სამარხვო ბლოგი

სურეალისტების ერთი თამაში

11 Comments

ლაშა ბუღაძეს აქვს ასეთი პოსტი “ლიბერალის” ბლოგზე, ძველი სურეალისტური თამაში ყოფილა, რომლის მიხედვითაც წერ საყვარელ თუ საძულვევლ თემებს, ჟანრებს, ადამიანეს, საკვებს და ასე შემდეგ. ლაშას კარგად გამოუვიდა, მეც შევეცდები იგივე გავიმეორო ჩემ ბლოგზე.

like_dislike1იქიდან გამომდინარე რომ უფრო მეტი რამე – არ მიყვარს, ვიდრე მიყვარს, ბევრად ადვილი იქნება ჯერ ასეთი თემები “ჩამოვყარო”. მაშ ასე, არ მიყვარს:

უპრინციპო ადამიანები. გარემო სადაც სიმწვანის ნაკლებობაა. სიბნელეში ყოფნა ღამის ზღვაზე, როდესაც არ ჩანს ჰორიზონტის ხაზი ზღვასა და ცას შორის. ყეყეჩი ადამიანები. წამქეზებლები. ადამიანები, რომლებიც განუწყვეტლივ თავისი თავის რეკლამირებას ეწევიან.  თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა. ერთფეროვანი პეიზაჟები. ხისტი (რიგიდული) ადამიანები. რელიგიური ფანატიკოსები და ზოგადად რაიმე იდეოლოგიით შეპყრობილები. უზრდელი ბავშვები რომლებსაც ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ისინი ვინც ვინმეს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ფამილარული ტიპები.  შემგეულებლები და მორჩილები (კონფორმისტები). ადამიანები რომლებიც ყიდულობენ არასაჭირო ნივთებს. ავტორიტეტები. ადამაინები, რომლებიც ავტორიტეტული ტიპების ციტატებს იმეორებენ და “აშეარებენ” სოციალურ ქსელებში. მიმბაძველები. სუბტიტრებიანი ფილმები. აფორიზმები. როდესაც ინგლისურ სიტყვებს ურევენ ქართულად საუბრის დროს.

მიყვარს: როდესაც ჩემზე ზრუნავენ. როდესაც მაძლევენ საშუალებას მათზე ვიზრუნო. ლუდი. ფეხით სიარული. სანდო ადამიანები. თავზეხელაღებული ადამიანები. სათავგადასავლო ფილმები. რელიგიური ადამიანები რომლებიც აფიშირებას არ უკეთებენ თავის რწმენას. ადამიანები, ვისგანაც რაიმეს სწავლა შეიძლება. თბილისი. იტალიური კინემატოგრაფი. მზიანი ამინდი. მწვანე ფერი. ბალახზე წოლა. კეთილი მოხუცები. ზომიერად თავაზიანი ადამიანები.  მეამბოხეები. ბუკინისტები. მაგარყდიანი წიგნები. მაგიდის და კედლის ლამაზი საათები. მზესუმზირის ქერქიანად ჭამა. ჩემთვის ახალი მუსიკალური შემსრულებლების აღმოჩენა. განათლებული და თავმდაბალი ადამიანები.

Advertisements

11 thoughts on “სურეალისტების ერთი თამაში

  1. გავითვალისწინო? ^^
    (ფამილიარულად გამომივიდა მგონი..)

  2. მწვანე ჭკვიანების ფერია პოსტი კი ძალიან მომეწონააა :))))

  3. მე კი სუბტიტრებიანი ფილმები მაგრად მიყვარს, ოღონდ თუ ტელევიზორში ვუყურებ.

    • რა აქვს საყვარელი სუბტიტრებიან ფილმებს O.o

      • არ ვიცი, მაგრამ მე მაგრად მსიამოვნებს მაგათი ყურება. დააკვირდიი მას შემდეგ რაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში სუბტიტრებიანი ფილმები აღარ გადის, ეტყობა მაგათანაც არ ევასებოდა მაგრად ეს სუბტიტრები.

  4. კაი ტიპი ხარ და რამე.:) “არ მიყვარს”-ს დავამატებდი თავხედ, აგრესიულ და სიძულვილის ენის გამომყენებელ ადამიანებს და “მიყვარს”-ს ცისარტყელას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s