სამარხვო ბლოგი

პირიქითა ხევსურეთი და ანატორის ტრაგიკული ბედი

2 Comments

xed1

ხედი დათვიჯვრის უღელტეხილიდან ჭანჭახის ხეობაზე

ხევსურეთი შარშან და წელს

პირიქითა ხევსურეთში პირველად შარშან ვიყავი. ჟინვალის იქით გზა ფაქტობროვად აღარ არის, მიკროავტობუსი კი  კალიასავით მიხტის დაკლაკნილ გზაზე, რომელიც უსასრულოდ გრძელდება. შარშან გეგმის მიხედვით დათვიჯვრის უღელტეხილიდან (ზღვის დონიდან 2677 მ) უნდა გაგვევლო ფეხით ფაქტობროვად მთელი პირიქითა ხევსურეთი, ჭანჭახისა და ხახაბოს ხეობები, სოფლები ახალი ხახაბო, ძველი ხახაბო

გაყინვის საფრთხის წინაშე დათვიჯვრის უღელტეხილზე

გაყინვის საფრთხის წინაშე დათვიჯვრის უღელტეხილზე

და არდოტი. ეს პირველი დღის საბოლოო წერტილი უნდა ყოფილიყო, სადაც მიკროავტობუსი მოგვაკითხავდა, ჩვენს ბარგს ავიღებდით და დავბანაკდებოდით. მეორე დღეს კი უნდა გვენახა ლებაისკარი, კისტანი, შატილი და მუცო.  პირველი დღე ზედმიწევნით  დამღლელი აღმოჩნდა. უამინდობამ პირველი ნიშნები უღელტეხილზევე გამოავლინა, როცა თორმა ჩაქუჩით თამაში გადაწყვიტა და თავზე მუშტისხელა სეტყვა დაგვიშინა. ამ დროს გავაცნობიერე რა ტკბილია თექვსმეტსართულიან კოსპუსში საწერ მაგიდასთან ჯდომა, გვერდით ყავის ფინჯნით და უსაფრთხოების სრული შეგრძნებით. თუმცა, პრობლემები აქ არ დასრულებულა. პირველი დღის გეგმები არდოტში შეიცვალა, სეტყვის შედეგად ჩამონგრეულმა კლდემ სამანქანო გზა გადაკეტა. მიკროავტუსმა, სადაც მთელი ჩვენი ბარგი იყო, ვერ მოგვაკითხა და თითქმის მუცომდე მოგვიწია ფეხით სიარული. ამასთანავე ყოველგვარი აღჭურვილობის, ფარნების, საწვიმრების და საგზლის გარეშე.

შარშანდელი შთაბეჭდილებები, ძირითადად, თითქმის ევერესტის სიმაღლის მთაზე სეტყვაში მოყოლა, სიცივის და დაუცველობის გრძნობა იყო. ამასთან შედარებით კი  წლევანდელი ტური პიკნიკზე გასვლას უფრო გავდა, თავისი კოცონით, თამაშებით, ალკოჰოლით და ყველა იმ  “პრელესწით” ჰოლივუდურ ფილმებში რომ არის ხოლმე მსგავს შეთხვევებში.

ათენგენობა

წლევანდელ ჩვენს სტუმრობას ადგილობრივი დღესასწაული – ათენგენობაც დაემთხვა  და მოგვეცა საშუალება ნამდვილი 164273_3343375918465_704095224_nხევსურული ადგილზე მოხარშული უგემრიელესი ლუდი გაგვესინჯა. ზოგჯერ მიხარია ხოლმე კიდევაც რომ ხევსურეთში ტურიზმი ისე კარგად არ არის განვითარებული, კომერციული დაინტერესების გაჩენა, გობალურ ტურისტულ ქსელში მოქცევა ხშირად მავნედ აისახება მთის ტრადიციებზე. ამის მაგალითები საქართველოს მთიანეთის სხვა რეგიონებში უკვე არსებობს, სადაც ხევსურეთისგან განსხვავებით უფასოდ არავინ არაფრით გაგიმასპინძლდება და კეთილი უანგარო ღიმილითაც არავინ დაგასაჩუქრებს.

უშუალოდ ათენგენობას რაც შეეხებამ ის ხალხური დღესასწაულია და ივლისის შუა რიცხვებიდან აღინიშნება. ამ დღესასწაულის სახელწოდება ირაკლიოპოლის ეპისკოპოსს, ბერძენ მღვდელმოწამე ათინოგენს უკავშირდება.

ათენგენობა მთელი ხევსურეთის სალოცავებისათვის მთავარი დღესასწაულია და ყველა სალოცავში აღინიშნება, მაგრამ უპირატესობა დიდ ხატებს ენიჭებათ. ათენგენობის დადგომამდე ორი კვირით ადრე ხატის მსახურები ხატში მიდიოდნენ და წმინდობდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი გარიდებულები იყვნენ ოჯახს და გარე სამყაროს, რათა ცოდვებისაგან თავი დაეცვათ, სუფთად ეცხოვრათ, როგორც ბერებს. ყოველდღე ბანაობდნენ, მსუბუქ ხელსაქმეს ასრულებდნენ, ისეთს, რომლის დროსაც ოფლი არ გამოუვიდოდათ (წნავდნენ თოკებს, საბელს…), ადუღებდნენ ლუდს და ემზადებოდნენ დღესასწაულისათვის. მათ სოფლიდან უგზავნიდნენ საკვლევს: ხინკალს, კეცეულებს (რიტუალური პურები), ხორცს და სხვა.

