სამარხვო ბლოგი

რა მოხდა 8 მაისს

2 Comments

გინდა ტელეფონი რომელიც თვალებში გიყურებს? ამისი არც მე მჯეროდა, მაგრამ ფაქტია რომ ეს ტელეფონი მართლაც თვალებში peter-driben-pin-up-girl-on-scaleგიყურებს. უყურე თვალისმომჭრელ ფერებში გამოხატულ ვიდეოგამასახულებას, მოაცილე თვალი ტელეფონის ეკრანს… არ მოელოდი? ვიდეო დაპაუზდება და იქამდე არ ჩაირთვება სანამ არ შეხედავ.  ეს ტელეფონი ასევე დაგეხმარება წონის კონტროლისათვის. თუ გიჭირს იმის  გაკონტროლება რამდენ კილოკალორიას იღებ და რამდენს წვავ, ამ ტელეფონს ამისი შემოწმება შეუძლია. მოკლედ, ეს ტელეფონი პატარა ყუთში მოქცეული მეგობარავითაა რომელიც სულ თან დაგყვება და თვალყურს გადევნებს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. პლიუს ამას არასდროს ბუზღუნებს და თუ წონაში მოიმატებ სხვა ქალთან/კაცთან არ გაიქცევა, არამედ ისევ შენთან დარჩება და თვალებში გიყურებს ^_^

saახლა გავაგრძელოთ სხვა “პრელესწების” შესახებ. როცა ასეთი ტელეფონი გაქვს, რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობი მას. მაგრამ ზოგჯერ ასე არ გამოდის, მაგალითად როდესაც ხელები სველი გაქვს, ეს შეიძლება მოხდეს სამზარეულოში ყოფნისას, აბაზანის მიღებისას ან და სულაც პლაჟზე ყოფნისას. ამ ტელეფონს შეხება არ სჭირდება, საკმარსია ეკრანთან ხელის ერთი მსუბუქი მოძრაობა და შენ შეძლებ შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემას ხელის შეხების გარეშე.

გარდა ამისა შეგეძლება მეგობრებთან ერთად  ჯგუფურად მოუსმინო მუსიკას, ითამაშოთ და ასე შემდეგ.  s4-ს აქვს ბევრად გაუმჯობესებული გრაფიკული გამოსახულება სამსუნგ გალაქსის აქამდე გამოსულ სხვა მოდელებთან შედარებით. ამის შემოწმების საშუალება უკვე მომეცა და შემიძლია თამამად ვთქვა რომ განსასხვავება ისეთი თვალშისაცემია რომ ნებისმიერს სხვა ეკრანს დაუკარგავს მიმზიდველობას.

ტელეფონს იმდენი გასაოცარი თვისება აქვს, რომ მეშინია რომელიმე უმთავრესი არ გამომრჩეს, არა და ასეთი ფუნქციები მართლაც ბევრია. მაგალითად გარემოში ჰაერის სისუფთავის კონტროლი. ამ ტელეფონის მეშვეობით შეგიძლია გამოიკვლიო რამდენად სუფთა გარემოში გიწევს მუშაობა ან ცხოვრება და შესაბამისად მიიღო ზომები.

S4_drama-shotფოტოგადაღების თვალსაზრისით მის ჯადოსნურ ფუნქციებზე ჯერ არაფერი მითქვამს. ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ხშირად მექმნებოდა პრობლემა როდესაც სხვისთვის ფოტოს გადაღების დროს მე კადრს მიღმა ვრჩებოდი. თუ ბევრ ადამიანთან ერთად ხარ ამ პრობლემის გადაჭრა მარტივად შეიძლება, იმავე ჯგუფთან ერთად შენც გადაგიღებს სურათს სხვა ადამიანი. მაგრამ რა ვქნათ მაშინ როდესაც სულ ორნი ვართ და ერთად გვინდა სურათის გადაღება. ასეთი შემთხვევა მქონდა შარშან ზაფხულში ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც მეგობართან ერთად ვიყავი წასული. ბევრი ფოტო გადავიღეთ, რიგ-რიგობით ვუღებდით ერთმანეთს სურათს და რა თქმა უნდა ყველა ფოტოზე მარტო ვარ, სულ მწყდებოდა გული ამის გამო. მაგრამ, ამიერიდან სამსუნგ გალაქსი s4-ის მეშვეობით ეს პრობლემა გადაჭრადი გახდა, შეგიძლია სურათი გადაუღო ამა თუ იმ ობიექტს ისე რომ შენც გამოჩნდე კადრში, ტელეფონი თავად ახდენს ორივე გამოსახულების დუბლირებას. ასევე შეგიძლია ფოტო გადაიღო მოძრაობის დროს და ტელეფონი თავად შეაერთებს ყველა კადრს და საშუალება მოგეცემათ თქვენი სახალისო თუ  საამაყო მომენტები დინამიკაში აღბეჭდოთ.

ამ ყველაფრის შესახებ 8 მაისს გავიგე, სამსუნგ გალაქსი s4-ის პრეზენტაციაზე, რომელიც კომპანია Mccan-ის ორგანიზებით გაიმართა. თავად ღონისძიებაც ისეთივე მხიარული და ენერგიული იყო როგორც სამსუნგის ტექნიკას შეეფერება. ღონისძიება დაიწყო ფლეშმობით და შეკრებილი საზოგადოებისთვის ფერადი ბუშტების დარიგებით. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა სამსუნგის წარმომადგენელმა რომელიც სპეციალურად ამ დღისათვის ესტუმრა თბილისს. ივენთი პანტომიმის თეატრის მსახიობებმა გააგრძელეს, რომლებმაც სხეულის გამომხატველობის ენით აუხსნეს საზოგადოებას ახალი ტელეფონის ღერსებები და ბოლოს ყველაფერი კონცერტმა დაასრულა. ამ ყველაფრის კოლაჟი შეგიძლიათ იხილოთ ჩემ მომზადებულ მოკლე ვიდეორგოლში.

Advertisements

2 thoughts on “რა მოხდა 8 მაისს

  1. რაღაც, არაშენებური პოსტია, ნიკუშ 😀

    • მოჟეტ ბიწ, მაგრამ რამდენი წელია ჩემ ბლოგზე არ ყოფილხარ :დ პ.ს. ეს საყვედური არ არის, აღარც მე შევდივარ ბლოგებზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s