სამარხვო ბლოგი

“სეზარი და დრანა” რუსუდან კობიაშვილის ახალი სპექტაკლი

დატოვე კომენტარი


.

ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი, ალბათ, ყველა ფილმი მექნება ნანახი. ძალიან ფართო თემაა და უმეტეს შემთხვევაში ხელოვნების საკმაოდ კარგი ნიმუშები იქმნება. „ანა ფრანკის დღიურები“, „შინდლერის სია“, „ბიჭი ზოლიან პიჟამოში“, „მე დევიდი ვარ“, „ცხოვრება მშვენიერია“, „პიანისტი“… ალბათ, ყველა რომ ჩამოვთვალო მარტო სათაურები წაიღებს მთელ სივრცეს სადაც ვაპირებ ერთ სპექტაკლზე გესაუბროთ.  თუმცა, სანამ უშუალოდ სპექტაკლს შევეხებოდე, მინდა ვთქვა, რომ სულ მიკვირდა რატომ განიხილავდნენ ნაცისტური რეჟიმის დანაშაულს მხოლოდ ჰოლოკოსტის ჭრილში და დუმდნენ ხელოვანები ბოშების, კომუნისტების, კათოლიკეების, ჰომოსექსუალების სიკვდილის შესახებ.

არ მიყვარს მშრალად პოლიტიზირებული ხელოვნება, სადაც უტრირებულ თემებს უტრიალებენ გამუდმებით და მანტრასავით იმეორებენ რომ მშვიდობა ჯობია ომს, თოთქოს ეს ისედაც ცხადი არ იყოს. ყოველი პოლიტიკური მოვლენა ცალკეული ადამიანებების ბედნიერებისა და ტრაგედიებისაგან შედგება და როგორც საბჭოეთის დიდი ბელადი იტყოდა, – „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის კი – სტატისტიკა“. მე სწორედ ამგვარი ხელოვნება მძულს, როდესაც შემოქმედი ტრაგედიას სტატისტიკად გადააქცევს ხოლმე. ნაცისტური გერმანიის დანაშაული ბოშა ქალი დრანას სუსტმა მხრებმა ზიდა.

რეჟისორ რუსუდან კობიაშვილის ახალი სპექტაკლი, რომლის პრემიერაც სულ მალე შედგება, დრანას გასაოცარ ამბავს გვიამბობს. ახლა ძალიან მიჭირს ამ სპექტაკლის შესახებ წერა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, პრემიერა ჯერ კიდევ წინ არის, მე კი არ მინდა რაიმე ზედმეტი წამომცდეს. ეს სპექტაკლი სულ მოულოდნელობებით არის აღსავსე. წერის პროცესი კი დანის პირზე სიარულს გავს, ვცდილობ ენას კბილი დავაჭირო და ის სურპრიზები რაც მაყურებელს ელის წინ ერთიანად არ  ჩამოვკაკლო. თუმცა, მაინც შევეცდები ოქროს შუალედი დავიჭირო და შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად აღვწერო ჩემი ემოციებიც და არც სპექტაკლის საიდუმლოებები გავთქვა.

აქამდე არასდროს დავსწრებივარ მონოსპექტაკლს. ჩემი წარმოდგენით ეს უფრო მონოტონური სანახაობა უნდა ყოფილიყო, თუმცა წარმოდგენისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟი ისე გაქრა, სავარძელში რიგიანად მოკალათებაც ვერ მოვასწარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სპექტაკლია რაც კი ოდესმე მინახავს, ერთდროულად იმდენი ამბავი ხდება, ისე იცვლება მოვლენები, წამის სისწრაფეში საოცრად ოსტატურად ავითარებს ერთადერთი მსახიობი – ლილი ხურითი სხვადასხვა სახეებს მაყურებელი ემოციების საოცარ მოზღვავებას გრძნობს და ეს გრძნობა, თითქოს, ზვავის ნაკადად იჭრება სხეულში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მუსიკა, რომელიც სპექტაკლის მსვლელობისას ჟღერს. კომპოზიცია სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაიწერა და საოცრად ზუსტად ასახავს დრანას განცდებს, მის სულიერ მდგომარეობს, შექმნილ ვითარებას, რომელთანაც უწევს დაპირისპირება პერსონაჟს.  სპექტაკლის მხატვრობა კი განსაკუთრებულ გამომხატველობას სძენს ვითარებას, გამოკვეთავს დრანას ყოფიერების მთელ ტრაგიზმს, იმ სასიცოცხლო სივრცეს, რომელთან ჭიდილშიც იწრთობა პერსონაჟის ხასიათი.

წარმოუდგენლად ექსპრესიულ სანახაობას სთავაზობს იზაბელ დორეს პიესის მიხედვით დადგმული  „სეზარი და დრანა“ მაყურებელს. ემოციების დუღილს კი არა მხოლოდ ის ამბავი განაპირობებს, რომელსაც მსახიობი გადმოგვცემს, არამედ პირველ რიგში ზემოთ ნახსენები მოულოდნელობების ეფექტი. ერთ წამს წარმოუდგენლად კომიკურია სცენა და ხედავ მიამიტ ქალს, რომლის ქცევებმაც მხოლოდ ღიმილი შეიძლება მოგგვაროს, მეორე წამს კი სულელი, ვნებებს აყოლილი ბოშა ქალი გარდაისახება ემოციურად ძლიერ, მოხერხებულ, უამრავ უბედურება გადატანილ მამაც ადამიანად, რომელიც მთელი კაცობრიობის ბოროტებას თავისი სუსტი მხრებით ატარებს და ცდილობს გამოსავალი იპოვოს სავსებით გამოუვალი მდგომარებიდან.

ძალიან ძნელია ასეთი სირთულის პერსონაჟზე ისაუბრო, მოკლე ტექსტში გადმოსცე მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, აღწერო დრანას ფერადი, ოპტიმიზმით აღსავსე სამაყრო. ასაუბრო ამ ქალის სითამამეზე, ისე რომ სასაცილოდ პათეტიური არ გამოჩნდე,  მამაც ბოშა ქალზე, რომელსაც შეუძლია კომედიად აქციოს თავისი აღსასრული და გულიანად დასცინოს ვითარებას, რომელიც მას ფიზიკური ლივიდაციით ემუქრება.

ახლა კი მოუთმენლად ველი პრემიერას, რომელიც 25, 26 და 28  აპრილს შედგება, რათა უკვე დასრულებული ნამუშევარი ვიხილო და სხვა უამრავ მაყურებელთან ერთად გავიზიარო ის ემოცია, რასაც ეს სპექტაკლი მოგვგვრის. უნდა აღვნიშნო, ასევე, „თეატრი ათონელზე“-ს დამსახურება, რომლმაც სცენა დაუთმო ამ შესანიშნავ სპექტაკლს.

პიესის ავტორი – იზაბელ დორე

ფრანგულიდან თარგმანი – ქეთი კვანტალიანი

დამდგმელი რეჟისორი – რუსუდან კობიაშვილი

მთავარ როლში – ლილი ხურითი

დამდგმელი მხატვარი – თამარ კობიაშვილი                                                                                

მუსიკის ავტორი – მაია გოგსაძე






Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s