მუცო

muco

მუცო ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ გაინტერესებთ ისტორიული ადგილები, გიზიდავთ მიუვალი 993631_3343391198847_1200543032_nწერტილების დაპყრობა,  გიტაცებთ აქტიური დასვენება ან უბრალოდ მძაფრი და სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღება გინდათ.  შარშან ძალიან დამწყდა გული რომ საბოლოოდ ვერ მოვახერხე ამ ციხე-ქალაქის ნახვა და წლევანდელი ლაშქრობის ჩემი ძირითადი მიზანი, სწორედ, მისი მონახულება იყო.  მუცოს ირგვლივ ცაში აზიდული მთებია, რომლებიც ყინულის ციხესიმაგრეებად ადგას თავს საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარს.  სამანქანო გზიდან მუცოს უმაღლეს წერტილში ასასვლელად დაახლოებით ერთი კილომეტრეის მანძილის, მაგრამ საკმაოდ რთული ბილიკის გავლა მოგიწეთ. ციხე-ქალაქის უმეტესი ნაწილისაგან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი და ყოველ წელს მისი დიდი ნაწილი იშლება. თუმცა, ჯერ-ჯერობით მუცოს ბედი არავის ადარდებს და ინერციით განაგრძობს ნგრევას.  საუკუნეების მანძილზე მუცოს მკვიდრნი განთქმული, მამაცი მეომრები ყოფილან. დღესდღეობით კი ის სრულებით ცარიელია თუ მობიბინე ხავსს და ადგილობრივ ხვლილებს არ ჩავთვლით, რომლებმაც მუცო ასეთ დროსაც კი არ მიატოვეს.

შატილი და ანატორი

შატილი მიმზიდველი ადგილია მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ტურისტებისთვის, ყველა აქ მოდის ვისაც გზა დაკარგვია, სამშობლო დაკარგვია და ახალი შთაბეჭდილებების მიღება უნდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია პარიზზე იტყოდა, შეგვიძლია შატილზეც ვთქვათ რომ ის სამყაროს ჭიპია, რომელიც თავისკენ იზიდავს დრო-ჟამ არეულ ადამიანებს, მათ ვისაც სამი-ოთხი საუკუნით უკან დაბრუნება უნდათ და დროის მანქანის არარსებობის გამო არღუნისწყლის პირას გაშენებულ ამ პატარა სოფელს აფარებენ თავს.  შატილიდან 3 კილომეტრში კი მდებარეობს ანატორი. ეს არის ის ადგილი სადაც მთავრდება საქართველოს იურისდიქცია და ჩრდილოელი მეზობლის დროშა შენს წინ აზიდულ მთაზე ფრიალებს.

შატილიდან ანატორისაკენ გზას მხიარულად გავუდექით და ასევე მხიარული ჟრიამულით დავიწყეთ აკლდამების თვალიერება. ეს მხიარულება იქამდე გაგრძელდა სანამ შემზარავ ამბავს მოვისმენდი ამ აკლდამების და მისი მუდმივი ბინადარი ჩონჩხების შესახებ. ნასოფლარში სულ 4-5 აკლდამაა, სადაც ქვის თაროებზე განლაგებულია ის, რაც ძველი ანატორელებისაგან დარჩა. ნაგებობის შიდა ნაწილი საკმაოდ დაზიანებულია, ამიტომ ძვლების უმრავლესობა ერთმანეთშია არეული და ერთგვარ სიკვდილის სპაგეტს ქმნის. ეს არ გახლავთ კლასიკური ტიპის სასაფლაო, სადაც დაკრძალვის რიტუალების შესაბამისად მიაბარებდნენ ადამიანებს იმქვეყნიურ გამგებელს. სნეული ადამიანები აქ თავისი ფეხით მოდიოდნენ და სხვა გახრწნილი გვამების გვერდით თავის სამარადისო სამყოფელს პოულობდნენ.  საკმაოდ მძიმე წარმოსადგენია ამ ადამაინების განცდები, რომლებიც სოფელს, მშობლებს, შვილებს შორდებიან და სასიკვდილოდ მიემართებიან. მათ არავინ აცილებს, ისინი აღარ არიან აღარც მშობლები და აღარც შვილები, ისინი ინფექციის გადამტანი ორგანიზმები არიან რომლებიც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენენ. მიდიან აკლდამაში და არჩევენ სასიკვდილოდ ჯერ კიდევ ცარიელ ნარს, წვებიან და ელოდებიან… თუ ცარიელი სასიკვდილო ქვის საწოლი არ აღმოჩნდება, ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებენ და ახლა მშიერ-მწყურვალნი თვითონ ელოდებიან სიკვდილს.

გადმოცემის თანახმად, სოფლის მოსახლეობაზე ანატორის ჯვარი გაბრაზებულა. ანატორის ჯვარი – შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით მოუკლავს.

კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, ანატორის ჯვარი ალავერდიდან გადასულა ანატორში. ერთ მჭედელს ამ ხატის დაბმა განუზრახავს და მასზე ოქროს ლურსმანი დაუჭედებია. ამაზე ხატი გაჯავრებულა, ჟამი გაჩენილა და ანატორელები ამოუხოცავს. ანატორში დღესაც დაცულია ამ ხატის საბრძანისი ნიში და ხატის ტყე. ხატობა იციან ამაღლებას და მახვეწარი ანატორის ჯვარს ღმერთთან შუამდგომლობასა და დახმარებას შესთხოვს.

Advertisements

2 thoughts on “პირიქითა ხევსურეთი და ანატორის ტრაგიკული ბედი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s