სამარხვო ბლოგი

აღმოაჩინე ბედნიერება [video]

დატოვე კომენტარი

600183_10152500151798306_1804142951_nქართველები ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ სხვადასხვა დღესასწაულს, ეს იქნება რელიგიური თუ საერო დღესასწაული. იმდენი დღესასწაული გვაქვს, რომ ლამის ნახევარი წელიწადი სულ დასვენების დღეებად არის გამოცხადებული. თუმცა, ასეთ დღეებში ნამდვილი საზეიმო განწყობა არასდროს იქმნება, მიუხედავად იმისა დღესასწაული თავისი შინაარსით მოითხოვს თუ არა ამას. იშვიათად ხდება რომ ყოველგვარი ისტორიული საფუძვლის გარეშე მოეწყოს თბილისში ზეიმი, რომელიც ყველას გაამხიარულებს. ასეთ ერთეულ შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ კოკაკოლის გუშინდელი აქცია თავისუფლების მოედანზე.

ცნობილი ფაქტია რომ ადამიანის გაბედნიერებისათვის ყოველთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ არის საჭირო და ამისი მიღწევა თბილი ღიმილით და ცივი კოკაკოლითაც შეიძლება. ამ მეთოდით გუშინ კოკაკოლამ ძალიან ბევრი ადამიანი გააბედნიერა, ყვავილების თუ მზესუმზირის გამყიდველი ქალები, პატარები, დიდები, მოსეირნე შეყვარებული წყვილები, მოკლედ ყველა ვინც კი თავისუფლების მოედნიდან 500 მეტრის რადიუსში აიარა ან ჩაიარა.

აქცია ზედმიწევნით კარგად იყო ორგანიზებული და ნამდვილად კომფორტული გარემო იქმნებოდა.  საქართველოში ხშირად ხდება რომ როდესაც რაიმე პროდუქტს ითხოვ მაღაზიაში თუ ბარში ისეთი სახით გემსახურებიან რომ მინიმუმ შეიძლება მადა დაგეკარგოს.  ამ აქციაზე ყველაფერი მხიარული და ფერადი იყო. მოდიოდა წითელმაისურიანი ულამაზესი გოგო და ისეთი სასიამოვნო და ლამაზი ღიმილით გაწვდიდა კოკაკოლის ცივ ქილას რომ გოგო თუ არა,  კოკაკოლა მაინც შეგიყვარდებოდა თავიდან.

ისე გავერთე გოგოებზე წერით, აქციის შინაარსის დაწერა მავიწყდებოდა. როგორც იცით ბოთლებზე დაიბეჭდა საქართველოში ყველაზე პოპულარული 40 სახელი. თუმცა, თუ შენი სახელი აქამდე არ მოხვდა კოკაკოლის ბოთლზე, ამგვარ აქციებზე საშუალება გეძლევა შენი სახელი პერსონალურად დააწერინო ქილაზე. მნიშვნელოვანია ისიც რომ აქციები ტარდება არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოს მოიცავ და უახლოეს დღეებში გაიმართება წყნეთში, რუსთავში და ბათუმში. აქციის ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ კოკაკოლის ფბ გვერდიდან და აქციაში მონაწილეობა მიიღოთ თქვენივე საცხოვრებელი უბნის მიხედვით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s