა. როგორ უნდა ესწავლათ ამ ადამიანებს ქართული ენა ისეთ ადგილას, სადაც არავინ ცხოვრობს ქართულ ენოვანი? ამ შემთხვევაში გამოსავალი სკოლაში სწავლა იქნებოდა, მაგრამ თუ სკოლის ქართული ენის მასწავლებლებმაც არ იციან ქართული? ერთადერთი ნათელი წერტილი რაც ამ მიმართულებით მახსენდება, არის საპრეზიდენტო პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. ეს შეიძლება ეფექტური მეთოდი გამოდგეს, თუმცა მხოლოდ ერთი პროგრამით, ალბათ, შეუძლებელი იქნება მათი ინტეგრაცია დანარჩენ ქართულ საზოგადოებასთან. საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევის დახარჯვა რათა ამ ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამისათვის კი ჯერ-ჯერობით სახელმწიფო სრულებით არაფერს აკეთებს, პირიქით, გამუდმებით სეპარატისტებს და სახწლმწიფოს მტრებს ეძახის მათ. რაც შეეხება სომხურ ენოვანი მოსახლეობით კომპაქტირად დასახლებულ პუნქტებში სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭებას, ამაში რა თქმა უნდა, პოზიტიურის გარდა ვერაფერს ვხედავ, თუმცა ამის პარალელურად თუ არ გადაიდგმება სხვა ნაბიჯები, რომელიც ამ რეგიონების მცხოვრებლებს საქართველოს მოქალაქეებად აგრძნობინებს თავს, შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს.

a17806ახლა ისევ მუსლიმი მესხების, ანუ ე.წ.  “თურქი მესხების” პრობლემას დავუბრუბდეთ, რომლებიც ამავე რეგიონიდან სტალინის ბრძანებით გადაასახლეს 1944 წელს. ამ თემის ირგვლივ ბოლო დროს დაწყებულმა აქტიურობამ (მართალია ჯერ-ჯერობით მხოლოდ საუბრების დონეზე) ძალიან გამახარა. იქნებ, ბოლოს და ბოლოს საქართველოც მიხვდეს რომ არამხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, არამედ თავადაც აქვს ზრუნვის პასუხისმგებლობა თავის შვილებზე, გადადგას მძიმე, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი და დაამტკიცოს რომ შედგა როგორც სახელმწიფო.

მაშინ მესხეთიდან 120 000-მდე ოჯახი ერთ ღამეში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სატვირთო მატარებლებით გაასახლეს ყაზახეთში, ყრგიზეთსა და უზბეკეთში იკან დაბრუნების უფლების გარეშე. გასახლებულთა 92% ეთნიკური ქართველი იყო, დანარჩენები ქურთები, ხემშილები, თარაქამა და ყარაფაფახები. ერთ თვიანი მგზავრობის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა სიცივით, შიმშილით, უჰაერობითა და ანტისანიტარიით.

turki-mesxebi

1980-იანი წლების ბოლოს ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ მასობრივი დევნის მსხვერპლი. ამჯერად უზბეკეთში. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შემდეგ 16 000 მეტი ლტოლვილი გადაიგზავნა რუსეთში, ამ აქციის შემდეგ 44 000 – 48 000 მესხი გადასახლდა ასევე აზერბაიჯანში, სადაც მიიღეს ლტოლვილის სტატუსი.

1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს აიღო ვალდებულება მოეხდინა მუსლიმი მესხების რეპატრიაცია საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, არ არის ადვილი მისია უარავი პრობლემის გამო. დაბრუნებული მესხების საცხოვრებელი და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა, მათთვის სოციალური დაცვის გარანტიების მიცემა არ იქნება ადვილი. ამასთანავე, მათ იტორიულ მიწაზე, მესხეთში მცხოვრები ეთნიკური სომხებიც არ შეხვდებიან მათ დიდი სიხარულით. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდება მუსლიმი მესხებითვის ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის გამონახვა, ან სომხურ მოსახლეობასთან აქტიური მოლაპარაკებები რომ რეპატრიაციას გართულებები არ მოჰყვეს. ეს არის ძალიან ძნელი, მაგრამ აუცილებელი სამუშაო რათა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა.

