სამარხვო ბლოგი

თრიფ თუ სამარგალო [video]

3 Comments

kanioni

გოჭკადილის, იგივე გაჭედილის კანიონი

სამეგრელოში მოგზაურობა ზუგდიდით დავიწყეთ. წავედით თბილისი-ზუგდიდის ღამით მატარებლით, რომლით მგზავრობასაც არასდროს არ გირჩევთ. მგზავრობას ზუგდიდამდე სჭირდება თითქმის ათი საათი, ვაგონები არის მოუწყობელი, ხმაურიანი, ბინძური, სავარძლები მოუხერხებელი. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ე.წ. მოდერნიზებული ვაგონით ვიმგზავრე, თუმცა ნამდვილად არ მინდა წარმოდგენა არამოდერნიზებული როგორია. სადგურზე ჩვენსავე ვაგონში რამდენიმე უცხოელიც ამოვიდა, რომლებიც ოზურგეთში მიდიოდნენ. საქმე ის არის რომ ოზურგეთშიც და ზუგდიდშიც ერთი და იგივე მატარებელი მიდის თბილისიდან, შემდეგ სამტრედიაში ხსნიან ოზურგეთის ვაგონებს და ცალკე აგრძელებს გზას. ეს უცხოელები ამან კარგად დააბნია, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მათ არც ქართული და არც რუსული არ იცოდნენ, მომსახურე პერსონალმა კი ამ ენების გარდა სხვა, თუ გამცილებლის მეგრულს არ ჩავთვლით. ნებისმიერ შემთხვევაში სამეგრელოსკენ ჯობს მიკროავტობუსით წახვიდეთ, უკიდურეს შემთხვევაში ავტობუსიც გამოდგება. ზუგდიდში ბევრი არაფერია დასათვალიერებელი, თუ დადიანების სასახლეს არ ჩავთვლით. მე მუზეუმებს ნაკლებად ვწყალობ, ამიტომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე ვერც ზემოთ აღნიშნულმა სასახლემ მოახდინა. ასევე შეგიძლიათ სასახლის ირგვლივ მოწყობილ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაისვენოთ. ამ ბაღის შექმნის ისტირია, როგორც მახსოვს, ეკატერინე ჭავჭავაძეს უკავშირდება და როგორც ჩემი ზუგდიდელი მეგობრებისგან ვიცი, ბაღში ხეების ლაბირინთით “ეკატერინე” ეწერა, თუმცა მგონი 90-იანებს შეეწირა ეს წარწერაც. თუ თავს ვერაფრით გაირთობთ ზუგდიდში, შეგიძლიათ დადიანების სასახლის შთაბეჭდილებების წიგნი მაინც გადაფურცლოთ და რამდენიმე “შთაბეჭდილება”  წაიკითხოთ. მერწმუნეთ, ეს ამად ღირს :დ

dadთავად ზუგდიდთან შედარებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ბევრად ლამაზია. მე სოფელ ოდიშში ვიყავი. საოცარი, მშვიდი და მყუდრო ადგილია. ამავდროულად აქ გეძლევა საშუალება თავის მსუბუქი მოძრაობით ერთ მხარეს სვანეთის მთებს უყურო, მეორე მხარეს კი ზღვის სანაპირო დაინახო ანაკლიისკენ.

ანაკლიას რაც შეეხება, აქაურობას აშკარად ეტყობა რომ მიტოვებულია. ჩერნობილის ასოციაციაც კი გამოიწვია ჩემში. ულამაზესი, შავი ქვიშით დაფარული სანაპირო, მოპირკეთებული ვარდისფერი გზა, პალმები… თუმცა, საშინლად უსიცოცხლოდ გამოიყურება ყველაფერი. ამ ბილიკებზე არავინ სეირნობს, ყველგან სიცარიელეა. მშენებლობები მიტოვებეული და დალუქული. პლაჟიც ცარიელი. იგივეა განმუხურშიც,  ატრაქციონები მიტოვებულია და ეზოში მოზრდილი ბალახი ბიბინებს. ანაკლია-განმუხურის ახალ და ლამაზ, ერთგვარ პოსტმორდნულ ხიდზეც არავინ გადადის.

ზუგდიდის, ოდიშის, ანაკლიას და განმუხურის მონახულების შემდეგ გზას მარტვილისკენ ვაგრძლებთ. თუ ვინმე ზუგდიდელი არ გახლავთ იცოდეთ რომ ზუდიდში დაკარგვა ძალიან ადვილია, მიუხედავად იმისა რომ პატარა ქალაქია. თუმცა, გზას მაინც ყველა სიამოვნებით მიგასწავლით, ზუგდიდელები ძალიან კომუნიკაბელური და ხალისიანი ხალხია. ეს ხალისი კი ორმაგდება თუ ტურისტის გარეგნობის ადამიანი ორ სიტყვას მეგრულადაც ფლობს.

