სამარხვო ბლოგი

რას ვეტყვი სამყაროს და რას მეტყვის იგი მე

2 Comments

newton-2-copyკაცობრიობის ისტორიის მანძილზე მოაზროვნეთა ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალს წარმოადგენდა ადამიანის დანიშნულების პოვნა სამყაროში. უძველესი რელიგიები, ანტიკური სამყაროს დიდი ფილოსოფოსები, თანამედროვე მეცნიერები ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს, -რატომ ვიბადებით, რა არის ჩვენი მისია.  როგორც დიდი იაპონელი კინორეჟისორი იასუძირო ოძუ იტყოდა,- მარტოობა ადამიანური ყოფიერების უზენაესი კანონია. თუმცა, მე მის აზრს არ ვეთანხმები. ჩემი აზრით განდეგილობა ზედმეტად ეგოისტური საქციელია და ეს არ არის ის გზა რომელიც ჭეშმარიტებამდე მიიყანს ადამიანს. სამყაროს თავისი მკაცრად განსაზღვრული კანონები აქვს რის მიხედვითაც მოქმედებს. ყველაფერი იცვლება, მაგრამ არა ფიზიკის კანონები. რამდენჯერაც გაუშვებ ბურთს ხელს, იმდენჯერვე იმუშავებს გრავიტაცია და ბურთი მიწაზე აღმოჩნდება მკაცრად განსაზღვრული სიჩქარით, რომელსაც მისი წონა განაპირობებს და როგორც უნდა ეცადო ამას ვერ შეცვლი. ასევე, სამყაროშიც თითოეულ ადამიანს თავისი განსაზღვრული მისია აქვს, რისთვისაც მოევლინა ის ქვეყანას. ნებისმიერი სახის მოღვაწეობა შეიძლება იყოს ეს მისია, თუმცა არა უმექმოდებოდა, განდეგილობა.  მაშინ რა აზრი აქვს დაბადებას თუ მარტო უნდა იყო და სამყაროს არაფერი შემატო? ამ აზრების ასე თამამად გადმოფრქვევის საშუალებას, ალბათ, უფრო ილია  მაძლევს, თორემ სხვაგვარად გამბედაობა არ მეყოფოდა.  ჰო და ასე, სულ მოძრაობა და მოძრაობა ჩემო თერგო.

დემონი კალი

დემონი კალი

მაგრამ სამყაროსთვის მნისვნელოვანია ჩვენი მოღვაწეობა ან უმოქმედობა? ერთხელ ინდუისტებთან აშრამში ვისმენდი ლეგენდას დემონ კალის შესახებ. ეს კალი მეტად ავი და ამავდროულად უძლიერესი დემონია. ლეგენდაში ეს დემონი თავისი ამოსუნთქვით მთებს ანგრევდა, შეეძლო 40 000 წლის განმავლობაში თავზე დამხოლობილი მდგარიყო, ფეხის ძლიერად დაბრახუნების შედეგად  პლანეტების ტრაექტორიაც კი შეეცვალა და მისი თითოეული ბრძოლა კეთილ პერსონაჟებთან ასეულობით ათას წელიწადსაც კი გრძელდებოდა.  ვისმენდი ამ ამბებს და საოცარი უსუსურობის შეგრძნება მეუფლებოდა. ვაცნობიერებდი რა პატარა ვიყავი ამ უსასრულო სამყაროში.

