სამარხვო ბლოგი

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

დატოვე კომენტარი

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი დაიწყო! გიშინ ჩამოვედი. აქაური ქუჩები ჩემთვის ისევ სპაგეტის გიგანტურ ქვაბს გავს და ვიკარგები ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და სადაც ჩემ გარდა დაკარგვას ვერავინ მოახერხებდა.

images (1)კინოფესტივალი გაიხსნა “ქინ-ძა-ძას” ანიმაციური რიმეიქით, თუმცა ამაზე მოგვიანებით. გახსნაზე სიტყვით წარსდგნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის აჭარის ა/რ-ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ერთადერთი კაცი ბათუმში, ვისაც შეუძლია ბულვარში გაზონზე მანქანის გაჩერება და ასევე მოკლე, თუმცა შთამბეჭდავი სიტყვით და საჩუქრით წარსდგა სომეხი კინორეჟისორი რუბენ გევორქიანი, რომელმაც ფესტივალს სომეხი ოსტატის მიერ შესრულებული მოზრდილი ჯვარცმა უსახსოვრა. ავთანდილ ბერიძემ კი ვრცლად ისაუბრა კაცობაზე, ბათუმელობის მნიშვნელობაზე, კინოათეატრზე, სადაც დავაჟკაცდა და შეკრებილ აუდიტორიას განუცხადა, რომ კინო ქართველების მოგონილია. ასევე, მეობის, გაგების, ვაჟკაცობის და ბათუმელობის განმარტების შემდეგ ისაუბრა ქართველობაზე და აღნიშნა რომ ქართველებს გასაკუთრებულად უყვართ სამი რამ- თავისუფლება, ჭიდაობა და კინო.

კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალმა დააჯილდოვა მარლენ კუციევი და რეზო ჭეიშვილი, თუმცა მათი სიტყვა ბევრად “ნაკლებად შთამბეჭდავი” იყო ვიდრე ავთო ბერიძის გამოსვლა და რუბენ გევორქიანის საჩუქარი, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდები.

ბერიძის და გევორქიანის გამოსვლის შემდეგ ფესტივალის გახსნა ამავე – კომედიურ ჟანრში გაგრძელდა გია დანელიას ანიმაციური ფილმით “ქუ! ქინ-ძა-ძა”. ახალი ანიმაციური ფილმიც მხატვრული ფილმის მსგავსად უხვად დატვირთულია ალეგორიებით. გენიოსი კინორეჟისორის პერსონაჟდების დიალოგები ფრთოსან ფრაზებად იქცა მაყურებლის ყოველდღიურ მეტყველებაში. გიადანელია კვლავ ფორმაშია და განსაკუთრებული იუმორით ისევ განაგრძობს  მაყურებლის გაცინებას და მასზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s