ზუგდიდან მარტვილამდე საკმაოდ შორია, ნუუ, ეს რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ეს სიშორე საშუალებას მოგცემთ მიკროავტობუსის ფანჯრიდან დატკბეთ ულამაზესი ხედებით, კიდით-კიდემდე გადაჭიმული სიმინდის აბიბინებული ყანებით, კოპწია მეგრული ოდებით, ასევე კოპწია საოცრად მოვლილი ეზოებით და ა შ. ზუგდიდიდან მარტვილამდე მგზავრობა 6 ლარი დაგიჯდებათ და საბოლოო ჯამში სამარშრუტო ტაქსი მიგიყვანთ ზუსტად 5 კილომეტრის მანძილზე გოჭკადილთან. მართალია, ვიკიპედიაზე 8 კილომეტრი წერია, მაგრამ მენდეთ.

aგოჭკადილი საოცარი, მისტიკური ადგილია რომლის დათვალიერება ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება. ალბათ, იდეალური იქნება ევროპელი ახალდაქორწინებულებისთვისაც თაფლობის თვის აქ გატარება. სოფელში არის გესთ ჰაუსიც, იმ შემთხვევისთვის თუ კარავი არ წაგიღიათ. ადგილობრივები ნავებით მოგემსახურებიან და დაგათვალიერებინებენ კანიონს. აქ სადღაც 75 მილიონი წლის წინ არსებული ცხოველების ნაშთებიც იპოვეს. თუმცა, მეცნიერულ აღმოჩენებს რომ თავი დავანებოთ, ნამდვილად მოგაჯადოვებთ ის სილამაზე, რასაც აქ ნახავთ. კანიონის გარდა, თუ ფეხით სიარული არ გეზარებათ, კარგი იქნება თუ სოფელს აუყვებით დაახლოებით კილომეტრნახევრის მანძილზე, გაივლით ხელოვნურ აუზს, სოფლის არხს, ჰესს (რომელიც მე გასაიდუმლოებული ლაბორატორია მეგონა :დ), გადაივლით დაწნულ ხიდს და იხილავთ ულამაზეს ჩანჩქერს, შეგიძლიათ აქვე იბანავოთ კიდეც და საპიკნიკე და დასაბანეკებელ ადგილადაც ეს აირჩიოთ.

11391221_10200823856153973_1116362397445249852_nასეთ მწვანე წყალს, ალბათ, ვერსად ნახავთ. ჩემი ვარაუდით ამ შეფერილობას წყალმცენარეები უნდა აძლევდნენ. წყალი საკმაოდ სუფთაა და სასიამოვნოდ გაგაგრილებთ. მიუხედავად იმისა რომ სამეგრელო, ზოგადად, კრიმინოგენულ რეგიონად ითვლება, სინამდვილეში ადგილობრივები ძალიან გულღია და მართლა სტუმართმოყვარე ხალხია. მეორე დილით სოფელში ვინც გაიარა ყველა გვიღიმოდა, გვესალმებოდა და გვკითხულობდა როგორ მოგვეწონა იქაურობა. ბიზნესის საკითხებში, როგორც ყველა ქართველი ესენიც ცოტას მოიკოჭლებენ. ტურისტების მოსაზიდად და უსაფრთხოების იერის შესაქმნელად კარგი იქნებოდა თუ გასაბერ, უსაფრთხოების ჟილეტებს ჩააცვამდნენ სტუმრებს. მაგრამ, მაინც სავსებით უსაფრთხო და ძალიან სასიამოვნოა დაბურულ კანიონში ნავით გასეირნება, ჩვენმა მასპინძლებმა (სადაც ოთახი ვიქირავეთ) კანიონის დათვალიერების შემდეგ მეორე დიდ ჩანჩქერზე წაყვანაც შემოგვთავაზეს, თუმცა, მათივე ბიზნესისთვის უკეთესი იქნებოდა სანამ ვიქირავებდით ოთახსმ იქამდე მოვეხიბლეთ იმ წინანადებით. მოკლედ, როგორც ვთქვი ბიზნესის საკითხებში ალღო ცოტა აკლიათ, თუმცა ბუნებამ ისეთი სოფლით დააჯილდოვა, დარწმუნებული ვარ ტურისტები მაინც არ მოაკლდებათ. მთავარი ინფორმაციის გავრცელებაა.

თუ სიტყვაზე არ მენდობით, შეგიძლიათ ვიდეოც ნახოთ. თუმცა, ეს უკან დაბრუნებისას გადავიღე, კანიონის სიღრმეში კი ბევრად უფრო ლამაზია.

Advertisements

3 thoughts on “თრიფ თუ სამარგალო [video]

  1. კანიონის ნახვა მაქვს ოცნებად გადაქცეული :უსერ:

  2. მწვანე ფერს წყალმცენარეები არ აძლევს – კირქვებში მდინარე წყლის ფერი მუდმივად იცვლება განათების მიხედვით.

    • ბატონო ვასო, 75 მილიონი წლის წინ მცხოვრები ცხოველების ნაშთები სად იქნა აღმოჩენილი უფრო ზუსტად? შესაძლებელია მათი კვალის ნახვა?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s