სტატისტიკისვის გამოყენებული მასალაბი: http://lib.ge/book.php?author=1064&book=6572; http://www.caucasianhouse.ge/ge/position/quotmahmadian-meskhta-deportatsiis-shesakhebquot

Advertisements

10 thoughts on “ჯავახეთის ქართული პრობლემა

  1. ნიკოლო, შენ შაიდან ამდენი ინფო მესხებზე?
    ხოდა ზუსტად რომ გადაასახლეს მესხები იქიდან, მაგიტომ იქცა იქაურობა ასეთ უდაბნოდ. წადი ტაო-კლარჯეთში. იგივე მესხები ცხოვრობენ, მაგრამ უფრო უარესი ბუნებაა, კლდეები, მთები… მაგრამ ცხოვრობენ და ყვავის იქაურობა, ბუნებას ვგულისხმობ ისევ. ისინი იქიდან ხომ არავის გადაუსახლებია.

    კიდევ ერთხელ: შენ საიდან იცი ამდენი ინფო მესხების შესახებ? სურათიც კი გაქვს..

    • რა ვიცი, თამრი, თუ ადამიანს აინტერესებს რომელიმე ქტუალური საკითხი და ინტერნეტზე მიუწვდება ხელი, არამგონია პრობლემა იყოს ინფორმაციის მოძიება და რაღაც დონეზე პრობლემის შესწავლა 🙂

      • მინდა გითხრა, რომ საკმაოდ ძნელია ამ კონკრეტულ საკითხზე ინფორმაიის მოძიება, გარდა იმისა თუ შეხვალ ჩემს ბლოგზე.

      • შენ ბლოგზე არ შევსულვარ. წყაროები უკვე დაგილინკე ფბ-ზე, მაგრამ ჯერ არ გინახავს 🙂

  2. ეს არის სწორი პოსტი ! ერთ–ერთი ყველაზე მართალი პოსტი რაც კი წამიკითხავს ^_^

  3. სომხური რეგიონულ ენად რომ ვაღიაროთ, დარწმუნებული იყავი,აქ რომ ჩამოხვიდე და გამრჯობა ქართულად თქვა,შეიძლება თავი გაგიტეხონ.ბევრს ახლაც რო კითხო,შენ ხარ ვალდებული,სომხური ისწავლო და არია ისინი პირიქით 😦

  4. მე ვერ დაგეთანხმებით.. თქვენ მხოლოდ ექვსკურსიაზე იყავით და გარედან ნახეთ ყველაფერი, მე კი აქ ვცხოვრობ თითქმის ერთი წელია და სულ სხვაგვარად ვფიქრობ. ინტერნეტიდან მოძიებულ მასალებსა და სამარშუტო ტაქსის ფანჯრიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ყველა ერს აქვს თავისი ღირსება და ნაკლი, მაგრამ ის კი ძალიან დიდი ნაკლია არ აფასებდე შენს შემფარებელს, ახლა ვინ უშლის ხელს მათ ქართული რომ ისწავლონ ?არავინ! პირიქით ვეხვეწებით, თავდაყირა ვდგებით, რომ რამე გავაგებინოთ და დავამახსოვრებინოთ. თქვენ არ იცით, როგორ ღიზიანდებიან როცა ქართულად ვპასუხობთ, როცა ქართული გამარჯობა ესმით. რა ტქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ, არსებობენ შეგნებულებიც, მადლობა ღმერთს!

  5. აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. არაჩვეულებრივად ზუსტად და ობიექტურად არის შეფასებული ვითარებაც, პრობლემებიც და დანაშაულიც.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s