სამარხვო ბლოგი

ღია თუ მუქი აბი?

დატოვე კომენტარი

yu

ტუჩებზე ნაზად გეხება, შემდეგ ენაზე, გრძნობ მის სიტკბოს და სიამოვნება ერთიან ნაკადად გეღვრება მთელ სხეულში – ეს ახალი “ტიკ ტაკია” მარწყვის არომატით! დღეს რუსთაველზე პრომო გოგონები დადიოდნენ და ახალი “ტიკ ტაკის” გასინჯვას სთავაზობდნენ გამვლელებს, ურიგებდნენ კანფეტებს და ფლაერებს. მათ პირველმა გასინჯეს ახალი “ტიკ ტაკის” გემო.

“ტიკ ტაკი” ჩვენს ცხოვრებაში 90-იან წლებში შემოვიდა და მე მასთან ერთად გავიზარდე. მისი გემო – ბავშვობის გემოა. ეს გემო ინახავს ბავშვობის და თინეიჯერობის ყველაზე სათუთ მოგონებებს. მოგონებებს იმ დროზე, როდესაც გოგოსთან შეხება მაწითლებდა.

ზოგისთვის ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს პირველ სიყვარულთან, ან პირველ კოცნასთან. პირველ შეხებასთან ნაზ გრძნობებთან, მუცელში პირველ პეპლებთან. საყვარელ ადამიანთან ჩახუტებასთან, მის გრილ სუნთქვასთან. “ტიკ ტაკი” სუნთქვას აგრილებს და აძლევს სასიამოვნო არომატს, ამიერდიდან კი მარწყვის ორი განსხვავებული გემო – ღია და მუქი აბების სახით, ზაფხულის მარწყვის მომაჯადოვებელ სიტკბოს გაგრძნობინებთ წელიწადის ოთხივე დროს.

მიუხედავად იმისა რომ სიგრილის გემომ ჩვენთან მხოლოდ 90-იანებში შემოაღწია, სინამდვილეში მისი ისტორია 1969 წელს იწყება. ეს ტკბილი აბები შექმნა იტალიურმა კომპანიამ “ფერერო”.  ”ტიკ ტაკი” დღეისათვის  მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მისი სახელწოდების ინსპირაცია სახასიათო ხმა იყო, რომელსაც “ტიკ ტაკის” შეფუთვა გამოსცემს გახსნის დროს. თითო კოლოფში მოთავსებულია 33 დრაჟე, თითოეული მათგანი კი შეიცავს მხოლოდ 2 კალორიას.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s