ერთი პერიოდი სტივენ ჰოუკინგის ბრწყინვალე გონებით ვიყავი გატაცებული. ვკითხულობდი ინტერვიუებს მასთან, სტატიებს და ყველაფერს რასაც ეს თანამედროვეობის უძლიერესი გონი ამბობს. და მაშინაც როცა მის აზრებს ვკითულობდი დაახლოებით ისითივე უსუსურობის გრძნობა მეუფლებოდა როგორც აშრამში. დიდი აფეთქება, ასეულობით ათასი პლანეტა, მილიარდობით წელიწადი დღეიდან წარსულში და ამდენივე მომავალში. უზარმაზარი მასშტაბები როგორც სივრცითი, ასევე დროითი განზომილების თვალსაზრისით და ჩემი მნიშვნელობა ამ სამყაროში. რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდს ამხელა სამყაროსთვის მე განდეგილი ვიქნები თუ რომელიმე იმპერიის ძლევამოსილი მბრძანებელი, რა ცვლილელების შეტანა შემიძლია მე სამყაროს წესრიგში როდესაც გრავიტაცია ჩემზეც და ჩემივე წონის ბურთზეც ზუსტად ერთნაირად მოქმედებს. ასეთი მოცულობის სამყაროს როცა წარმოიდგენ, თითქოს ყველა შენი პრობლემა პატარავდება და შენი ყველა გამარჯვება, რომელიც დიდი შრომიტ მიგიღწევია, გარკვეული თვალსაზრისით, აზრს კარგავს, უჩინარდება სამყაროს უსარულობაში.

empirealexanderმაინც რა აზრი აქვს ჩვენს გარჯას. ისტორიაში ყველაზე დიდი ცინიზმი ბუნების მხრიდან, ალბათ, ალექასნდრე მაკედონელის სიკვდილი და მისი გამოწმვევი მიზეზი იყო. ალექსანდრე მაკედონელმა მთელი მაშინდელი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ მალარიამ იმსხვერპლა, ისვე როგორც მილიარდობით სხვა მოკვდავი საუკუნეების განმავლობაში. რა აზრი უნდა ჰქონდეს მსოფლიოს მბრძანებლად ყოფნას ან და საწინააღმდეგო შემთხვევაში იმავე განდეგილად და მარტოობაში ჭეშმარიტების ძიებას, თთქოსდა მართლაც რომელიმე კონკრეტულ გამოქავებულში დიდი ლოდის ქვეშ იმალებოდეს პასუხი.

ადამიანი როცა იბადება, თუ რამეს ფიქრობს იმ მომენტში, ალბათ მხოლოდ ისეთ რამეს, რასაც ილია სამშობლოში დაბრუნების დროს ფიქრობა, – რას ვეტყვი მე სამყაროს ახალს და რას მეტყვის იგი მე.

Advertisements

2 thoughts on “რას ვეტყვი სამყაროს და რას მეტყვის იგი მე

  1. “როგორც დიდი იაპონელი კინორეჟისორი იასუძირო ოძუ იტყოდა,- მარტოობა ადამიანური ყოფიერების უზენაესი კანონია. თუმცა, მე მის აზრს არ ვეთანხმები. ჩემი აზრით განდეგილობა ზედმეტად ეგოისტური საქციელია და ეს არ არის ის გზა რომელიც ჭეშმარიტებამდე მიიყანს ადამიანს.”
    ჩემი აზრით ოძუ მარტოობაში განდგომილობას არ გულისხმობდა. ეს უფრო შინაგან მარტოობას ეხება. მარტოობა საყვარელ ადამიანთა გარემოცვაში, ერთგვარი დაკარგულობის მუდმივი განცდა, შენგანვე დამოუკიდებლად, რაც კარგად აჩვენა კიდეც საკუთარ ფილმში Tokyo Story.

    • ჰო, გეთნახმები, მანდ საყვარელი ადამიანების გარემოცვაშიც მარტოსულნი არიან და არ ურთიერთობენ ერთმანეთთან, მაგრამ განდომილობაშიც ხომ მარტო ხარ. ნუუ, თუ წარმოსახვით ღმერთთან ერთად ყოფნას არ ჩავლლით და ტოკიო სთორიშიც უბრალოდ მშობლების და ა შ გარეშე არიან, თორემ ამ სიცარიელეს თავიანთი საქმეები, სამსახური უვსებთ. აბსოლუტური მარტოობა (მარტოსულობა), ალბათ, საერთოდაც არ არსებობს. იქიდან გამომდინარე რომ ეს სამყაროს კანონების საწინაღმდეგო ქმედებაა, მაინც არ გაძლევს სამყარო ამის ბოლომდე განხორციელების საშუალებას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s