სამარხვო ბლოგი

ვინ მოკლა მელპომენე

3 Comments

mascქართულ თეატრალურ სამყაროში საქმე კარგად რომ არ არის ეს ახალი არავისთვისაა. არა, რუსთაველის თეატრში, არც ისე შორეულ წარსულში, მომხდარ მოვლენებს არ ვგულისხმობ, ეს უფრო კერძო პოლიტიკური პრობლემაა და ცალკე განხილვას საჭიროებს. ქართული თეატრის პრობლემა კი უფრო ზოგადი და მასშტაბურია.

როგორც, უკვე ყველამ იცის რამდენიმე დღის წინ თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე “ვაგინის მონოლოგები” დაიდგა. ვისგან-ვისგან და თეატრალურის სტუდენტებისგან ნამდვილად არ ველოდი თუ სიტყვა “მუტელი” აღაშფოთებდათ, ან ისეთი რელიგიური ფანატიკოსები აღმოჩნდებოდნენ რომ სპექტაკლის მონაწილეებს შეუცვივდებოდნენ გასახდელში და იკითხავდნენ პატრიარქის ნაკურთხი იყო თუ არა სპექტაკლი. არა, ნამდვილად არ გავს ეს არტისტების ქცევას.

თუმცა, ხელოვნებისადმი ასეთი დამოკიდებულება თავად შემოქმედების მხრიდან უკვე ცალკეული კერძო შემთხვევა აღარ არის და ასეთ ფაქტებს საკმაოდ ხშირად ვხვდები ხოლმე. იქიდან გამომდინარე რომ ჩემ ბლოგზე თუ Teatri.ge-ზე ვაშუქებ სპექტაკლებს, დავდივარ თეატრში და ვხვდები სახელმწიფო თუ კერძო თეატრების ხელმძვანელებს, ზოგოერთი მათგანისგან ისეთ “საოცარ” ამბებს ვისმენ რომ გაოცებას ვერ ვმალავ ხოლმე და საკმაოდ ხშირად ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. ვერც პირდაპირ ვეუბნები ჩემ დამოკიდებულებას მათი აზრების მიმართ და ვერც გაჩუმებას ვახერხებ. საილუსტრაციოდ მოვიყვან დიალოგს ჩემსა და ერთ-ერთი თეატრის წარმოდგენელს შორის. უფროსწორად ამ საუბარმა უფრო მონოლოგის რეჟიმში ჩაიარა და მე მხოლოდ მოსმენით შემოვიფარგლე. ის სიამაყით მეუბნება რომ მისი თეატრი მარხვის დროს არასდროს თამაშობს სპექტაკლს. იცით რისი ბრალი ყოფილა თავისუფალ თეატრში მომხდარი ინციდენტი როცა ჭერზე დამაგრებული გიგანტური ბურთი ჩამოვარდა? ეს იმიტომ მომხდარა რომ თავისუფალს დეკამერონი ვნების კვირაში დაუდგამს. წარმოგიდგენია? ვნების კვირაში, როცა სპექტაკლის, მთლად დეკამერონზე აღარაა საუბარი, დადგმა ჩვეულებრივი მარხვის დროსაც არ შეიძლება :დ ჰო და მოხდა სასწაული რომელსაც არავინ ელოდა, გაწყდა “ტროსი” რომელზეც მძიმეწონიანი ბურთი ეკიდა და ლამის მსახიობებიც შეიწირა. ღმერთს დაუსჯია თავისუფალი თეატრი. როგორ გინდა ასეთ დროს სიცილი შეიკავო.

შუა საუკუნეებში ხელოვანები, მეცნიერები იბრძოდნენ იმისათვის რომ როგორმე გათავისუფლებულიყვნენ ეკლესიის გავლენისაგან. თავი დაეღწიათ იმ შეზღუდვებისაგან, რასაც კათოლიკიკური ეკლესია უწესებდა მათ. დღეს საქართველოში კი ხელოვანები თავად ცდილობენ რელიგიურ ჩარჩოებში მოაქციონ თავიანთი შემოქმედება, თანაც ისე რომ ამას არავინ აძალებს. მე პირადად არ მახსენდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გაკეთებული განცხადება რომ მარხვის პერიოდში, ან და თუნდაც ვნების კვირაში სექტაკლი არ დაედგათ თეატრებს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი ასეთი ქმედების მიზეზი, ან და როგორ აპირებენ ასე ხელოვნების შექმნას და სანამ ისინი მარხვის პერიოდში სპექტაკლის დადგმაზე უარს აცხადებენ ჩემთვის ასევე ბურუსით მოცული რჩება არამხოლოდ ქართული თეატრის, არამედ ზოგადად ხელოვნების მომავალი ჩვენს ქვეყანაში.

Advertisements

3 thoughts on “ვინ მოკლა მელპომენე

  1. არტისტი ჩარჩოებში თუ მოექცა, როგორ უნდა განვითარდეს? საერთოდ რას ფიქრობენ?

  2. wtf o.O და მარხვის დროს რომ მომინდეს სპექტაკლზე წასვლა, უღმერთო სატანისტ-ათეისტი გამოვდივარ ალბათ :დდდ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s